ინტერიერი

ფერების ფსიქოლოგიური ზეგავლენა ადამიანზე და მათი მნიშვნელობა ინტერიერის დიზაინში

ფერები უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობენ ჩვენს გრძნობებსა და განწყობაზე. ცხოვრება მათ გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა.

2212

ფერები რეალურ ცხოვრებაში არ არსებობს. ეს იმ ელექტრომაგნიტური ტალღების ეფექტია, რომელიც ჩვენს ტვინსა და თვალებში რეგისტრირდება. ყოველი შემთხვევისთვის, ისინი უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობენ ჩვენს გრძნობებსა და განწყობაზე. ცხოვრება მათ გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა. ფერებისგან მიღებული ეფექტი თითოეული ადამიანისთვის სხვადასხვანაირია. მაგალითად, ერთმა კონკრეტულმა ფერმა შეიძლება რამე გრძნობები გაგახსენოთ, მაგრამ ის სხვა ადამიანს განსხვავებულ მოგონებებსა და შეგრძნებებს აჩუქებს. ამის ყველაზე კარგი მაგალითი შავი ფერია. ის ზოგისთვის მწუხარების და სევდის მომტანია, როდესაც სხვა შეიძლება მისი დანახვისას რადიკალურად განსხვავებულ შეგრძნებებს განიცდიდეს. ამიტომ დიზაინერებსა და სახლის მეპატრონეებს ინტერიერში ფერების განაწილებისას ჭკვიანური დაფიქრება სჭირდებათ. ამ სტატიაში გაეცნობით ფერების ფსიქოლოგიურ ეფექტს ადამიანის ტვინზე და მათ გამოყენებას ინტერიერის დიზაინში.

წყარო: health-es.com
წყარო: health-es.com

ყავისფერით თქვენს სახლში კომფორტულ და ბუნებრივ ატმოსფეროს შექმნით. ეს ფერი ხშირად გვხვდება შემდეგ ფერებთან ერთად: შავი, ყვითელი, ნაცრისფერი, მწვანე, წითელი, ფორთოხლისფერი და იასამნისფერიც კი. ყავისფერი ნეიტრალურ ფერებში შედის. ეს ფერი შოკოლადების, ყავისა და ნამცხვრების ასოციაციას იწვევს. ბევრისთვის ყავისფერი დედამიწის ფერადაც მიიჩნევა, ამიტომ ის დაცულობისა და სტაბილურობის შეგრძნებას გვანიჭებს. ინტერიერში ყავისფერი სითბოსა და სიღრმის შემომტანი იქნება. ამ ფერის ავეჯი ან პარკეტი ლამაზად გამოიყურება.

წყარო: amara.com
წყარო: amara.com

თეთრის ფსიქოლოგიური ეფექტი სისუფთავესთან ასოცირდება. მას ინტერიერში წყნარი, ჰაეროვანი ატმოსფეროს შესაქმნელად გამოიყენებენ. თეთრი კედლები, ავეჯი ან იატაკი ოთახს ვიზუალურად უფრო ამაღლებს და აფართოებს. თუმცა, გახსოვდეთ, რომ მისი ყველგან და ყველაფერში გამოყენება რეკომენდებული არ არის. რაც შეეხება შავ ფერს, თუ მას ჭკვიანურად გამოიყენებთ, თქვენი ოთახი ელეგანტური და დახვეწილი გახდება. თუ შავ ფერს სინათლეზე ან ნეიტრალური ფონის ფერზე გამოვიტანთ, ყველა შავი ფერის საგანი გამოიკვეთება. ხშირად ადამიანები ამ ფერს სიკვდილთან, გლოვასა და სევდასთან აიგივებენ, ამიტომ ის ყველგან არ გამოიყენოთ. სასურველია, სურათის შავი ჩარჩოების, შავი პატარა მაგიდების შეძენა, რომელიც ოთახში არაჩვეულებრივ ატმოსფეროს შექმნის.

წყარო: home-designing.com
წყარო: home-designing.com

ნაცრისფერი ელეგანტურია და ნაკლებ კონსერვატიული. ამ ფერის ეფექტი დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ ფერთან ერთად გამოიყენება. მაგალითად, ნაცრისფერ-ყვითელი ტანდემი დეპრესიულ ატმოსფეროს ქმნის. განწყობა უფრო ძლიერდება მაშინ , თუ ჩრდილები ყავისფერია. ნაცრისფერის ლამაზი ჩრდილი ღია თეთრ ფერთან ოთახს უკვე ნათელ იერს ანიჭებს. ზედმეტი ნაცრისფერით ოთახი დამღლელი ხდება. რაც შეეხება ყვითელს, ფერებს შორის ის ყველაზე ოპტიმისტურია. ღია ყვითელი ფერის კედლები ან ჭერი სახლში მზიან ატმოსფეროს შექმნის, მუქი ყვითელი კი - პირიქით. თუ ამფერი კედლები თქვენს გემოვნებაში არ ჯდება მაშინ გამოიყენეთ ის დეკორაციის სახით. ყვითელი ყვავილები, სურათები და აქსესუარები აუცილებლად გაახალისებს თქვენს ოთახს.

წყარო: rilane.com
წყარო: rilane.com

წითელი ცეცხლის, ვნების, სიძლიერის ფერია. ის შეიძლება იყოს როგორც თბილი და მაცდური, ასევე ენერგეტიკულიც. ბევრი წითელის გამოყენება, ოთახში ვნების დონეს გაზრდის. ასევე ის გულისცემას აჩქარებს და არა მარტო - ის მადიანობასაც ზრდის. ამიტომ თუ ამ უკანასკნელს გაურბიხართ, თქვენ სამზარეულოს წითელი ფერი მოარიდეთ. განსხვავებული ეფექტი აქვს იასამნისფერს. ის თქვენს ოთახში მდიდრულ ატმოსფეროს შექმნის. თუ მას მოლურჯო ჩრდილი აქვს, სიწყნარის, მისტიკურობის ეფექტი გარანტირებულია. მოწითალო ჩრდილები კი უფრო მეტ ყურადღებას იქცევს.

წყარო: apartmenttherapy.com
წყარო: apartmenttherapy.com

ინტერიერის დიზაინში, ლურჯი ფერის გამოყენება სამუშაო და სამედიტაციო გარემოს ქმნის. ის არეგულირებს გულისცემასა და არტერიულ წნევას. ეს ფერი ხშირად გამოიყენება სივრცის ვიზუალური გაზრდისთვის. ასევე, წითლისგან განსხვავებით, ის ამცირებს აპეტიტს და ამიტომ ამ ფერს სამზარეულოში ხშირად შეხვდებით. რაც შეეხება მწვანე ფერს, მისი გამოყენებით, ოთახში წყნარ ატმოსფეროს შექმნით. მისი ფსიქოლოგიური ეფექტები ლურჯი ფერის იდენტურია. ის ამშვიდებს თვალებს, გონებას. ფერს ხშირად გამოიყენებენ საძინებელ ოთახში თავისი დამამშვიდებელი ეფექტების გამო.

წყარო: homecaprice.com
წყარო: homecaprice.com

ჩვენ გირჩევთ

ინტერიერი

როგორ მოვაწყოთ ვიწრო შემოსასვლელი ოთახი პრაქტიკულად?

მრავალი წლის განმავლობაში შემოსასვლელს ეკისრებოდა ძალიან დიდი ფუნქციური როლი.

1914
ნახე მეტი
ინტერიერი

კალიფორნიული ლაუნჯი - ოთახი, სადაც თინეიჯერებთან ერთად მშობლებიც კარგ დროს ატარებენ

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ დენვილში - კალიფორნიაში მდებარე რანჩოს პატრონებს 200 კვადრატული მეტრის სივრცის ოთახის მკვეთრ, ფერადოვან სტილში გაფორმება უნდოდათ...

1318
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ბამბის რიგი 7

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575