გარეუბნებში ცხოვრების უპირატესობები, ანუ რატომ უნდა გავექცეთ ხმაურიან ქალაქს
ურბანული რეალობით მობეზრებულები, უკვე ბუნებრივად მივიჩნევთ, რომ საცხოვრებელი გარემო დამღლელია და ზოგჯერ ჯანსაღ სივრცეში განმარტოება აუცილებლია.
თანამედროვე ქალაქისგან „გაქცევა“ უკვე მიღებული პრაქტიკაა. ურბანული რეალობით მობეზრებულები და დატვირთულები უკვე ბუნებრივად მივიჩნევთ, რომ საცხოვრებელი გარემო დამღლელია და ზოგჯერ ჯანსაღ სივრცეში განმარტოება აუცილებლია. სწორედ ამიტომ მრავლდება „პროექტი - თავშესაფრები“ ქალაქის ცენტრთან ახლოს, თუმცა მისგან საკმაო მოშორებით. კონცეფცია ერთია - გავექცეთ ხმაურიან ქალაქს ისე, რომ მის რიტმზე ბოლომდე უარის თქმა არ გვიწევდეს. ეს იდეა აერთიანებს ყველა სტარტაპს (მათ შორის Getaway-ს) და არქიტექტურულ პროექტს - ოცდამეერთე საუკუნეში ხომ ფორმის ძიება ლანდშაფტისა და რელიეფის გათვალისწინების გარეშე არ ხდება: არქიტექტორები ცდილობენ საცხოვრებელ სივრცეში ლანდშაფტი ბუნებრივად შემოიყვანონ და ამით გაათავისუფლონ თანამედროვე ადამიანი შეზღუდვებისგან.

არქიტექტურულ კონცეფციებს ემატება მთელი რიგი ურბანული და ეკოლოგიური ფაქტორი: ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი ხომ ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია ქალაქში ცხოვრების დონის განსაზღვრისას (თბილისი, სააგენტო მერკერის, 2015 წლის მონაცემებით ევროპაში ცხოვრების ხარისხის მაჩვენებლით, მინსკთან ერთად ბოლო ადგილზეა). გარდა ამისა, ცხოვრების ხარისხზე დიდ გავლენას ახდენს ხმაურის მაჩვენებელი და ავტომობილების რაოდენობა. რომელთა ჭარბი რაოდენობა ხელს უშლის ნორმალურ ზრდა-განვითარებას. გამოდის, რომ ქალაქი ხარისხიან ცხოვრებას ვერ უზრუნველყოფს. თუ არქიტექტურა ბუნებრივ ლანდშაფტში უნდა აღვიქვათ და ქალაქის ცენტრი მხოლოდ მშენებლობების მტვერსა და საცობს გვპირდება, რატომ არ ვიცვლით საცხოვრებელ გარემოს?
მეოცე საუკუნის მეორე ნახევრიდან, სწორედ ამ პრობლემების გამო გარეუბნებმა, სადაც ახალი ოჯახები სახლდებოდნენ, ზრდა დაიწყო. პოპულარული გახდა დიდი ქალაქების ირგვლივ არსებული ტერიტორიები, როგორც თავის დაღწევის შესაძლებლობა და დანიშნულების ადგილი. ნიუ-იორკში დღემდე პოპულარულია ჰემპტონსი, რომელიც ლონგ აილენდზე მდებარეობს და მისი დანიშნულებაა რამდენიმე დღით, „დაასვენოს“ ქალაქური რიტმით დაღლილი ადამიანები. სახარბიელო მდებარეობის, სუფთა ჰაერისა და დაუზიანებელი ლანდშაფტის გამო, ჰემპტონსში დაბინავება ძვირი სიამოვნებაა - თუმცა აუცილებელი ყველა ნიუ-იორკელისთვის. ლოკაცია ახლოსაა ქალაქის ცენტრთან, თუმცა პერსონალური სივრცის, განმარტოებისა და რელაქსაციის საშუალებას იძლევა.
საცხოვრებელი ადგილის შერჩევისას პირველ რიგში, ალბათ საკუთარი ცხოვრების სტილი კარგად უნდა გავაანალიზოთ, რაც პრიორიტეტების გადანაწილებას გაგვიადვილებს. უბრალოდ, უნდა გვახსოვდეს, რომ ურბანული წესრიგი ჩვენს ჩვევებზეა მორგებული და იგი მუდმივად ცვალებადია - ამისთვის მხოლოდ სურვილიც საკმარისია.
ჩვენ გირჩევთ
ნახშირორჟანგის გავლენა ადამიანებსა და ბუნებაზე - დიდი ქალაქების დიდი თავისტკივილი
გლობალურ დათბობას, ბევრი გამომწვევი მიზეზი აქვს. მეცნიერები თქმით, ყველაზე დიდ როლს ამ სახიფათო პროცესში წვით მიღებული გამონაბოლქვი და მათი დაგროვება იწვევს.
მწვანე ტრანსპორტის გამოყენება, როგორც ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრის საუკეთესო გზა
დედამიწაზე გამოყოფილი სათბური გაზების 75% ავტოტრანსპორტს უკავშირდება და რაც ყველაზე სამწუხაროა, ეს მზარდი ტენდენცია მომავალში სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანს.
ჩატვირთვა
კონტაქტი
ოფისი:
ბამბის რიგი 7