კრეატიული ხალიჩა-პაზლები ბავშვების გასართობად და ცნობიერების ასამაღლებლად
ბავშვის ცნობიერების ასამაღლებლად და გასავითარებლად იდეალური ვარიანტია ხალიჩა-პაზლების შეძენა. ეს არის პოლიმერული მასალა, რომელიც ცალკეული მოდულებისგან შედგება, მათი დაკავშირება კი ღარების დახმარებით შეიძლება.
ნებისმიერი მშობელი ცდილობს თავისი შვილისთვის ისეთი გარემო შექმნას, სადაც პატარა მალე განვითარდება, ისწავლის და გაერთობა. ამას თან უსაფრთხოების მაქსიმალური შენარჩუნებაც ემატება. ყველა მშობლისთვის ნაცნობია ის მომენტი, როცა ბავშვი 8-9 თვეს მიაღწევს და ის სახლის ნებისმიერ კუთხე-კუნჭულს ეცნობა. ცნობიერების ასამაღლებლად და გასავითარებლად იდეალური ვარიანტია ხალიჩა-პაზლების შეძენა. ეს არის პოლიმერული მასალა, რომელიც ცალკეული მოდულებისგან შედგება, მათი დაკავშირება კი ღარების დახმარებით შეიძლება. ხალიჩა-პაზლზე თამაში უფრო სახალისო და უსაფრთხოა.
ნებისმიერი მშობელი ცდილობს თავისი შვილისთვის ისეთი გარემო შექმნას, სადაც პატარა მალე განვითარდება, ისწავლის და გაერთობა. ამას თან უსაფრთხოების მაქსიმალური შენარჩუნებაც ემატება. ყველა მშობლისთვის ნაცნობია ის მომენტი, როცა ბავშვი 8-9 თვეს მიაღწევს და ის სახლის ნებისმიერ კუთხე-კუნჭულს ეცნობა. ცნობიერების ასამაღლებლად და გასავითარებლად იდეალური ვარიანტია ხალიჩა-პაზლების შეძენა. ეს არის პოლიმერული მასალა, რომელიც ცალკეული მოდულებისგან შედგება, მათი დაკავშირება კი ღარების დახმარებით შეიძლება. ხალიჩა-პაზლზე თამაში უფრო სახალისო და უსაფრთხოა.
ხალიჩა-პაზლი რამდენიმე კვადრატისგან შედგება. მინიმუმი 6 კვადრატია. მათი გადაადგილება კი მარტივად შესაძლებელია. მთავარი მასალა მაღალი ხარისხისაა და ანტიალერგიული. ხალიჩების თემატიკა მრავალგვარია, აქედან გამომდინარე, ნებისმიერი ბავშვისთვის შესაფერისი პაზლი მარტივად მოიძებნება.
რა უპირატესობები აქვს ხალიჩა-პაზლს? მისი ფუნქციურობა მრავალპროფილურია. მაგალითად, მისი გადაადგილება მარტივად შესაძლებელია. ის თქვენს პატარას დაეხმარება ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ განვითარებაში. ასევე გაუმჯობესდება ტაქტიკური და ვიზუალური დონე. პაზლებისგან ნებისმიერი დიზაინის და ფორმების მიღებაა შესაძლებელი. დეფორმაციის შემთხვევაში არა მთლიანი ხალიჩის შეცვლა, არამედ გაფუჭებული პაზლის ყიდვა მოგიწევთ. ხალიჩა რბილი და ელასტიკურია. ბავშვის დავარდნის შემთხვევაში, ის ამორტიზაციის ეფექტს წარმოქმნის. თბოგამტარი სათამაშო მოდულები წელიწადის ნებისმიერ დროს ოპტიმალურ ტემპერატურას ინარჩუნებს. როგორც თავშივე აღვნიშნეთ, ხალიჩების ტექსტურა ჰიგიენური და შედარებით ნაკლებ ალერგიულია. მშობლების საბედნიეროდ, ხალიჩების დასუფთავება მარტივია. ასევე ისინი არ იკრავს მტვერსა და წვრილ, პატარა ნაგავს. ტექსტილი ისეთია, რომ ის დიდხანს ინარჩუნებს ბუნებრივ ფორმასა და ფერს. მეზობლების გასახარად კი, ხალიჩები ხმაგაუმტარია, ამიტომ ისინი ბავშის აქტივობებით ვერ შეწუხდებიან.
ბაზარზე ხალიჩა-პაზლების ფართო ასორტიმენტი გვხვდება. ყველაზე გავრცელებული რბილი ხალიჩაა, რომელიც ოთახის მთლიან ფართობზეა განთავსებული. მოდულარული ხალიჩები სპეციალურად შექმნილი მოდელებია 5-7 თვის ბავშვებისთვის. პაზლების სიმაღლე 10-12 მმ-ია. დამცავი კიდეებით შექმნილი მოდელი კი მინიატურული სათამაშო მოედნის ანალოგია. ეს ვარიანტი ყველაზე უსაფრთხოა. მასაჟის ხალიჩები არა მარტო სათამაშოა, არამედ სამკურნალოც. ის ასტიმულირებს პატარის ფეხის გულებს. ანბანის პაზლები კი ბავშვს დაეხმარება ასოები მარტივად დაიმახსოვროს. რეზინისგან დამზადებული ხალიჩები ბავშვის გასავარჯიშებლად იდეალური ვარიანტია. ხელმისაწვდომი ფასისა და მოვლის სიმარტივის გამო, ის ერთ-ერთი პოპულარული მოდელია. ზოგიერთი ხალიჩა- პაზლი კი მელოდიებსაც გამოსცემს. მოდულებზე ცხოველებია გამოსახული, სპეციალური ფანქრის მეშვეობით, თუ ნებისმიერი ცხოველის სურათს შეეხებით, ის მისთვის დამახასიათებელ ხმას გამოსცემს. ამგვარი ხალიჩები უცხოეთში მზადდება და არცთუ ისე იაფია.
ხალიჩა-პაზლების შერჩევისას, პირველ რიგში, ხარისხის სერტიფიკატი შეამოწმეთ. კარგად შეისწავლეთ მასალა. ხალიჩას არანაირი დეფექტი არ უნდა ჰქონდეს. ასევე არ უნდა გცემდეთ რეზინისა და პლასტმასის სუნი. დარწმუნიდით, რომ მატერია ძალიან მაგარი არ იყოს. მას რბილი კანის დაზიანება შეუძლია. ასევე გაითვალისწინეთ ბავშვის ასაკი: უმცროსებისთვის ნათელი და მსხვილი პაზლები, ხოლო შედარებით დიდი ასაკის ბავშვებისთვის ციფრებიანი და ასოებიანი ხალიჩები შეიძინეთ.
ჩვენ გირჩევთ
რომელი აქსესუარებია მოდური 2018 წლის სახლის ინტერიერის დიზაინში?
ინტერიერის დიზაინში დეკორაციების შერჩევისას სასურველია თუ მოდურ ტრენდებს გავითვალისწინებთ. ეს განსაკუთრებით იმ ადამიანებს ეხებათ, რომლებსაც საკუთარი საცხოვრებლის ხშირი ცვლილება სიამოვნებთ.
როგორ მოვრთოთ საახალწლოდ ბუხარი? რჩევები და ინტერიერის ვიზუალები
თუ თქვენს სახლს ბუხარიც აქვს, ჩვენი რჩევები საახალწლოდ მისი მორთვის შესახებ აუცილებლად გამოგადგებათ!
ჩატვირთვა
კონტაქტი
ოფისი:
ბამბის რიგი 7