მრგვალი სახლები, როგორც თანამედროვე არქიტექტურის მომავალი
მრგვალი სახლები, რომლებსაც ოდითგანვე აშენებენ ჯერ კიდევ არის შთაგონების წყარო არქიტექტორებისთვის
ინტერიერში თავისუფალი სივრცის შევსება ძალიან ბევრი რამით არის შესაძლებელი. ეს ყველას გაუგია რომის პანთეონის, აფრიკული ქოხების და ესკიმოსების იგლუს შესახებ. ამ ნაგებობებს ერთი საერთო მახასიათებელი აქვთ - ისინი მრგვალია. თითქმის ყველა კონტინეტზე სწრაფად ვითარდება კვადრატული, ან მართკუთხა საცხოვრებელი სახლების მშენებლობა, თუმცა მრგვალი სახლები, რომლებსაც ოდითგანვე აშენებენ ჯერ კიდევ არის შთაგონების წყარო არქიტექტორებისთვის. ბოლო ტენდეციების მიხედვით, თანამედროვე მშენებლობაში მრგვალი სახლები სულ უფრო აქტუალური, ინოვაციური, ეკონომიური და ფუნქციურია. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ მრგვალი სახლების საინტერესო პროექტები გაგაცნოთ, რომლებიც შთაგაგონებთ მსგავსი სახლის აშენებას.
ინტერიერში თავისუფალი სივრცის შევსება ძალიან ბევრი რამით არის შესაძლებელი. ეს ყველას გაუგია რომის პანთეონის, აფრიკული ქოხების და ესკიმოსების იგლუს შესახებ. ამ ნაგებობებს ერთი საერთო მახასიათებელი აქვთ - ისინი მრგვალია. თითქმის ყველა კონტინეტზე სწრაფად ვითარდება კვადრატული, ან მართკუთხა საცხოვრებელი სახლების მშენებლობა, თუმცა მრგვალი სახლები, რომლებსაც ოდითგანვე აშენებენ ჯერ კიდევ არის შთაგონების წყარო არქიტექტორებისთვის. ბოლო ტენდეციების მიხედვით, თანამედროვე მშენებლობაში მრგვალი სახლები სულ უფრო აქტუალური, ინოვაციური, ეკონომიური და ფუნქციურია. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ მრგვალი სახლების საინტერესო პროექტები გაგაცნოთ, რომლებიც შთაგაგონებთ მსგავსი სახლის აშენებას.
დღეს აქტიურად შენდება ნახევარსფეროს ფორმის კონსტრუქციები. ასეთ მშენებლობებს შორისაა ექსკლუზიური, ლამაზი შემოთავაზებები, ასევე შედარებით უბრალო, მაგრამ ორიგინალური ვარიანტები. როგორც ხედავთ 21-ე საუკუნის არქიტექტურას არ აქვს საზღვრები. დღეს-დღეობით არქიტექტორები სულ უფრო რთულ პროექტებს ეჭიდებიან და წარმატებითაც ასრულებენ მათ. რაც შეეხება მრგვალ სახლებს, ისინი სხვადასხვა მატერიებისგან იქმნება. ზოგიერთი მათგანი ეკოლოგიურად უფრო მდგრადია, ზოგიც კი ინოვაციურ ელემენტთა ნაკრებით შენდება. თუმცა ყველას მათგანს ერთი რამ აქვთ საერთო - ეს გუმბათია, რომელიც დომინირებს შენობაში. რა თქმა უდნა, ეს ყველაფერი ძალიან უცნაურად გამოიყურება, თუმცა ამავდროულად საინტერესო და მიმზიდველია.
მრგვალი სახლების პატრონები ამბობენ, რომ მათი სახლებს ორი მნიშვნელოვანი რამ ახასიათებთ - პრაქტიკულობა და სიიაფე. შენების პროცესში გუმბათოვანი სახლები 30%-ით უფრო იაფი ჯდება, ვიდრე ტრადიციული მშენებლობა. ამ ტიპის შენობებს არ აქვთ სახურავი და წყალშემკრები. მრგვალი სახლები გარედან პატარა ზომის ჩანს, თუმცა შიგნიდან საკმაოდ ფართო ადგილია მშვენიერი ინტერიერის მოსაწყობად. ამ მშენებლობას არ სჭირდება ფულის ფლანგვა მიმდინარე რემონტზე და გათბობის დაყენებაც ბერვად უფრო იაფი ჯდება.
მრგვალ სახლებს ყველგან ვერ შეხვდებით, თუმცა მათზე მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა. ასეთი სახლები ძირითადად გასაბერი, რკინა-ბეტონის კონსტრუქციის საფუძველზე იგება. მშენებლობა წრიულ ფუნდამენტზე მიმდინარეობს. კონსტრუქციის გაბერვა 6 კვირა გრძელდება და საჭიროებს განუწყვეტლივ კონტროლს დამწოლ აპარატებზე, რომლებიც ამ ყველაფერს ახორციელებენ. შიდა ჩარჩო დაფარულია პოლიურეთანის ქაფით, რომელიც წარმოადგენს იზოლაციას მთლიანი გუმბათისთვის. შემდეგ მას გარედან უსმევენ ბეტონს. მთლიანი კონსტრუქციის აგებას 10 თვე სჭირდება. ეს არის მყარი, ცეცხლგამძლე და გრძელვადიანი ნაგებობა, რომელსაც აქვს უამრავი დადებითი მხარე: ის უძლებს ამინდის გაუარესებით გამოწვეულ ნებისმიერ წინააღმდეგობას, სწრაფად შენდება, არ აქვს ტრადიციული ფასადი და გადახურვის, ხასიათდება შესანიშნავი თბოიზოლაციით და რაც ყველაზე მთავარია მრგვალი სახლებს 600 წლიანი გარანტია აქვთ, რადგან მრგვალი სახლები უძლებენ ნებისმიერ ქარიშხალსა და მიწისძვრას.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ მრგვალი სახლები სხვადასხვა მასალისგან შენდება, მათ შორისაა ხე. ხის გუმბათოვანი სახლები. მსგავსი მშენებლობა იაფია, მისი ფორმა საშუალებას გაძლევთ შეამციროთ გათბობის და გაგრილების ღირებულება 50%-ით. როგორც წესი ასეთ სახლებში შუაში მხოლოდ ერთი ოთახია. აი, ასე გამოიყურება ეს სახლი შიგნიდან.
ხოლო მონოლითური გუმბათოვანი სახლები დამზადებულია მყარი ბეტონზე და გეომეტრიულად ყველაზე ახლოა სფეროსთან. მათ აქვთ კომპაქტური და მყარი ჩარდახი. აქედან გამომდინარე, შენობების აშენება ასეთი გუმბათის გამოყენებით, უფრო მტკიცე და მდგრადია ყველა გარე ფაქტორის მიმართ. მონოლითური სახლები შეიძლება აშენდეს ზედაპირზე, ასევე ნაწილობრივ სიღრმეებში.
წრეების შენობა ეფუძნება ინტიმურობის დაბრუნების იდეას, დამამშვიდებელი, სამკურნალო და ენერგიის დამატებასთან დაკავშირებით დადებით ურთიერთობებს. წრე არის ღვთაებრივი სიმბოლო, იდეალური ფორმა. მრგვალი სახლი არის სახლში, რომელიც ზრუნავს შენზე!
საინტერესო და პრაქტიკულია მრგვალი სახლის შიდა მოწყობა. პროექტი შეიძლება არ იყოს ძალიან მიმზიდველი გარედან, მაგრამ შიგნით არის განსაცვიფრებელი, ისევე როგორც ძალიან პრაქტიკული. თუ მოგწონთ ფართო სივრცეები, ნახევრად ცირკულარული ოთახები, მაშინ მრგვალი სახლი თქვენთვის იდეალური არჩევანია.
თანამედროვე მრგვალი სახლები ცოტათი მოგვაგონებს სამეცნიერო ფანტასტიკის ფილმებს. თუმცა, წარსულისკენ გადახრა და ამ ფორმის სახლების მშენებლობა ლოგიკურია მისი პრაქტიკული, გამძლეობისა და მოხერხებულობის გამო. მრგვალი სახლები მომავლის არქიტექტურაა.
ჩვენ გირჩევთ
Salone del Mobile 2018 - უახლესი ტრენდები ავეჯის დიზაინში
მილანის ავეჯის სალონი ევროპის ავეჯის ინდუსტრიაში უმნიშვნელოვანესი ღონისძიება გახლდათ.
სააგარაკო სახლების თანამედროვე პროექტები
არაფერია მყუდრო და ლამაზ გარემოში დასვენებაზე უკეთესი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქალაქგარეთ, სუფთა და მწვანე გარემოში გიწევს დროის გატარება.
ჩატვირთვა
კონტაქტი
ოფისი:
ბამბის რიგი 7