არქიტექტურა

პატარა სახლების ორიგინალური და ფუნქციური პროექტები

არქიტექტორები და მშენებლები აღიარებენ, რომ პატარა სახლები მეტად ლამაზი და ეფექტურია განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს უკანასკნელნი ეკო-მეგობრულია.

2935

დღესდღეობით მოსახლეობა იზრდება და ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრაც სულ უფრო მეტ სირთულესთან არის დაკავშირებული. უნდა გვახსოვდეს, რომ რაც უფრო მეტ ფართო სივრცეს შევთავაზებთ თითოეულ ადამიანს, მით უფრო მეტი რესურსი დაგვეხარჯება. მაგალითად, 2009 წლისთვის ამერიკული სახლი საშუალოდ 2.343 კვადრატული ფუტი იყო, რაც 1950 წელთან შედარებით საშუალოდ ორჯერ მეტი გამოდის. თუმცა არქიტექტორები და მშენებლები აღიარებენ, რომ პატარა სახლები მეტად ლამაზი და ეფექტურია განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს უკანასკნელნი ეკო-მეგობრულია. დღეს ნიჭიერმა არქიტექტორებმა უკვე შეიმუშავეს ძალიან ბევრი, პროფესიონალური პროექტი, რომელიც პატარა ფართის მქონე სახლებს განსაკუთრებულ ადგილად აქცევს. უკვე აღარავის ეპარება ეჭვი იმაზე, რომ პატარა სახლებიც შეიძლება იყოს ძალიან ლამაზი, ფუნქციური და მყუდრო. ჩვენ გადავწყვიტეთ პატარა ფართის საცხოვრებლებზე უფრო მეტი ინფორმაცია მოგაწოდოთ და გაგაცნოთ სხვადასხვა პროექტები, რომელიც აუცილებლად მოგანდომებთ მსგავსი ტიპის სახლში ცხოვრებას.

წყარო: /www.remontbp.com
წყარო: /www.remontbp.com

დღეს სულ უფრო მეტი ადამიანი დასასვენებლად წავსლისას ირჩევს მინიმალურ ფართს, სადაც შესძლებს განთავსებას და საჭირო ნივთების განლაგებას. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ დიდი სახლები ბევრ მოვლას, ხარჯს საჭიროებენ, როცა პატარა ფართში, ზედმეტი ენერგიის და ფულადი სახსრების ხარჯვის გარეშე, შეგიძლია არანაკლები კომფორტი მოიწყო. იმისთვის, რომ ოჯახმა კარგად დაისვენოს საჭიროა ორი ოთახი და სტუდიოს ტიპის მისაღები. პატარა სახლების აუცილებელი პირობა ფუნქციურობაა. ესაა ადგილი სადაც მარტივად და მსუბუქად უნდა გაატარო დრო. თუ თქვენ მიწის ნაკვეთი გაქვთ და ვერ გადაგიწყვეტიათ როგორი სახლი აიშენოთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული პროექტები ნამდვილად დაგეხმარებიან მომავალი სახლის დაპროექტებაში. გაითვალისწინეთ ისიც, რომ პატარა სახლების უპირატესობა მათი დაბალბიუჯეტიანობაა, როგორც მშენებლობის დროს, ისე მთლიანად არსებობის განმავლობაში. თქვენ ნაკლები დანახარჯით შეგიძლიათ შექმნათ მყუდრო საცხოვრებელი გარემო, რომლის შენახვაც შემდგომშიც უფრო იაფი დაგიჯდებათ, ვიდრე დიდი სახლის. 

წყარო: /www.remontbp.com
წყარო: /www.remontbp.com

36 კვადრატული მეტრის სახლი მოძრავი სახლების კონცეფციას ამართლებს. ეს მიკრო შენობა არის მაღალი ხარისხის პროდუქტი, რომლის გადაადგილებაც შესაძლებელია. ვინ წარმოიდგენს,რომ ამ პატარა სივრცეში ორი საძინებელი ოთახის, ორი სააბაზანოს, მისაღები ოთახისა და სამზარეულოს მოთავსება შეიძლება? პატარა, მაგრამ კომფორტული სახლი დამზადებულია გადამუშავებული მეტალის გარესაკრავისა და ხისგან. კონკრეტულად, აქ გამოყენებულია თუთიისა და ტიტანის ფილები, რომლებიც ერთმანეთზეა გადახურული. სახურავზე რამდენიმე ფანჯარაა, რომლის დახმარებით ხდება მზის სინათლის სახლში გავრცელება და ვენტილაცია. ეს სახლი ექსტერიერისა თუ ინტერიერის მხრივ არის თანამედროვე და რურარული ტენდენციების ნაზავი. ინტერიერში ფართოდ შეხვდებით ბუნებრივ ხეს, რომელსაც ატმოსფეროში სითბო შემოაქვს. მეტალის სტრუქტურა კი მასთან ჰარმონიულად არის დაკავშირებული. 

წყარო: /www.remontbp.com
წყარო: /www.remontbp.com

ეს პატარა ეკო-სახლი კი იმ კლიენტისთვის აშენდა, რომელსაც არ უნდოდა ბუნებაში უხეშად ჩარეულიყო. არქიტექტორებმა (კომპანიიდან Max Pritchard Architect) გადაწყვიტეს აეშენებინათ მართკუთხა დიზაინის სახლი, რომელიც ხიდივით არის გადებული პატარა წყაროს ზემოთ. ეს ორიგინალური შენობა ავსტრალიაში მდებარეობს. სივრციდან კარგად მოსჩანს გარემო და შიგნით მყოფთათვის ისეთ შეგრძნებას ბადებს, თითქოს ისინი ხეებს შორის იმყოფებიან. ორი ფოლადის არტახი პირველად სტრუქტურას ქმნის. სახურავის მასალად პლანტაციის ფიჭვია გამოყენებული, ხოლო კედლებზე - გადამუშავებული ფოლადი. ზამთრის სიცივის დროს ჩრდილოეთის მზე შავ ბეტონის იატაკს ხვდება, რომელიც ამ სითბოს ღამითაც ინახავს. კედლებსა და სახურავზე ორმაგი მინის ფანჯარაა გაკეთებული, რომელიც სითბოს ინარჩუნებს. ზაფხულში სიგრილეს ჭერზე დამაგრებული ვენტილატორები და ღია ფანჯრების კომბინაცია იძლევა. 

წყარო: /www.remontbp.com
წყარო: /www.remontbp.com

ჩვენ გირჩევთ

არქიტექტურა

თანამედროვე მინიმალისტური სახლები, როგორც განტვირთვის საუკეთესო საშუალება

დღეს მიკრო-ჰაუსინგის „პროპაგანდა“ აქტიურად მიმდინარეობს და მრავალი აქტივობა ხორციელდება იმ მიზნით, რომ იგი პოპულარული გახდეს ფართო მასებში.

2138
ნახე მეტი
არქიტექტურა

რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს თანამედროვე საბავშვო ბაღების არქიტექტურა?

საბავშვო ბაღების არქიტექტურისა და მასთან ერთად, დიზაინის შემუშავება, არც თუ ისე მარტივი საქმეა. დღევანდელი დღის გათვალისწინებით, უამრავი საბავშვო ბაღი ისეთ შენობაშია აგებული, რომელიც პოსტსაბჭოთა პერიოდის სტანდარტულ პროექტებს შეესაბამება.

1628
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ბამბის რიგი 7

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575