რატომ არის ჰობი ადამიანისთვის აუცილებელი და რა გავლენა აქვს მას ჩვენს ცხოვრებაზე?
როგორც სხეულის სიჯანსაღისთვისაა აუცილებელი ფიზიკური ვარჯიში და განტვირთვა, ასევე აუცილებელია ტვინისთვის დასვენება და ყურადღების სასიამოვნო რამეზე გადატანა.
ბერნად შოუ ამბობდა: „ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც თავისი ჰობით ცხოვრობს“… და მართლაც, ჰობი არის საქმიანობა, რომელიც სიამოვნებას გვანიჭებს, რომელსაც თავად ვირჩევთ, რადგან ის ჩვენ ცხოვრებას უფრო მრავალფეროვანს ხდის. როგორც სხეულის სიჯანსაღისთვისაა აუცილებელი ფიზიკური ვარჯიში და განტვირთვა, ასევე აუცილებელია ტვინისთვის დასვენება და ყურადღების სასიამოვნო რამეზე გადატანა. უამრავმა კვლევამ დაადასტურა, რომ ადამიანები, რომლებიც ჰობით არიან დაკავებულნი, ნაკლებად განიცდიან აღელვებას, მრისხანებას, დეპრესიას და სხვა უარყოფით გრძნობებს.
ბერნად შოუ ამბობდა: „ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც თავისი ჰობით ცხოვრობს“… და მართლაც, ჰობი არის საქმიანობა, რომელიც სიამოვნებას გვანიჭებს, რომელსაც თავად ვირჩევთ, რადგან ის ჩვენ ცხოვრებას უფრო მრავალფეროვანს ხდის. როგორც სხეულის სიჯანსაღისთვისაა აუცილებელი ფიზიკური ვარჯიში და განტვირთვა, ასევე აუცილებელია ტვინისთვის დასვენება და ყურადღების სასიამოვნო რამეზე გადატანა. უამრავმა კვლევამ დაადასტურა, რომ ადამიანები, რომლებიც ჰობით არიან დაკავებულნი, ნაკლებად განიცდიან აღელვებას, მრისხანებას, დეპრესიას და სხვა უარყოფით გრძნობებს.
მიუხედავად იმისა, რომ ჰობი არ არის სავალდებულო საქმიანობა და არც ზედმეტ პასუხისმგებლობას გვანიჭებს, ადამიანთა უმეტესობას დღეს ჰობი არ აქვთ. ამის მიზეზი რა თქმა უდნა, თანამედროვე ცხოვრების სტილი, დაძაბული სამუშაო გარემო, ეკონომიკური მდგომარეობა, ოჯახური საზრუნავია. თუმცა ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ როდესაც სულ მცირე თავისუფალი დრო ჩაგვივარდება ხელში, ჩვენ მას ტელევიზორთან ან კომპიუტერთან ვატარებთ.
აუცილებლად უნდა გავიაზროთ, რომ ჰობი არ არის დროის უაზროდ გაყვანის საშუალება. პირიქით, ეს არის საქმიანობა, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ჩვენ განვითარებას, გვიმაღლებს კრეატიულობას და თავდაჯერებულობის გრძნობას, გვაკავშირებს სხვა ადამინებთან, რომლებსაც აქვთ საერთო ინტერესები. ჰობის დახმარებით თავს ვაღწევთ უარყოფით ემოციებს და სტრესს, რომელიც გვაფერხებს ჩვეულებრივ ცხოვრებაშიც.
ჰობი დადებით გავლენაზე, ალბათ უსასრულოდ შეიძლება საუბარი. მაგრამ, რა უნდა ვქნათ თუ ჰობი არ გვაქვს ან გვაქვს და უკვე მოგვბეზრდა? უბრალოდ მოიგონეთ ის! გაიხსენეთ წარსული, თქვენი ბავშვობა. რა გსურდათ, რა განიჭებდათ სიამოვნებას? ბავშვობაში, შეიძლება გსურდათ ყოფილიყავით მხატვარი ან მოცეკვავე? იქნებ საინტერესო ნივთების შეგროვებაზე ოცნებობდით ან ეგზოტიკური მცენარეების მოვლაზე? უბრალოდ იპოვეთ ან გაიხსენეთ ის გატაცება, რომელიც თავს ბედნიერად გაგრძნობინებთ, რომლის კეთებაზეც ოცნებობდით და დღესვე დაკავდით ამ საქმით. გახსოვდეთ, რომ არასდროსაა გვიან ასიამოვნოთ საკუთარ თავს, აკეთოთ თქვენი საყვარელი საქმე და იყოთ ამით ბედნიერნი!
მიაღწევთ რა ერთ მიზანს, თქვენს წინ ახალი მიზანი ჩნდება და ყოველი ახალი მიღწევის შემდეგ უფრო კმაყოფილნი და თავდაჯერებულნი იქნებით. ერთადერთი მიზეზი, რაც ჰობის პოვნაში ხელს შეგიშლით ეს სიზარმაცეა, ასე რომ ის თავიდანვე უნდა დავძლიოთ, შემდეგ კი მასთან ბრძოლაში, თქვენი ჰობისადმი სიყვარული დაგეხმარებათ. გახსოვდეთ, რომ ხშირად ჰობი შეიძლება საკუთარ საქმიანობას შეუთავსოთ, აქციოთ ის ფულის გამომუშავების წყაროდ, ხოლო ის თვისებები, რომლებსაც ჰობის დახმარებით განივითარებთ, აუცილებლად წაგადგებათ ცხოვრებაში!
ჩვენ გირჩევთ
როგორ მოვაწყოთ ტერარიუმი საკუთარი ხელით?
თანამედროვე ინტერიერის დიზაინი, რომელიც სულ უფრო კონცეტრირდება ბუნებასთან ჰარმონიულ თანაარსებობაზე, შესანიშნავად იხამებს მწვანე ტერარიუმებს.
როგორ შევქმნათ ორიგინალური ჩარჩო სარკისთვის საკუთარი ხელებით? - რჩევები დიზაინერებისგან
სარკე თქვენი სახლის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელსაც ხშირ შემთხვევაში ერთფეროვანი ჩარჩო „ამშვენებს“ და სწორედ ამიტომ ის ხშირად იკარგება სხვა, უფრო შთამბეჭდავი ნივთების გარემოცვაში.
ჩატვირთვა
კონტაქტი
ოფისი:
ბამბის რიგი 7