როგორ მოვაწყოთ ტროპიკული სტილის ბაღი? რჩევები ექსტერიერის დიზაინერებისგან
ამ ზაფხულს ტროპიკული სტილი აქტუალურია, როგორც ინტერიერის, ისე ექსტერიერის დიზაინში.
ამ ზაფხულს ტროპიკული სტილი აქტუალურია, როგორც ინტერიერის, ისე ექსტერიერის დიზაინში. ანანასის ფორმის ყინულის თაიგულები, პალმის პრინტის შპალერები და ფლამიგნოს თემის ბალიშები - ამ სტილისთვის დამახასიათებელია. ტროპიკული სტილის ბაღები ეგზოტიკური და სარელაქსაციოა. თუ მას აირჩევთ, იცოდეთ, რომ აუცილებელია სწორი დაგეგმვა. ეს პირველ რიგში მოიცავს იმ მცენარეთა შერჩევას, რომელსაც ტროპიკული სტილი მოითხოვს.
ამ ზაფხულს ტროპიკული სტილი აქტუალურია, როგორც ინტერიერის, ისე ექსტერიერის დიზაინში. ანანასის ფორმის ყინულის თაიგულები, პალმის პრინტის შპალერები და ფლამიგნოს თემის ბალიშები - ამ სტილისთვის დამახასიათებელია. ტროპიკული სტილის ბაღები ეგზოტიკური და სარელაქსაციოა. თუ მას აირჩევთ, იცოდეთ, რომ აუცილებელია სწორი დაგეგმვა. ეს პირველ რიგში მოიცავს იმ მცენარეთა შერჩევას, რომელსაც ტროპიკული სტილი მოითხოვს.
ტროპიკული სტილის ბაღი კლიმატისა და მიწის გარკვეულ პირობებს უნდა შეესაბამებოდეს. ტროპიკული მცენარეები სიცივეს ვერ იტანენ. ამიტომ ზამთრის სეზონზე მათი სახლში შეტანა უნდა შეგეძლოთ. ასევე მათ დღის სინათლე უხვად სჭირდებათ. ბაღის დაგეგმარებისას გაითვალისწინეთ ხეების არსებული სტრუქტურები. არ მოჭრათ ისინი. უმჯობესია მათ გარშემო სხვადასხვა მცენარე დარგოთ. ასევე ბაღის ერთ-ერთი მთავარი აქცენტი შეიძლება დიდ ხეზე გაკეთდეს. ბაღს სხვა კეთილმოწყობის საგნებიც შეგიძლიათ დაუმატოთ: აუზი, ბილიკები და ასე შემდეგ. თუ თქვენი ტროპიკული ბაღი იმ სივრცეში მდებარეობს, სადაც კლიმატი ცხელი და მშრალია, ჩრდილისთვის დიდი ხეები დაგჭირდებათ. მათი არსებობა იმ მცენარეების ზრდასაც შეუწყობს ხელს, რომლებიც ზედმეტ სიცხეს ვერ იტანენ. ტროპიკული ბაღი არ იქნება სრულყოფილი წყლის გარეშე. ეს შეიძლება იყოს აუზი, სპა ან გუბურა. თუ თქვენი ბაღის სივრცე ლიმიტირებულია, ფონტანი არაჩვეულებრივი იდეა იქნებოდა. ცივი წყალი და მისი დინების ხმა ტროპიკულ სივრცეს აბსოლუტურად შეესაბამება. საინტერესო იქნება, თუ ბაღში ლამაზ სკულპტურას დაამატებთ, მაგალითად, დიდ ქვას ან ქოთნის მცენარეებს.
რაც შეეხება ტროპიკული სტილის ბაღის მცენარეებს, თქვენ უნდა გახსოვდეთ, რომ ეს სივრცე ბუნებრივ ტყეს უნდა ჰგავდეს, სადაც მცენარეები ყველგან იზრდება. ამიტომ სხვადასხვა სახის მცენარეები დარგეთ ერთად და მიეცით იმის უფლება, რომ ერთმანეთს გადაეფარონ. გაგაცნობთ ტროპიკული სტილისთვის დამახასიათებელ ყვავილებს: ჰელიკონია - ის სწრაფად იზრდება. ბალახოვანი მრავალწლოვანი მცენარე ფესვებით ორ მეტრ სიმაღლეს აღწევს. წითელი კოჭა - ამ მცენარეს არომატული ყვავილები აქვს, რომლებიც იზიდავს ფუტკრებსა და პეპლებს. ყვავილოვანი ბანანი - ეს პატარა ორნამენტული ბანანია, რომლის ყვავილების სილამაზე ყველას მოხიბლავს. ისინი ჩვეულებრივ ვარდისფერი გვხვდება, თუმცა არსებობს მისი თეთრი და იასამნისფერ ვარიანტი. ყვავილები ყველა სეზონის განმავლობაში ხარობს. ბრუგმანსია - საყვირის მსგავსი ყვავილი და დიდი ფოთლები ამ მცენარეს ღირშესანიშნავ იერს აძლევს. ეს ტროპიკული მცენარე შეგიძლიათ კონტეინერშიც კი შეინახოთ. ბაღს ტროპიკული იერი უფრო მეტად რომ მიანიჭოთ, აუცილებლად შემატეთ მას დიდი ფოთლების მქონე მცენარეები.
ჩვენ გირჩევთ
ლანდშაფტური არქიტექტურა და მისი მნიშვნელობა გარემოში
ბუნებრივი კომპოზიციის მისაღებად ფორმა ხშირად გარემოსგან გამომდინარეობს... როგორ შემოვიყვანოთ ლანდშაფტური დიზაინი ყოველდღიურ საცხოვრებელ გარემოში?
10 რჩევა: მოვაწყოთ აივანი და ვერანდა მარტივად!
აივნისა და ვერანდის მოსაწყობად არაა აუცილებელი პროფესიონალი დიზაინერი იყოთ, მხოლოდ მიყევით ამ 10 მარტივ რჩევას...
ჩატვირთვა
კონტაქტი
ოფისი:
ბამბის რიგი 7