ექსტერიერი

სათამაშო სივრცე ურბანულ გარემოში, როგორც ბავშვთა განვითარებისთვის წინაპირობა

თამაში ბავშვთა განვითარებისთვის აუცილებელია, რადგან აუმჯობესებს მათ უნარებს და ისინი მეტად დამოუკიდებელნი ხდებიან.

1489

საჯარო სივრცის სიჯანსაღე იმით განისაზღვრება, თუ რა დოზით წარმოადგენს ის საზოგადო წყაროს. შეგვიძლია მტკიცედ ვთქვათ, რომ ამ მხრივ, ბავშვები უჩინარობით, გარიყულობით და სეგრეგაციით იტანჯებიან. ამის პირველი მიზეზი კი მათივე ასაკია. რადგანაც მსოფლიო ურბანიზებული ხდება, მდიდარ და ღარიბ ქვეყნებში ურბანულ სიღარიბეს ბავშვთა ზრდასა და განვითარებაზე გრძელვადიანი დეფისტაციური ეფექტი შეიძლება ჰქონდეს. გენდერულად მგრძნობიარე დაგეგმვასა და განვითარების სტრატეგიებს, რომლებიც ეხება საცხოვრებლისა და საკუთრების უფლებას, საერთო ინფრასტრუქტურასა და ბავშვებზე ზრუნვას, შეუძლია მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს მათი ცხოვრების ხარისხი. მათთვის გამოყოფილი სათამაშო სივრცე ხშირად გოგონების მიმართ დისკრიმინაციულიც კი არის. ეს უკანასკნელნი უფრო მეტად იზღუდებიან თავიანთ სამეზობლოებში.

წყარო: secure.axyz-design.com
წყარო: secure.axyz-design.com

თამაში ბავშვების „მუშაობად“ არის დახასიათებული. ის მათი განვითარებისთვის აუცილებელია, რადგან აუმჯობესებს მათ უნარებს და ისინი მეტად დამოუკიდებელნი ხდებიან. სწავლობენ სოციალურ ჩვევებსა და უვითარდებათ წარმოსახვისა და კრეატიულობის უნარი, იტვირთებიან ფიზიკურად და იღებენ თავგადასავლების გამოცდილებას. ბავშვებისთვის გარკვეული სივრცეები მეტად ხელსაყრელია. ისინი უნდა იყოს როგორც ფიზიკურად, ასევე ვიზუალურად ხელმისაწვდომი. აქ უნდა შეიძლებოდეს ისეთი აქტივობების დაგეგმვა და ჩატარება, როგორებიცაა ბურთით თამაში და ველოსიპედით სიარული. ასევე უნდა ითვალისწინებდეს სხვადასხვა ასაკის ბავშვების მოთხოვნილებებს. თქვენი შვილისთვის მოულოდნელი რისკისგან თავის არიდება შეიძლება მისთვის შფოთვის მიზეზი გახდეს. ამიტომ სათამაშო სივრცეები, სადაც ბავშვებს მაღლა ცოცვა, სწრაფად ტრიალი და მსგავსი აქტივობების განხორციელება შეუძლიათ, მათივე განვითარებისთვის არის სასარგებლო.

წყარო: www.superhealthykids.com
წყარო: www.superhealthykids.com

9-მეტრიანი საცოცი პირამიდა ( 2-სართულიან სახლზე დიდი) ნეპტუნის პარკში, ნიუ-იორკში მდებარეობს. ის 2012 წელს გაიხსნა. პირამიდა მეტალისგანაა დამზადებული. თოკი კი, რომელიც პირამიდის შიგნითაა ბავშვებს ჩამოვარდნისგან იცავს. ეს ადგილი ერთ-ერთ ყველაზე დიდ სათამაშო სივრცედ არის მიჩნეული. შეიძლება ბავშვებს ავსტრიული კომპანიის სვაროვსკის ისტორია საერთოდაც არ აინტერესებთ, მაგრამ კომპანიის მუზეუმი მათ სათამაშო ადგილს სთავაზობს: 4-სართულიანი სათამაშო კოშკი მოიცავს სასრიალოებს, საქანელებს და ბატუტს. ავსტრალიაში მდებარე საბავშვო პარკი კი იმ ბავშვებისთვისაც ზრუნავს, რომლებსაც შეზღუდული შესაძლებლობები აქვთ. 12 მეტრის სიმაღლის კოშკი, 9 მეტრის სპირალური სასრიალოები, ეტლისთვის განკუთვნილი საქანელები, სათამაშო ნავი, მუსიკალური აღჭურვილობა - ეს ყველაფერი ბავშვების ხელთაა.

წყარო: www.play-scapes.com
წყარო: www.play-scapes.com

მიუხედავად იმისა, რომ სპეციალურ სათამაშო მოედნებს მნიშვნელოვანი როლი ენიჭებათ ბავშვების ფიზიკური და ფსიქოლოგიური განვითარებისთვის, ეს უკანასკნელნი ხშირად მაინც საჯარო სივრციდან გარიყულნი რჩებიან. ბავშვებს სოციალიზაცია და თამაში მარტო პარკებსა და სათამაშო მოედნებზე არ უნდა შეეძლოთ. ქუჩები, ტროტუარები, სახლისკენ მიმავალი გზები ამ მიზნისთვის იდეალურ ადგილს უნდა წარმოადგენდეს. თუმცა ზუსტად აქ იჩენს თავს პრობლემა: გადატვირთული ტრანსპორტი, კრიმინალი, მშობლების შიში უცხოების მიმართ, საჯარო ადგილები ბავშვებისთვის სტიგმის მატარებელი და შემზღუდველი ხდება. ეს ამცირებს მათთვის შესაძლებლობებს ისწავლონ სხვებთან ურთიერთობა სოციალურ-კულტურულ საჯარო სფეროში. ამიტომ აუცილებელია ბავშვების აქტიური ხმა ისმოდეს დემოკრატიულ საჯარო სივრცის შექმნაში, ურბანული დიზაინისა და დაგეგმარების განვითარებში.

წყარო: mentalfloss.com
წყარო: mentalfloss.com

ჩვენ გირჩევთ

ექსტერიერი

საშემოდგომო სტილი ბაღის ექსტერიერის დიზაინში

თუ ბაღი გაქვთ, შემოდგომის მოსვლასთან ერთად, მისი დიზაინის შეცვლაზე იფიქრეთ. ამ დროს ბაღი თავის ჩვეულ ფერადოვან სახეს კარგავს და ვიზუალურად არაესთეტიკურადაც კი გვეჩვენება ხოლმე.

1288
ნახე მეტი
ექსტერიერი

როგორ გამოიყურება კრეატიული და თანამედროვე სინათლის ინსტალაციები სხვადასხვა ქვეყნებში?

სინათლის ინსტალაციები თანამედროვე არქიტექტურისა და დიზაინის სამყაროში დიდი პოპულარობით სარგებლობს. დღეს რამდენიმე მათგანს წარმოგიდგენთ.

1730
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ბამბის რიგი 7

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575