თავისუფალი და ლაკონური "ქონთემფორარი" სტილი ინტერიერში
ქონთემფორარი ეს არის ლაკონური სტილი, რომელსაც საზღვრები არ გააჩნია.
თუ თქვენ სახლში რემონტს აკეთებთ და ვერ გადაგიწყვეტიათ, რომელ სტილში მოაწყოთ თქვენი საცხოვრებელი გარემო, მაშინ აუცილებლად უნდა გაეცნოთ ინტერიერს დიზაინის შესახებ მეტ ინფორმაციას. ჩვენ ბლოგში ინტერიერის, თუ ექსტერიერის დიზაინის უამრავ სტილზე გვისაუბრია და დღეს არჩევანი აქტუალურ და საინტერესო ქონთემფორარი სტილზე გავაკეთეთ. ქონთემფორარი ეს არის ლაკონური სტილი, რომელსაც საზღვრები არ გააჩნია. ის არ არის ისეთი მოკრძალებული, როგორც მინიმალიზმი, არც ისეთი თავშეკავებული, როგორც ჰაი-ტექი და არც ისეთი თამამი, როგორც ბრუტალიზმი. ლაკონურობა და უბრალოება არის ქონთემფორარის სტილის მთავარი საფუძველი. მისი ფერთა გამა უფრო ფართოა, ვიდრე ჰაი-ტექსა და მინიმალიზმში, დეკორი კი უფრო ეფექტრური. აქ მთავარია საყოფაცხოვრებო კომფორტი და ინტერიერი ფუნქციონალრობა.

ამ სტილს ახასიათებს ლაკონურობა ავეჯის, ქსოვილების, განათების და გათბობის მოწყობილობების შერჩევის დროს. თავშეკავებულობა კედლების, იატაკისა და ჭერის გაფორმების დროს. ზონირებული სივრცე და არჩევანი ღია გეგმის მქონე, მცირე ბინების სასარგებლოდ. შენახვის სისტემის და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები დამალვა. ტუალეტისა და სველი წერტილის კომბინაცია, მრავალფუნქციური საშხაპე კაბინების გამოყენებით, რომელსაც შუშისგან დამზადებული ჩარჩოები აქვს. ჩაშენებული ავეჯი, საყოფაცხოვრებო ნივთები და განათების მოწყობილობები. ისეთი სისტემური კომუნიკაციის გამოყენება, როგორიც „ჭკვიანი სახლია“, რაც სახლში ოპტიმალური მიკროლიმატის შექმნას, მინიმალური დროითი ხარჯებით გულისხმობს.
ინტერერის ეს სტილი აქტუალურია ახალგაზრდებში, რომლებსაც აქტიური ცხოვრების წესი, გადატვირთული სამუშაო გრაფიკი და დაკავებული დღე აქვთ. ადვილად გადაადგილებადი ავეჯი, მრავალფუნქციური საყოფაცხოვრებო ტექნიკა მნიშვნელოვნად ზოგავს დროს სხვადასხვა საოჯახო ამოცანების შესრულების დროს.
იმისათვის, რომ მისაღები ოთახი ქონთემფრარის სტილში მოაწყოთ, დიზაინერების მნიშვნელოვანი რჩევები აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ. შეარჩიეთ რბილი ავეჯი არათვალშისაცემი ფერთა გამითა და ორნამენტებით. ის უმჯობესია ოთახის ცენტრში მოათავსოთ. თუ ოთახი პატარაა მაშინ, ოთახის კედლებთან ახლოს ელექტრო ბუხრის მოპირდაპირედ მოათავსეთ. სავრძლების ჯგუფთან ერთდ, აუცილებლად დადგით პატარა ჟურნალების მაგიდა. ამ სტილს შეესაბამება შუშის, ან ხის ჩანართებიანი მაგიდა. პანორამული ფანჯრები ამ დიზაინისთვის დამახასიათებელი განუყოფელი ელემენტია. ღია თაროები და ამ თაროების საინტერესო, ორიგინალური ნივთებით შევსება ამ სტილის კიდევ ერთი მახასიათებელია.
საძინებელში, ამ სტილის მთავარი პრინციპია - არამოსაწყენი სიმშვიდე. პასტელური ფერების ფონზე ორიგინალური, დახვეწილი, ექსპრესიული აქცენტების გაკეთებაა საჭირო. ეს შეიძლება იყოს უჩვეულო ავეჯი და აქსესუარები, ფერწერული ნამუშევრები კედელზე, ნახატები, პანელები, დინამიური გადასვლები ჭერიდან იატაკამდე, ფერადი მყუდრო ქსოვილები და სხვ.
ჩვენ გირჩევთ
მაროკოული სტილი ინტერიერის დიზაინში, ანუ შთამაგონებელი და მდიდრული გარემო თქვენს საცხოვრებელში
მაროკოული ინტერიერის დიზაინი გთავაზობთ ახლო აღმოსავლეთის, დინამიკური კონტრასტების, ტრადიციული ნიმუშებისა და უნიკალური აქსესუარების ტანდემს.
2019 წლის ტრენდები ინტერიერის დიზაინში
2019 წელი უკვე უამრავ საინტერესო ცვლილებას გვთავაზობს სხვადასხვა ასპექტში
ჩატვირთვა
კონტაქტი
ოფისი:
ბამბის რიგი 7