ექსტერიერი

ცენტრალ პარკი - ყველაზე მასშტაბური რეკრეაციული ზონა და მისი როლი ნიუ-იორკში

ცენტრალ პარკი ყველაზე პოპულარული ურბანული პარკია მსოფლიოში და ის ნიუ-იორკში, მანჰეტენის შუაგულში მდებარეობს.

2242

ცენტრალ პარკი ყველაზე პოპულარული ურბანული პარკია მსოფლიოში და ის ნიუ-იორკში, მანჰეტენის შუაგულში მდებარეობს. 40 მილიონი ვიზიტორით, ცენტრალ პარკი არის ყველაზე ხალხმრავალი რეკრეაციული ზონა ამერიკაში. 1857 წელს დაარსებული პარკი, დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია ფილმების გადასაღებადაც.
1858 წლის ზამთარში გაიხსნა ცენტრალ პარკის პირველი ნაწილი. საინტერესოა, რომ პარკის მშენებლობა სამოქალაქო ომის დროსაც კი არ შეწყვეტილა. თავდაპირველად, ოლმსტედისა და ვუს დიზაინით შექმნილი პარკი 315 ჰექტარი იყო, 1878 წელს კი მისი ფართობი გაიზარდა 341 ჰექტრამდე.

წყარო: Southwest corner of Central Park, NYC
წყარო: Southwest corner of Central Park, NYC

ცენტრალ პარკს დღეს უდიდესი როლი აქვს ნიუ-იორკის ყოველდღიურ ცხოვრებაში. თუმცა საინტერესოა, როდის და როგორ მიხვდა ქალაქი, რომ მას დიდი მასშტაბის, სერიოზული რეკრეაციული ზონა სჭირდებოდა. უილიამ ბრაიანი, პოეტი და ჟურნალისტი, ასევე ამერიკის ლანდშაფტის პირველი არქიტექტორი, ენდრიუ დონინგი, ჯერ კიდევ 1844 წელს გამოდიოდნენ ქალაქისთვის მასშტაბური მწვანე საფარის შექმნის ინიციატივით. გასათვალისწინებელია, რომ ამ წლებში ნიუ-იორკში მოსახლეობის რაოდენობამ საგრძნობლად იმატა, რამაც თვალსაჩინო გახადა ისეთი ურბანული ობიექტის არსებობის საჭიროება, რომელსაც შეეძლებოდა საზოგადოების ინტეგრირება. ცენტრალ პარკის როლი თავიდანვე განსაზღვრული იყო, როგორც დამღლელი ურბანული ცხოვრებისგან თავის დაღწევის საშუალება. შესაძლოა იმიტომ, რომ ნიუ-იორკელებმა დაარსების დღიდანვე კარგად გაითავისეს პარკის აუცილებლობა და გრანდიოზული მნიშვნელობა, ცენტრალ პარკის აშენების გადაწყვეტილება და თვითონ პროცესიც საკმაოდ მალე მოგვარდა. დღეს-დღეობით პარკი ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსით ფუნქციონირებს და იმართება სპეციალურად ორგანიზებული დამოუკიდებელი კომიტეტის მიერ. პარკის ბიუჯეტი წელიწადში 60 მილიონ დოლარს აღწევს. კომიტეტია პასუხისმგებელი პარკის კეთილმოწყობის, მისი დაცვისა და გადარჩენის საკითხზეც.

წყარო: Wikipedia.org
წყარო: Wikipedia.org

პარკის შექმნის ინიციატორები ფიქრობდნენ, რომ ამ პროექტით ნიუ-იორკში ცხოვრების დონის გაუმჯობესებას უწყობდნენ ხელს, თუმცა რთულად თუ წარმოიდგენდნენ როგორ ეფექტს მოახდენდა პარკი მის ახლოს მდებარე უძრავი ქონების ფასზე. ქალაქის დიდი პარკის მახლობლად მიწის ფასმა ძალიან აიწია. იგივე პრაქტიკა გაიმეორეს ნიუ-იორკელებმა ჰაი-ლაინის პროექტის დროსაც - ოღონდ სულ რამდენიმე წლის წინ. ურბანისტები და მოსახლეობა ფიქრობენ, რომ ჰაი-ლაინი გარკვეული ფენების თავშეყრის ადგილად ყალიბდება. მაშინ, როცა ცენტრალ პარკს ეს საერთოდ არ ახასიათებს. მეცხრამეტე საუკუნიდან, პარკი განურჩევლად ყველა ფენისა და სტატუსის მქონე ნიუ-იორკელს მასპინძლობს და წლების წინ დაკისრებულ ფუნქციას დღემდე წარმატებით ასრულებს.

წყარო: Wikipedia.org
წყარო: Wikipedia.org

ჩვენ გირჩევთ

ექსტერიერი

ეკო-მეგობრული ინსტალაციები, როგორც თანამედროვე ხელოვნების საინტერესო ფორმა

ბუნების დაცვისკენ მიმართული ხელოვნება მთელ რიგ შემოქმედებით პროცესს მოიცავს: ბუნებასთან ისტორიული მიდგომებით დაწყებული, პოლიტიკური და ეკოლოგიური ტიპის სამუშაოებით დამთავრებული.

1226
ნახე მეტი
ექსტერიერი

10 რჩევა: მოვაწყოთ აივანი და ვერანდა მარტივად!

აივნისა და ვერანდის მოსაწყობად არაა აუცილებელი პროფესიონალი დიზაინერი იყოთ, მხოლოდ მიყევით ამ 10 მარტივ რჩევას...

1870
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ბამბის რიგი 7

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575