2017 წლის ქვიშის ფესტივალები - გამორჩეული ღონისძიება სკულპტორთათვის
„ქვიშის ქალაქი“ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქვიშის ფესტივალია, რომელიც ქვიშისგან დამზადებულ სკულტპურების გამოფენას მასპინძლობს
„ქვიშის ქალაქი“ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქვიშის ფესტივალია, რომელიც ქვიშისგან დამზადებულ სკულპტურების გამოფენას მასპინძლობს. პერაში გამართულ ღონისძიებაზე მონაწილეობა ნებისმიერ ნიჭიერ სკულპტორს შეუძლია. ისინი 15 000 მეტრ კვადრატზე გაშლილ 45 ათას ტონა ქვიშას ფორმას აძლევენ. ექსკლუზიურად პორტუგალიაში მდებარე ეს ადგილი თავისი უნიკალური არქიტექტურული სილამაზითა და ხელოვნების ნიმუშებით გაგაოცებთ. ქალაქში ჯადოსნური ატმოსფერო დგას, რაც ამ ქალაქს ტურისტულ ატრაქციად აქცევს. აქ ასობით სკულპტურის დათვალიერების ნაცვლად, შემდეგ აქტივობებითაც შეგიძლიათ დაკავდეთ: დაესწროთ ქვიშის სკულპტურებზე გამართულ ლექციებს, მიიღოთ მონაწილეობა მათ აგებაში, უყუროთ ვიდეო-პრეზენტაციებს, ესტუმროთ მინი ბარებსა თუ გასართობ მაღაზიებს, სპას და ასე შემდეგ.

ფესტივალი სათავეს 2003 წლიდან იღებს და წლიურად ათასობით დამთვალიერებელს მასპინძლობს. ამ ყველაფერ კი ორგანიზებას „ProSandArt“ უწევს, რომელიც ქვიშის სკულპტურების ფესტივალს არა მარტო პორტუგალიაში, არამედ თურქეთში და არგენტინაში მართავს. 2017 წლის ქვიშის სკულპტურების საერთაშორისო ფესტივალი ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება. ყოველწლიურ ფესტივალს განსხვავებული თემა აქვს. ეს შეიძლება იყოს მითოლოგია, ცხოველთა სამყარო თუ ჰოლივუდური ფილმები და პერსონაჟები. 2017 წლის თემად ‘შვიდი ხელოვნებაა“ დასახელებული. წლევანდელი ფესტივალი 80-მდე ილუსტრირებულ სცენას აერთიანებს, რომელიც ეხება: თეატრს, ცეკვას, მუსიკას, ლიტერატურას, არქიტექტურას, მხატვრობას, კინოს, კომიქსებს, ფოტოგრაფიას, ტელევიზიას დიზაინს და გასტრონომიას. ქვიშის ოსტატებმა გააცოცხლეს ისეთი ხელოვანების ნამუშევრები, როგორებიც არიან: პიკასო, სალვადორ დალი, მწერალი ჟოზე სარამაგუ, რეჟისორი მანუელ ოლივეირა და სხვა.
ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქვიშის ფესტივალი პურიში, ინდოეთში ტარდება. ღონისძიების იდეა 1993 წელს დაიბადა, როდესაც ინდოელმა ქვიშის ხელოვანმა სუდარსან პატნაიკმა ცუნამისგან მოკლული ადამიანების საპატივცემულოდ ქვიშის სკულპტურები შექმნა. ამ ხელოვანის ძალისხმევით ჯერ ოქროს ქვიშის ხელოვნების ინსტიტუტი ჩამოყალიბდა, შემდეგ კი ეს ფესტივალი მოეწყო. აქედან მოყოლებული 5-დღიანი ღონისძიება მრავალ აქტივობას მოიცავს. ქვიშის სკულპტურების დათვალიერების გარდა, აქ შეგიძლიათ კულტურულ პროგრამებს გაეცნოთ, მიხვიდეთ მოდის ჩვენებებზე, გასინჯოთ ინდური კერძები და ასე შემდეგ.
ინდოეთი კიდევ ერთ ქვიშის ფესტივალს გოას სანაპიროებზე მასპინძლობს. 3-დღიანი ღონისძიება იწვევს დამწყებ ხელოვანებს, სტუდენტებს და პროფესიონალებს არაჩვეულებრივი ქვიშის სკულპტურების შესაქმნელად. ფესტივალი დეკემბერში ტარდება, ახალ წლამდე რამდენიმე კვირით ადრე. ღონისძიების ორგანიზატორი კი ცნობილი ბრიტანელი ქვიშის სკულპტორი საიმონ სმიტია.
ჩვენ გირჩევთ
მსოფლიო ბაღების კულტურა და ბაღი, როგორც ცხოვრების სტილის გამოხატულება
ბაღების გაშენება ძველის სამყაროდან იღებს სათავეს და ის თითქმის ყველა კულტურას ახასიათებს.
სხვადასხვა აქტუალური სტილი ექსტერიერის დიზაინში ბაღის მოსაწყობად
თუ ბაღის მოწყობა გაქვთ გადაწყვეტილი მაშინ, საკუთარ თავს შემდეგი კითხვები დაუსვით: ბაღის რა ნაწილისა და სივრცის გამოყოფა შეგიძლიათ სპეციალური დეკორირებისთვის? რა საქმიანობისთვის გჭირდებათ თავად ბაღი?
ჩატვირთვა
კონტაქტი
ოფისი:
ბამბის რიგი 7