მუსიკალური ფესტივალების თანამედროვე მონუმენტები
მას შემდეგ რაც მუსიკალრი ფესტივალები პირველად შემოიჭრა საზოგადოების ცხოვრებაში, მათთან დაკავშირებული კულტურა და ცხოვრების წესი დროთა განმავლობაში მნიშვნელოვნად შეიცვალა.
მას შემდეგ რაც მუსიკალრი ფესტივალები პირველად შემოიჭრა საზოგადოების ცხოვრებაში, მათთან დაკავშირებული კულტურა და ცხოვრების წესი დროთა განმავლობაში მნიშვნელოვნად შეიცვალა. კონტრკულტურული სიმბოლოების პოპულარულ გასართობ წარმოდგენებში ჩართულობის წყალობით, ბევრმა მუსიკალურმა ფესტივალმა შეძლო ვიზუალური ხელოვნების და არქიტექტურის გამოყენება. როგორც წესი, მსგავსი მონუმენტური არქიტექტურა, რომლებიც ვიზუალური სტიმულატორები არიან დროებითი სტრუქტურებისა და დანადგარების სახით გვევლინებიან. მაშინაც, კი როდესაც საქმე გვაქვს მცირე ბიუჯეტთან და დამზადებისთვის განკუთვნილ მოკლე დროსთან, დროებით სტრუქტურებს მაინც შეუძლიათ წარმოადგინონ ეფექტური და მიმზიდველი დიზაინი. დღეს ჩვენ რამდენიმე საინტერესო პროექტს განვიხილავთ, რომლებიც თავისი დიზაინით და არსით დაამახსოვრდა ფესტივალზე მყოფ ხალხს.

Crown Ether by Olalekan Jeyifous – 15 მეტრის სიმაღლის, ფერადი ხის სახლი ამშვენებდა კოაჩელას ფესტივალს 2017 წელს, რომელსაც საკმაოდ დამაინტრიგებელი სიმბოლური დატვირთვა ქონდა - პლინტუსი დასვენებისთვის და ჩრდილი, დამალვისთვის. როგორც დიზაინერი ამბობს, ქვემოთ მდებარე სივრცე ქმნის შენობის მიუწვდომელ წრეს, რადგან უხსვარი დროიდან მოყოლებული, მთხრობელები, წინასწარმეტყველები, მოწაფეები და უბრალო ხალხი იკრიბებოდა მსგავს ადგილებში, რათა დაესვენათ და გაეცვალათ ერთმანეთში ჯერ არ მოყოლილი ისტორიები.
Pulp Pavilion by Ball-Nogues - მონუმენტს ჰქონდა შესანიშნავი სტრუქტურა და მატერია. ხისმაგვარი სვეტები შეიქმნა ხელნაკეთი ჯუთის თოკისგან, რომელიც შემოხვეულია მოსახსნელი ლითონის ძელზე და ტროსის ტოტებზე. ისტალაციის ფერი მიღებულია გადამუშავებული ნარჩენებისგან გაკეთებული ქაღალდით.
Loud Shadows by Plastique Fantastique - ხმამაღალი ჩრდილები, ასე ჰქვია სამი კომპონენტისგან შემდგარ გასაბერ სტრუქტურას, რომელიც ხვადასხვა ხელოვანების მიერ არის შექმნილი და მოიცავს ცეკვის, მუსიკის და არქიტექტურის სივრცეს. „პლასტიკის ფანტასტიკის“ პნევმატური არქიტექტურა მონუმენტურია, მობულირი და გამჭვირვალე. როგორც შემქნელები ამბობენ „მისი ეფემერული კანი გავლენას ახდენს გარემოზე იმდენად, რამდენადაც მისი შინაგანი სივრცე გარეთ შენანიშნავ ხედს გვაძლევს. ეს არის საუკეთესო ადგილი, სადაც შერწყმულია ცეკვა, მუსიკა და გამოწვევა დროის აღქმის მიმართ.
ჩვენ გირჩევთ
ცენტრალ პარკი - ყველაზე მასშტაბური რეკრეაციული ზონა და მისი როლი ნიუ-იორკში
ცენტრალ პარკი ყველაზე პოპულარული ურბანული პარკია მსოფლიოში და ის ნიუ-იორკში, მანჰეტენის შუაგულში მდებარეობს.
ლანდშაფტური არქიტექტურა და მისი მნიშვნელობა გარემოში
ბუნებრივი კომპოზიციის მისაღებად ფორმა ხშირად გარემოსგან გამომდინარეობს... როგორ შემოვიყვანოთ ლანდშაფტური დიზაინი ყოველდღიურ საცხოვრებელ გარემოში?
ჩატვირთვა
კონტაქტი
ოფისი:
ბამბის რიგი 7