2017 წლის უახლესი ტრენდები ლანდშაფტის დიზაინში, ანუ როგორ მოვაწყოთ თანამედროვე ბაღი
არსებობს მთელი რიგი დისციპლინებისა და მთლიანად დარგი დიზაინისა, რომელიც ლანდშაფტის დაგეგმარებაში გვეხმარება.
სივრცის ფორმირება ყოველ წელს უფრო და უფრო მეტ მნიშვნელობასა და როლს ანიჭებს გამწვანებას გარემოში. მოდერნისტული რევოლუციიდან მოყოლებული ცხადი გახდა, რომ ბაღები და მწვანე ადგილები, როგორც საცხოვრებელი, ისე ქალაქური სივრცეებისთვის აუცილებელია. არსებობს მთელი რიგი დისციპლინებისა და მთლიანად დარგი დიზაინისა, რომელიც ლანდშაფტის დაგეგმარებაში გვეხმარება. ლანდშაფტის დიზაინის ტრენდებიც იგივე სიხშირით იცვლება, როგორც ინტერიერისა და მოცულობის. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო ხანებში მებაღეობა თავად იქცა ტრენდად და თუ თქვენ ეს საქმიანობა გაინტერესებთ, გახსოვდეთ, რომ ბაღის მოწყობა არც ისე მარტივია. დღეს შემოგთავაზებთ იმ რჩევებს, რომლებიც 2017 წლისთვის პოპულარული და ტრენდულია.
სივრცის ფორმირება ყოველ წელს უფრო და უფრო მეტ მნიშვნელობასა და როლს ანიჭებს გამწვანებას გარემოში. მოდერნისტული რევოლუციიდან მოყოლებული ცხადი გახდა, რომ ბაღები და მწვანე ადგილები, როგორც საცხოვრებელი, ისე ქალაქური სივრცეებისთვის აუცილებელია. არსებობს მთელი რიგი დისციპლინებისა და მთლიანად დარგი დიზაინისა, რომელიც ლანდშაფტის დაგეგმარებაში გვეხმარება. ლანდშაფტის დიზაინის ტრენდებიც იგივე სიხშირით იცვლება, როგორც ინტერიერისა და მოცულობის. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო ხანებში მებაღეობა თავად იქცა ტრენდად და თუ თქვენ ეს საქმიანობა გაინტერესებთ, გახსოვდეთ, რომ ბაღის მოწყობა არც ისე მარტივია. დღეს შემოგთავაზებთ იმ რჩევებს, რომლებიც 2017 წლისთვის პოპულარული და ტრენდულია.
ბაღის ინტერიერის დიზაინზე მინიმალისტური დომინირება, 2017 წლიდან მოდიდან გადადის. დიზაინერები ცდილობენ გააღვივონ ინტერესი ბუნებრივი მატერიების მიმართ. დიზაინერი ჯული ბლეიკსლი ამბობს, რომ მისი კლიენტები უფრო და უფრო მეტად ითხოვენ რეალურ და ავთენტურ მატერიებს. ახლისა და თანამედროვე სტილის ნაცვლად, მწერვალებს ძველმოდური, ხელით გაკეთებული ნივთები იპყრობს. მომხმარებელს აღარ სურს ულტრა-თანამედროვე, მინიმალისტური ბაღი. ამის ნაცვლად ინტერესი იზრდება ისეთ მატერიებზე, როგორებიცაა: ხე და ქვა.
ფერის ბლოკირება კონკრეტული ადგილის ან მცენარის განათებითა თუ შემოღობით განისაზღვრება. ეს ტენდენცია 2017 წლისთვის საკმაოდ მოდური და იაფიცაა. მაგალითად, კედელზე საღებავის ნაწილს შეუძლია „შემოღობოს“ რიგში დაწყობილი ყვავილოვანი ქოთნები. ეს, ასევე არაჩვეულებრივი ფონი იქნება ბაღის სავარძლისთვის. თუ კედელი არ გაქვთ, გული არ დაგწყდეთ! თქვენ შეგიძლიათ თხევადი საღებავებით შეღებოთ გარეთა ხალიჩებისა თუ ფარდები და ასე შექმნათ ფერის ბლოკირების ეფექტი. კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით, 2017 წლის ბაღის დიზაინი ფუნქციურ დატვირთვასაც ატარებს. მაგალითად, უცხო მცენარეებზე მეტად ტრენდული ენდემური მცენარეებია.
კლიმატის ცვლილება სხვადასხვანაირად მოქმედებს თითოეულ რეგიონზე. უფრო მეტი წვიმა, თოვლის გაზრდილი რაოდენობა, კატაკლიზმები - ბაღის დიზაინი ამ ფაქტორებს უნდა ითვალისწინებდეს. საჭიროა ბალანსის პოვნა ფუნქციურობასა და ადამიანების სურვილს შორის. ამ შემთხვევაში გირჩევთ, რომ აარჩიოთ ისეთი მცენარეები, რომლებსაც გარკვეულ კლიმატში თვითგადარჩენა შეუძლიათ. სამშენებლო მასალებიც გამძლე უნდა იყოს. ვინტაჟური ელემენტები კი ძველი მატერიების განახლების არაჩვეულებრივი ვარიანტია. ამით თქვენს ბაღს არა მარტო კლიმატისგან დამცველობით, არამედ ესთეტიკურ იერსაც შესძენთ.
რაც შეეხება გაზონს, 2017 წლისთვის, ხელოვნური ბალახი უფრო მეტად ხდება პოპულარული. მორწყვა, განაყოფიერება, განუწყვეტელი ბრძოლა მავნე მწერების წინააღმდეგ - ამ ფაქტორებმა გამოიწვია ბუნებრივი ბალახის გამოყენების შემცირება. ხელოვნური ტორფი ყველაზე მეტად ჰგავს რეალურს. ახლისა და ძველი სტილის მიქსი - არქიტექტურაში და ინტერიერში ახალი ტრენდია, რომელიც ასევე ბაღებსაც ეხება. არ აქვს მნიშვნელობა თუ თანამედროვე და ტრადიციულ სტილს შეუხამებთ, მთავარია ამ ორს როგორ დაუკავშირებთ ერთმანეთს. აქედან გამომდინარე, 2017 წელი სტერეოტიპებსაც ამსხვრევს - ბაღის ეზოში თამაში მხოლოდ ბავშვებისთვის არაა და თუ არის, მათთვისაც განსხვავებულია. შინაური ცხოველებისთვის გამოყოფილი ადგილი, სასაუზმე სივრცე, ბუხრები, ჰამაკები - ადამიანებს სწორედ ამგვარი მიდამო სჭირდებათ სათამაშოდ და დასასვენებლად. ხის ასაძრომი სტრუქტურები მოდიდან გადადის. ახლა მშობლებს სურთ, რომ თავიანთ შვილებს ეზოში ისეთი გარემო შეუქმნან, სადაც ამ უკანასკნელთ შემოქმედებითი თამაში შეეძლებათ.
ჩვენ გირჩევთ
თანამედროვე საქალაქო პარკების სწორი დაგეგმარების მნიშვნელობა
ჩვენს საზოგადოებას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა იმისთვის, რომ გაეცნობიერებინა მწვანე სივრცეების არსებობის მნიშვნელობა.
"ჰაი ლაინი" ლანდშაფტურ დიზაინში და გამწვანების როლი ურბანულ გარემოში
დღეს, ქალაქგეგმარებასთან ერთად, აუცილებელია განვითარდეს ურბანული ლანდშაფტის დიზაინი, რაც თავის თავში პარკებისა და სკვერების მოწყობას გულისხმობს.
ჩატვირთვა
კონტაქტი
ოფისი:
ბამბის რიგი 7