არქიტექტურა

5 საუკეთესო სტუდენტური არქიტექტურული პროექტი, რომელიც საზოგადოებამ გამოარჩია

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული არქიტექტურული საიტი, საუკეთესო სტუდენტური არქიტექტურული პროექტის გამოსავლენად, უკვე მესამე წელია გამოკითხვას ატარებს.

1191

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული არქიტექტურული საიტი http://www.archdaily.com საუკეთესო სტუდენტური არქიტექტურული პროექტის გამოსავლენად, უკვე მესამე წელია გამოკითხვას ატარებს. საიტის მომხარებელმა 2016 წლის 34 საუკეთესო სტუდენტური დიზაინის პროექტი აარჩია. ჩვენ რამდენიმე მათგანს წარმოგიდგენთ:

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული არქიტექტურული საიტი http://www.archdaily.com საუკეთესო სტუდენტური არქიტექტურული პროექტის გამოსავლენად, უკვე მესამე წელია გამოკითხვას ატარებს. საიტის მომხარებელმა 2016 წლის 34 საუკეთესო სტუდენტური დიზაინის პროექტი აარჩია. ჩვენ რამდენიმე მათგანს წარმოგიდგენთ:

წყარო: archdaily.com
წყარო: archdaily.com

ინსტალაცია #5 ურბანული „ავეჯია“ რომელიც თეირანში, მელატის პარკში მდებარეობს. პროექტი ერთი ჩვეულებრივი სემინარიდან დაიწყო. თანამედროვე არქიტექტურის ასოციაციის დირექტორი მაჰდი კამბუზია მონაწილეებს, სტრუქტურული კაბელის და მათი ფუნქციურ სივრცეში დანერგვის შესახებ ესაუბრებოდა. საბოლოოდ, პროექტისთვის შვიდი ირანელი სტუდენტი შეირჩა. ეს არის მოძრავი ფოლადის სექციები, რომლებიც ერთმანეთთან ასევე ფოლადის კაბელებით არის დაკავშირებული. ამ დელიკატურ, ჭიმვად, რთულ სტრუქტურას ბეტონისა და ფოლადის საფუძველი ამაგრებს.

წყარო: archdaily.com
წყარო: archdaily.com

სიაში რუსი სტუდენტების მიერ შექმნილი სარკის პავილიონიც მოხვდა. სამარას ტექნიკური უნივერსიტეტის ოთხმა სტუდენტმა მდინარის სანაპიროზე ხის სტრუქტურა ააშენა, რომელიც სპეციალურად ვოლგაფესტის 2017 წლის ფესტივალისთვის შეიქმნა. ეს შენობა მხოლოდ ერთი მხრიდან არის გახსნილი, მეორე დაბოლოება კი ვიწრო ყვითელ კარს მოიცავს. კონსტრუქციის ამრეკლავი ფორმა სიმბოლოა იმ საზღვრის, რომელიც ბუნებასა და შენობას ჰყოფს

წყარო: archdaily.com
წყარო: archdaily.com

„Noche en Blanco“ ( „ღამე თეთრში“) უმნიშვნელოვანესი დღესასწაულია ესპანეთში. მის აღსანისნავად „G+K Archstudio“-ს სტუდენტებმა გადაწყვიტეს ქალაქისთვის ეფემერული გამოქვაბული შეექმნათ. ეს უკანასკნელი ქსოვილების გამოყენებით ააშენეს. დღესასწაულის მთავარი თემა ოცნებაა - მდგომარეობა, როცა რეალობისა და ფანტაზიას შორის გამყოფი ხაზი ბუნდოვანია. ამ „რეალობაში“ ადამიანებს ნავიგაცია და საკუთარი გრძნობების გაგება თავისუფლად შეუძლიათ.

წყარო: archdaily.com
წყარო: archdaily.com

ეს შავი სწორხაზოვანი მოცულობა ზიონის მოედანზე, იერუსალიმის გულშია გადაჭიმული. სტრუქტურა მრავალფუნქციური ხეივანისთვის ექსპრომტად შეიქმნა. პროექტი სამმა სტუდენტმა შექმნა. ამ სტრუქტურაში ლექციების, კონცერტების, ვიდეო-ჩვენებების, თეატრალური წარმოდგენების ჩატარება თავისუფლად შეიძლება. ყველაზე განსაკუთრებული ამ პროექტში არის ის, რომ სტრუქტურა დღის განმავლობაში სრულიად გამჭვირვალეა, ღამით კი ავტომატურად ხილვადი ხდება.

წყარო: archdaily.com
წყარო: archdaily.com

ამერიკული ღია თეატრის პავილიონი სტუდენტების ჯგუფმა ელენა მასისა და ანჯელა კარპენტერის ხელმძღვანელობით მოაწყვეს. ეს არის სარკისებრი კონსტრუქცია, რომელიც განკუთვნილია ღია ცის ქვეშ თეატრალური წარმოდგენებისთვის. ეს უკანასკნელი კი თანამედროვე ტექნოლოგიით - სმარტფონებით იმართება. სტრუქტურა კონსტრუირებულია ღია ნარინჯისფერის ფოლადით, რომელიც ლაზერით მილებად არის დაჭრილი. პროექტი აერთიანებს მე-16 საუკუნის იაპონურ, ხეზე მუშაობის ტექნიკებს.

წყარო: archdaily.com
წყარო: archdaily.com

ჩვენ გირჩევთ

არქიტექტურა

იაპონელი არქიტექტორის არატა ისოძაკის კომპლექსური შემოქმედება და მისი გავლენა დასავლურ კულტურაზე

იაპონელი არქიტექტორი არატა ისოძაკი ის შემოქმედია, რომლის სტილი ირეკლავს როგორც იაპონურ ტრადიციებს, ასევე დასავლეთის პოსტმოდერნისტულ გავლენებს.

1340
ნახე მეტი
არქიტექტურა

დისნეილენდი - ზღაპრული ადგილი, როგორც ინჟინერიისა და არქიტექტურის არაჩვეულებრივი ტანდემი

დისნეილენდი უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტს ითვლის და ის ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო საბავშვო ატრაქციად ითვლება მთელ მსოფლიოში.

2411
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ბამბის რიგი 7

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575