ის, რაც ყველა ქალაქს სჭირდება - არქიტექტურული სინთეზი და მისი მნიშვნელობა
არქიტექტურა სამყოფი სივრცის ფორმირებაა. იდეალური ფორმის ძიება კი მთავარი ამოცანა, რომელიც მას აკისრია...
არქიტექტურა სამყოფი სივრცის ფორმირებაა. იდეალური ფორმის ძიება კი მთავარი ამოცანა, რომელიც მას აკისრია. ოპტიმისტები მიიჩნევენ, რომ ბევრი ჭეშმარიტი ფორმა არსებობს, აქედან ზოგი ვიპოვეთ, ზოგი კი ჯერაც არ გვიპოვია. ეს ვარაუდი ნამდვილად სწორია, რადგან ფორმას ადამიანის გონება აფასებს: ესთეტიურად, ფუნქციურად და ემოციურად. ყველა ეპოქის ადამიანს კი განსხვავებული განვითარების დონე ახასიათებს და ესეც ძალიან ბუნებრივია. აქედან გამომდინარე, არქიტექტურაში ტყუილის, არაბუნებრივობისა და სიყალბის ადგილი არ არის.

წყარო: Norman Foster - Carre d’Art, საფრანგეთი
მოცულობა რომ გარემოს გარეშე არ არსებობს, ამაზე ადრე ვისაუბრეთ, მითუმეტეს, ჩვენს დროში, ჩვენ ხომ უკვე უთვალავი წელი და ფორმა გამოვიარეთ რომ აქამდე მოვსულიყავით. ჩვენი გარემო შედეგია წარსულისა და აწმყოსი. ქალაქს, რომელსაც დიდი ისტორია აქვს მოსაყოლი, კუნძულოვანი მოცულობითი ფორმები, ანუ შენობები ვერასოდეს ექნება. ამიტომ, გვიწევს ძველისა და ახლის ერთად აღქმა. ტრადიციები და მომავალი, სიმდიდრე და სიღარიბე, მეფეები, კომუნისტები, დემოკრატები... ჩვენს ქუჩებში ყველა და ყველაფერი ერთად არსებობს. ორი ფორმის ან მთლიანი კომპოზიციების მშვიდობიან და სწორ თანაარსებობას არქიტექტორები სინთეზს უწოდებენ.
წყარო: Dehullu & Partners architecten – Town hall of Harelbeke, ფინეთი
მაინც რა შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ და საერთოდ რა არის სინთეზი? ყველა ადგილს თავისი ისტორია აქვს, საკუთარი ტრადიცია, რომელსაც იცავს, აურა, რომელიც დაჰყვება და აგებულება, რომელსაც ვერ შევცვლით. თუმცა, ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ მას არ უნდა შევეხოთ ან თავი შორს დავიჭიროთ მისგან. ადამიანებს არ შეუძლიათ ხელოვნურად აირჩიონ სამყოფი გარემო და ეს ძალიან კარგი თვისებაა. სწორედ იმისთვის, რომ არ დაზარალდეს ბუნებრივი ლანდშაფტი ან ისტორიული გარემო, არსებობს სინთეზი. ყველაზე ნათელი მაგალითი ჩვენი ქალაქია. თბილისი ლანდშაფტთან ერთად ვითარდება და არაფრით მის გარეშე, სწორედ გეოგრაფიული მდგომარეობაა ყველა თავისებურების განპირობებელი: ის რომ ქალაქი მტკვარს მიუყვება, აივნები კლდეებზეა შეფენილი, ყველა პატარა დეტალი რაც ძველ თბილისს გახსენებთ ლანდშაფტთან თანაარსებობას, ანუ მასთან სინთეზს განასახიერებს.

სუფთა არქიტექტურაში საქმე რთულადაა. როცა ისტორიულ გარემოში ახალი სხეული თავსდება, ეს რთულად აღსაქმელი პროცესია: როგორც ემოციურად, ისე ვიზუალურად. ყველა ადამიანისთვის ნაცნობი გრძნობაა ადგილის სიყვარული და ცვლილების შიში, ამიტომაა, რომ ხშირად სიმარტივის გამო, არქიტექტორები ცდილობენ ისტორიულ გარემოს შენობა გარეგნულად მოარგონ. შედეგად კი სიყალბეს ვიღებთ. თანამედროვე ადამიანს კარტუშები, ორდერები და გუმბათები აღარ სჭირდება. ფასადი ბევრად მარტივი და პირდაპირი გახდა. ჩვენ ვცდილობთ გარემო სრულყოფილი გავხადოთ, ამიტომ ყველა არქიტექტურული ტყუილი უკან გადადგმული ნაბიჯია ფორმის ძიების რთულ გზაზე. ჩვენი კვალის დატოვება აუცილებელიც კია შემგომი სივრცეების გასავითარებლად.

ჩვენ გირჩევთ
ვენეციის ბიენალე 2017 - არქიტექტურული ფესტივალის საინტერესო ინსტალაციები
ვენეციის არტ-ბიენალე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ძველი არტფესტივალია. ის სრულყოფილი მოდელია, რომელსაც სხვა ბიენალეები ეფუძნება
ყინულის დროებითი სასტუმროები, როგორც განსაკუთრებული არქიტექტურული ნამუშევრები
ყინულის სასტუმრო დროებითი სასტუმროა. ის, თოვლისა და ყინულის ბლოკების სკულპტურებისგანაა შექმნილი, ხოლო მისი არსებობა ყინვაზეა დამოკიდებული.
ჩატვირთვა
კონტაქტი
ოფისი:
ბამბის რიგი 7