5 ულამაზესი ყინვაგამძლე მცენარე, რომელიც ზამთარშიც ხარობს!
წარმოგიდგენთ 5 ულამაზეს მცენარეს, რომლებიც მკაცრ ზამთარსა და ყინვაშიც ხარობენ...
ულამაზესი მცენარეები, რომლებსაც წარმოგიდგენთ, საკმაოდ მკაცრ ზამთარშიც ხარობენ, თუმცა, ყინვების დროს მათ კონტეინერებში მოთავსებას და განსაკუთრებულად ცუდ ამინდებში სახლში შეტანას გვირჩევენ.
ყვავილებით გაფორმებულ ვერანდებზე ან ბაღებში, ზამთრის პერიოდში საკმაოდ მოწყენილობაა — როგორც წესი, ამ დროს მცენარეებს ძინავთ. თუმცა, შანსი იმისა, რომ თქვენი ვერანდა მუდმივად ყვაოდეს, მაინც გაქვთ: დედამიწის სხვადასხვა კუთხეში წვნიანი ღეროს მქონე დეკორატიული მცენარეები ხარობენ, რომლებიც განსაკუთრებულ ყინვებსაც კი უძლებენ. ასეთი მცენარეები გამორჩეულად ლამაზები სწორედ ცივ სეზონზე არიან და მარადმწვანე ხეებთან ერთად შთამბეჭდავ პეიზაჟებს ქმნიან.
წითელი იუკა (Hesperaloe parviflora)
ამ მცენარის სამშობლო ტეხასი და ჩრდილოეთ მექსიკაა. წითელი იუკას მარადმწვანე, წვნიანი ფოთლები დეკორატიულ ბალახს წააგავს და ულამაზეს ბორცვებად იზრდება. მისი მარჯნისფერი ყვავილები გაზაფხულის და ზაფხულის თვეებში იშლებიან ხოლმე. ზრდასრული მცენარის სიმაღლე 1,5 მეტრია. ფრინველებიდან ის განსაკუთრებულად ცივი სეზონის მახარობელ კოლიბრებს იზიდავს. იუკას ნაკლებად გავრცელებული ჯიშები მოკრემისფრო-მოყვითალო და მუქი წითელი ყვავილებითაც გვხვდება.
რა პირობებში ხარობს?
წითელ იუკას უნარი აქვს მზეზე გაიფურჩქნოს, არ აქვს მნიშვნელობა, მიწაშია ჩარგული თუ კონტეინერში — სწორედ ამიტომაც არის ბაღების და ვერანდების მფლობელების სასურველი მცენარე. იუკა, ზოგადად, მე-5 კლიმატურ ზომაში -29 გრადუსამდე ყინვას უძლებს (გააჩნია ჯიშს).
როგორ მოვრწყათ?
მცენარე გვალვაგამძლეა. კარგად მორწყეთ ზაფხულში ყოველ 3 კვირაში ერთხელ, გაზაფხულის და შემოდგომის სეზონებზე მხოლოდ თვეში ერთხელ, ხოლო ზამთარში ბუნებრივ წვიმას მიანდეთ. თუ თქვენი საცხოვრებელი ზღვის დონიდან 600 მეტრამდე უდაბნო ადგილას მდებარეობს, წითელი იუკას მორწყვა გაზაფხულიდან შემოდგომის ჩათვლით თვეში ორჯერ არის რეკომენდირებული.
როგორი შუქი უყვარს?
სასურველია განთავსდეს შუაგულ მზეზე, თუმცა, ჩრდილშიც ცოცხლობს.
რამხელა იზრდება?
წითელი იუკას ბუჩქის სიგანე დაახლოებით 90-იდან 120 სანტიმეტრამდეა, ყვავილობისას 1,5 მეტრსაც აღწევს.
რა გავითვალისწინოთ დარგვისას?
გამოიყენეთ მხოლოდ კარგად გამომშრალი მიწა და ისეთი ადგილი, რომელიც შუაგულ მზეშია. დასაშვებია მხოლოდ გაფილტრული ჩრდილი.
ქათამი და წიწილები (Sempervivum spp.)
ამ მცენარის სამშობლო ცენტრალური და სამხრეთ ევროპის მაღალმთიანი რეგიონებია, ხმელთაშუა ზღვის კუნძულებთან ერთად. ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს და ბევრ ადამიანს უყვარს დაკვირვება, როგორ წარმოქმნის მისი ძირითადი ნაწილი „ქათამი“ პატარა დანამატებს — „წიწილებს“. Sempervivum-ის 50 სახეობა და კიდევ უფრო მეტი გვარი და ჯიში არსებობს, ამიტომაც ფერების შეხამების და ზომის თვალსაზრისით, „ქათმის და წიწილების“ უამრავ კომბინაციებს ვხვდებით.
Sempervivum-ი, როგორც წესი, კლდოვან ბაღებში და ქვის კედლებთან ახლოს შეუმჩნევლად ხარობს, თუმცა, ამავდროულად, ის ძალიან პოპულარულ ქოთნის მცენარედაც ითვლება. ამიტომ, თუ თქვენი სახლი რეგიონში მდებარეობს, სადაც ძალიან ნალექიანი ზამთარი იცის, უმჯობესია შიდა სივრცეში შეიტანოთ ხოლმე, ზედმეტად რომ არ დასველდეს.
როგორც წვნიანი ღეროს მქონე მცენარეების უმრავლესობა, „ქათამი და წიწილებიც“ კარგად გამომშრალ მიწაში უნდა ჩაირგოს და მხოლოდ მაშინ მოირწყას, როცა მიწა უკიდურესად გამოშრება. გახსოვდეთ! მისი მოკვლის საშიშროება გადამატებული მორწყვით უფრო დიდია, ვიდრე უწყლობით.
რა პირობებში ხარობს?
„ქათამი და წიწილები“ 4-9 კლიმატურ ზონებში -34 ყინვასაც კი უძლებს.
როგორ მოვრწყათ?
დარგვის შემდეგ იშვიათად მორწყეთ, დააცადეთ, რომ მიწა ბოლომდე გამოშრეს ხოლმე.
როგორი შუქი უყვარს?
შუაგული მზე ან გაფილტრული ჩრდილი.
რამხელა იზრდება?
ფოთლებისგან შედგენილი თოთოეული ვარდის სიგანე 1-იდან 15 სანტიმეტრამდეა, გააჩნია სახეობას.

ტეხასური სოტოლი (ჩრდილოეთ ამერიკის უდაბნოს აგავის ოჯახის მცენარე — Dasylirion texanum)
ტეხასური სოტოლის სამშობლო ტეხასი და მექსიკის რეგიონი — ჩიხუახუაა. მას მეორე სახელს — „უდაბნოს კოვზსაც“ უწოდებენ ხოლმე. მუქი მწვანე, წვეტიანი ტექსტურის მქონე ფოთლების დამსახურებით, იდეალური ვარიანტია ზამთრის პერიოდში თქვენი ვერანდის ან ბაღის გასაცოცხლებლად და გასაფერადებლად. ზრდის პროცესში ტეხასური სოტოლის ფოთლები განზე იშლება და საბოლოოდ ნახევარსფეროს ფორმას იღებს, რითაც განსაკუთრებულად ალამაზებს გვალვიან ლანდშაფტებს. ზაფხულის პერიოდში თითოეული ფოთლის სიგრძე ხანდახან 3-იდან 4,5 მეტრამდეც კი აღწევს ხოლმე და მათი წვეროები თეთრი ყვავილებით იფარება. წითელი იუკას მსგავსად, სოტოლიც იზიდავს ცივი სეზონის მახარობელ ფრინველებს — კოლიბრებს.
ტეხასური სოტოლი კარგად გამომშრალ მიწაში, ისეთ ადგილებში ხარობს, სადაც მუდმივად ანათებს მზე. მოწყენილი ლანდშაფტების გასაცოცხლებლად კარგი ყინვაგამძლე ალტერნატივაა მისი მონათესავე, მორუხო-მოლურჯო ფერის ჩვეულებრივი სოტოლი (Dasylirion wheeleri), რომლის სამშობლოც ტეხასი, არიზონა, ახალი და ჩრდილოეთ მექსიკაა.
რა პირობებში ხარობს?
ტეხასური სოტოლი მე-5 კლიმატურ ზომაში -29 გრადუს ყინვას უძლებს.
როგორ მოვრწყათ?
მცენარე გვალვაგამძლეა. გაზაფხულიდან შემოდგომის ჩათვლით თვეში ერთხელ მორწყეთ, ხოლო თუ თქვენი საცხოვრებელი ზღვის დონიდან 600 მეტრამდე უდაბნო ადგილას მდებარეობს — თვეში ორჯერ. ზამთრის პერიოდში სოტოლის მორწყვა თვეში ერთხელ არის რეკომენდირებული.
როგორი შუქი უყვარს?
შუაგული მზე.
რამხელა იზრდება?
ტეხასური სოტოლის სიმაღლე და სიგანე 1,5 მეტრს აღწევს.
რა გავითვალისწინოთ დარგვისას?
გამოიყენეთ მხოლოდ კარგად გამომშრალი მიწა და ისეთი ადგილი, რომელიც შუაგულ მზეშია.
პარის აგავა (Agave parryi)
ამ მცენარის სამშობლო არიზონა, ახალი მექსიკა, ტეხასი და ჩრდილოეთ მექსიკაა. პარის აგავა რამდენიმე სახეობას მოიცავს, რომლებიც განსაკუთრებულად არტიშოკის მსგავსი, ვარდის ყვავილის ფორმის ფოთლების გამო უყვართ. ამ ჯიშებიდან ყველაზე სახელგანთქმული არტიშოკის აგავაა (Agave parryi var. truncata) — ის -12 გრადუს ყინვას უძლებს.
პარის აგავას ფოთლები მორუხო-მოლურჯო შეფერილობისაა და ნაწიბურებზე კონტრასტული — წაბლისფერი კბილები გასდევს. აგავას პატარა და საშუალო ზომის სახეობებიდან ერთ-ერთი — A. parryi var. couesii-ი -18 გრადუს ყინვას უძლებს. ზოგადად კი, ამ ჯიშებიდან ყველაზე ყინვაგამძლე neomexicana-ა, რომელიც -29 გრადუსზეც ცოცხლობს.
როგორც წესი, მცენარეს 3-3-ად რგავენ და შედარებით მცირე ზომის დეკორატიულ ბალახს, მაგალითად ცისფერ გრამას (Bouteloua gracilis) ურევენ ხოლმე. განსაკუთრებულად ლამაზად გამოიყურება, როდესაც მის გარშემო მიწა კენჭებითაა დაფარული. თუ ზამთარი იმაზე მკაცრია, ვიდრე მცენარეს არსებობა შეუძლია, აგავას დიდი ზომის კონტეინერებში გადარგავენ და სახლში შეაქვთ ხოლმე.
რა პირობებში ხარობს?
5-9 კლიმატურ ზონებში -12-იდან -29-მდე ყინვებს უძლებს, გააჩნია სახეობას.
როგორ მოვრწყათ?
მორწყეთ რაც შეიძლება იშვიათად: ზაფხულში მხოლოდ თვეში ერთხელ რწყავენ ხოლმე. თუ თქვენი საცხოვრებელი ზღვის დონიდან 600 მეტრამდე უდაბნო ადგილას მდებარეობს, მაშინ ზაფხულის სეზონზე აგავას მორწყვა თვეში ორჯერაა რეკომენდირებული.
როგორი შუქი უყვარს?
შუაგული მზე ან გაფილტრული ჩრდილი.
რამხელა იზრდება?
სიგრძე და სიგანე 1 მეტრამდე აღწევს, ზოგიერთი ჯიშისა კი — ნახევარ მეტრამდე.
რა გავითვალისწინოთ დარგვისას?
გამოიყენეთ მხოლოდ კარგად გამომშრალი მიწა და ისეთი ადგილი, რომელიც შუაგულ მზეში ან გაფილტრულ ჩრდილშია.
აგავა „დედოფალი ვიქტორია“ (Agave victoriae-reginae)
ამ მცენარის სამშობლო მექსიკის, ჩიხუახუას უდაბნოს რეგიონია. „დედოფალი ვიქტორია“ დეკორატიული თვალსაზრისით აგავას სახეობებიდან ყველაზე მაღალხარისხიანადაა მიჩნეული. 60 სანტიმეტრზე ნაკლები სიგრძე და სიგანე აქვს და მუქი მწვანე ფოთლებიც, აგავას სხვა ჯიშებთან შედარებით, უფრო მჭიდრო ყვავილს ქმნიან. ფოთლის ნაწიბურები კონტრასტული — თეთრი ფერის კონტურებითაა დამშვენებული. ამ სახეობისთვის შუაგულისკენ მიმართლი, წაწვეტებული ფოთლებია დამახასიათებელი.
როგორც წესი, „დედოფალ ვიქტორიას“ რიყის ქვებში რგავენ ხოლმე, კონცეპტუალური დიზაინერები კი უფრო დიდი რაოდენობით, ბაღში ზოლებად, ან ვერანდის შემომსაზღვრელ ტერიტორიაზე ათავსებენ. კომპაქტური ზომიდან გამომდინარე, იდეალურად თავსდება ქოთანსა და კონტეინერებში და მე-6 და უფრო დაბალი კლიმატური ზონების პირობებში, ზამთრის სეზონზე სახლში შეაქვთ ხოლმე.
რა პირობებში ხარობს?
7-9 კლიმატურ ზონებში -12 გრადუსს უძლებს.
როგორ მოვრწყათ?
გაზაფხულიდან შემოდგომის ჩათვლით თვეში ერთხელ, კარგად მორწყეთ. თუ წვიმები არ არის, „დედოფალ ვიქტორიას“ მორწყვა ზამთარშიც იმავე სიხშირით ხდება. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი საცხოვრებელი ზღვის დონიდან 600 მეტრამდე უდაბნო ადგილას მდებარეობს, მაშინ მცენარის მორწყვა ზაფხულის თვეებში ყოველ 2 კვირაში ერთხელ მოგიწევთ.
როგორი შუქი უყვარს?
ძალიან მნიშვნელოვანია, დარგოთ ან ქოთანი შუაგულ მზეზე დადგათ იმისათვის, რომ მცენარის ფოთლებმა მჭიდრო, ვარდის ფორმა შეინარჩუნონ.
რამხელა იზრდება?
„დედოფალი ვიქტორიას“ სიგრძე და სიგანე ნახევარ მეტრამდე აღწევს ხოლმე.

სტატია მომზადებულია houzz.com-ის მასალებზე დაყრდნობით.

ჩვენ გირჩევთ
ნაძვის ხე და სათამაშოები: რა უნდა გავითვალისწინოთ მათი შერჩევისას
პროფესიონალი დიზაინერების რამდენიმე უმნიშვნელოვანესი რჩევა ნაძვის ხისა და მისი სათამაშოების შერჩევის შესახებ
ბინის საახალწლო დეკორაცია ჩინური ჰოროსკოპის მიხედვით - როგორ შევხვდეთ მამლის წელს
ახალ წელი, ეს ის პერიოდია, როცა დიზაინერები ბევრ საინტერესო არჩევანს გვთავაზობენ. მათთვის კი, ვისთვისაც ასტროლოგია მნიშვნელოვანია, საახალწლო ციებ-ცხელება უფრო მრავალფეროვანია.
ჩატვირთვა
კონტაქტი
ოფისი:
ბამბის რიგი 7