დეკორაცია

როგორ დავამზადოთ ორიგინალური და ლამაზი საახალწლო დეკორი საკუთარი ხელით?

სახლის მოწყობა შობისთვის და ახალი წლისთვის სასიამოვნო და მხიარული ტრადიციაა. საახალწლო დეკორის არჩევანი კი საკმაოდ დიდია.

2153

სახლის მოწყობა შობისთვის და ახალი წლისთვის სასიამოვნო და მხიარული ტრადიციაა. საახალწლო დეკორის არჩევანი საკმაოდ დიდია. თუმცა, თავად თუ გიცდიათ ოდესმე მათი ხელით დამზადება? ეს მეტად სახალისო და საინტერესო პროცესია. საშობაო-საახალწლო დღესასწაულის ერთ-ერთ სიმბოლოდ გვირგვინიც შეიძლება ჩავთვალოთ. რისგან შეგვიძლია გავაკეთოთ ის და როგორ უნდა მოვრთოთ სწორად? ამაში ჩვენ დაგეხმარებით.

სახლის მოწყობა შობისთვის და ახალი წლისთვის სასიამოვნო და მხიარული ტრადიციაა. საახალწლო დეკორის არჩევანი საკმაოდ დიდია. თუმცა, თავად თუ გიცდიათ ოდესმე მათი ხელით დამზადება? ეს მეტად სახალისო და საინტერესო პროცესია. საშობაო-საახალწლო დღესასწაულის ერთ-ერთ სიმბოლოდ გვირგვინიც შეიძლება ჩავთვალოთ. რისგან შეგვიძლია გავაკეთოთ ის და როგორ უნდა მოვრთოთ სწორად? ამაში ჩვენ დაგეხმარებით.

წყარო: luxhome.ge
წყარო: luxhome.ge

საკუთარი საახალწლო გვირგვინის შესაქმნელად ფაქტობრივად ყველაფრის გამოყენება შეგიძლიათ, რაც სახლში გაქვთ: სხვადასხვა ბრჭყვიალა ნივთიდან დაწყებული საჭმლის პროდუქტებით დამთავრებული. მთავარია კონკრეტული დეტალები არ გადააჭარბოთ. აი, პირველი წესიც: თქვენს ნამუშევარში მხოლოდ ერთი რაღაც შეიძლება იყოს მთავარი, დანარჩენი კი - მეორეხარისხოვანია. ასეთი გვირგვინს ნებისმიერი სურათი, წერილი, საყვარელი ფოტო მოერგება. მაგალითად, თუ გვირგვინის გაკეთებას სხვადასხვა სურათისგან გადაწყვეტთ, აქცენტი მხოლოდ ერთზე გაამახვილეთ. ასევე მის ზომასაც მიაქციეთ ყურადღება, ის არ უნდა იყოს სხვა სურათებზე პატარა. გახსოვდეთ, რომ გვირგვინის შემადგენელი კომპონენტების ფერები და ფორმა ნეიტრალური უნდა იყოს. გვირგვინს ისეთი ფორმა მიეცით, რომ გვერდითა ნაწილები ბევრი კომპონენტით არ დატვირთო. მასიური ელემენტები განალაგეთ ან ზევით ან ქვევით. რისგან შეგვიძლია გვირგვინის დამზადება? ტკბილეულობა, ტანსაცმლის საკიდები, წინდები, ფურცლები, ხილი, ბოსტნეული, გასაბერი ბუშტები, ჰალსტუხები, საკრედიტო ბარათები, CD- დისკები და ასე შემდეგ. თავდაპირველად თქვენ უნდა შექმნათ წრის ფორმა. ამისთვის სქელი მავთულიც გამოგადგებათ. დიამეტრი თავადვე აარჩიეთ. სანამ მის დეკორირებას შეუდგებით, გვირგვინი ნაძვის ხის ტოტებით გააფორმეთ. შემდეგ კი ჩამოკიდეთ ის, რაც გსურთ.

წყარო: 7dach.ru
წყარო: 7dach.ru

გირჩები ხშირად გამოიყენება ზამთრის დეკორის შესაქმნელად. ამის მაგალითი უამრავია: გირჩის ნაძვის ხე, საახალწლო გვირგვინი გირჩისგან, სხვადასხვა ნაძვის ხის სათამაშოები და ასე შემდეგ. გიცდიათ ოდესმე მისგან გირლანდა გაგეკეთებინათ? ამისთვის დაგჭირდებათ: თოკი, გირჩები, მძივები, თეთრი ფერის სპრეი-საღებავი, თექის მატერია, მაკრატელი, წებო. გირჩი ნაწილებად დაამტვრიეთ. 

წყარო: glamly.ru
წყარო: glamly.ru

თექის ნაჭრისგან საშუალო ზომის წრეები გამოჭერით. მის კიდეებზე გირჩის ნამტვრევები დაამაგრეთ. ნელ-ნელა ცენტრს მიუახლოვდით. შეამჩნევთ, რომ პატარა ყვავილს იღებთ. გირჩისგან გაკეთებული ყვავილების ნაწილს ცენტრში მძივები დაუმაგრეთ. დანარჩენი კი სპრეის საშუალებით თეთრად შეღებეთ. გირჩის ყვავილები უკანა მხრიდან თოკს მიაწებეთ. მარტივი საშუალებით საინტერესო გირლანდა გამოდის, რომელიც დანარჩენებისგან თავისი ორიგინალური შემადგენელი კომპონენტებისგან განსხვავდება - ის ხომ ბუნებრივი გირჩისგან არის გაკეთებული.

წყარო: glamly.ru
წყარო: glamly.ru

დარწმუნებული ვარ, საახალწლო დეკორაციების დამზადება განსაკუთრებულად სახალისო იქნება მათთვის, ვისაც ჩხირკედელაობა უყვართ. ამ საქმეში შეგიძლიათ ბავშვებიც ჩართოთ და ოჯახური ნამუშევრებით მორთოთ საკუთარი სახლი. ასე ყველასგან განსხვავებული და ორიგინალური დეკორაცია გექნებათ, რომელთანაც უამრავი მოგონება იქნება დაკავშირებული.

ჩვენ გირჩევთ

დეკორაცია

რომელი აქსესუარებია მოდური 2018 წლის სახლის ინტერიერის დიზაინში?

ინტერიერის დიზაინში დეკორაციების შერჩევისას სასურველია თუ მოდურ ტრენდებს გავითვალისწინებთ. ეს განსაკუთრებით იმ ადამიანებს ეხებათ, რომლებსაც საკუთარი საცხოვრებლის ხშირი ცვლილება სიამოვნებთ.

1396
ნახე მეტი
დეკორაცია

როგორ განვაახლოთ ლარნაკები მარტივად, საკუთარი ხელით?

გთავაზობთ მარტივ და ორიგინალურ გზას იმისთვის, რომ თქვენი ლარნაკები განაახლოთ და დრო სასიამოვნოთ გაატაროთ შემოქმედებით პროცესში

1567
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ბამბის რიგი 7

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575