ცხოვრების სტილი

ახალ წელთან დაკავშირებული საინტერესო ტრადიციები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან

შობა-ახალი წელი ყველასთვის განსაკუთრებული დღესასწაულია და მას გარკვეული თავისებურებებით აღნიშნავენ.

1796

შობა-ახალი წელი ყველასთვის განსაკუთრებული დღესასწაულია და მას გარკვეული თავისებურებებით აღნიშნავენ. გამონაკლისს არც ჩვენი ქვეყანის მხარეები წარმოადგენენ. თითოეული მათგანი გამოირჩევა, განსაკუთრებული და საინტერესო ტრადიციებით, რომელიც ამ დღესასწაულებს უკავშირდება. საახალწლო საწესჩვეულებო ცერემონიალი საქართველოში მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა, თუმცა, ცალკეულ კუთხეებში წესები მაინც განსხვავებული იყო. დღეს შევეცდებით, რამდენიმე მათგანზე მოგაწოდოთ ინფორმაცა.

შობა-ახალი წელი ყველასთვის განსაკუთრებული დღესასწაულია და მას გარკვეული თავისებურებებით აღნიშნავენ. გამონაკლისს არც ჩვენი ქვეყანის მხარეები წარმოადგენენ. თითოეული მათგანი გამოირჩევა, განსაკუთრებული და საინტერესო ტრადიციებით, რომელიც ამ დღესასწაულებს უკავშირდება. საახალწლო საწესჩვეულებო ცერემონიალი საქართველოში მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა, თუმცა, ცალკეულ კუთხეებში წესები მაინც განსხვავებული იყო. დღეს შევეცდებით, რამდენიმე მათგანზე მოგაწოდოთ ინფორმაცა.

წყარო: netgazeti.ge
წყარო: netgazeti.ge

აღმოსავლეთ საქართველოში ახალი წლის წინა დღით ოჯახში აუცილებლად მოიტანდნენ წყაროს უმძრახ წყალს და ეზოში მოასხამდნენ. მეკვლე ოჯახის უფროსი ან მოწვეული სტუმარი იყო, რომელიც ახალი წლის დადგომის შემდეგ ოჯახში სანოვაგით შედიოდა, რაც თავის მხრივ ტრადიციულ ქართულ ტკბილეულსა და საკვებს მოიცავდა. გადააბიჯებდა თუ არა მეკვლე ზღურბლს, მიმოაბნევდა ხორბლის, სიმინდის ან ქერის მარცვალს, რათა ახალი წელი ხვავიანი და ბარაქიანი ყოფილიყო. ქართლსა და კახეთში ახალი წლისთვის ჩამიჩიან პურებს აცხობდნენ, ისე რომ ოჯახის ყოველს წევრს თითო პური შეხვედროდა. ახალი წლის ღამეს ყველა თავის ჩამიჩიან პურს ტეხავდა ხოლმე. ჩურჩხელებს, ჩირს, მოქარშულ დედას და ღორის თავს, ჩამიჩიან პურებთან ერთად ხახალაზე აწყობდნენ და თან არაყსა და ღვინოსაც უდგამდნენ ხოლმე. გამთენიისას ოჯახის უფროსი გარეთ გადიოდა და სახლს სამჯერ შემოუვლიდა. შინ შემობრუნებისას კი ოჯახის წევრებს ახალ წელს ულოცავდა და საგანგებოდ მომზადებული პურიანი ჯამიდან ყველას თითო ლუკმას უნაწილებდა.

წყარო: litterator.wordpress.com
წყარო: litterator.wordpress.com

საინტერესო წეს-ჩვეულებები იყო დასავლეთ საქართველოშიც. მაგალითად, იმერეთში მეკვლის მოსვლამდე ოჯახის უფროსს ევალებოდა, ხორაგით სავსე ხონჩით სამჯერ წაღმა შემოევლო სახლისთვის და უფლისთვის გამრავლება, ჯანმრთელობა, ხვავი და ბარაქა ეთხოვა. ხონჩაზე ღორის თავი, მწვადი, მოხარშული დედალი, ხაჭაპური, ლობიანი, ღერღილის პური და ტკბილი კვერები ელაგა. სახლისთვის სამჯერ შემოვლის შემდეგ ოჯახის უფროსი კერიაში შედიოდა ოჯახის ყველაზე ხნიერ წევრთან ერთად, რომელიც მოგიზგიზე კუნძს რამდენჯერმე დაჰკრავდა ჯოხს და აშლილ ნაპერწკლებს ლოცვას მოაყოლებდა.

წყარო: newposts.ge
წყარო: newposts.ge

გურია-სამეგრელოში კი, ახალი წლის პირველ დღეს „კალანდა“ ეწოდება და მას თოფების სროლით ეგებებოდნენ. სამეგრელოში ახალ წელს დილაადრიან ოჯახის უხუცესი მამაკაცი ხელში მორთული ჩიჩილაკით და ღომის მარცვლიანი ჯამით, რომელზეც კვერცხი იდო, სახლიდან გარეთ გადიოდა. გარკვეული რიტუალის შესრულების შემდეგ სახლში ბრუნდებოდა, ჩიჩილაკს კუთხეში მიაყუდებდა, იქვე მიუდგამდა ჯამს და თვითონ საახალწლო ტაბლას მიუჯდებოდა. საუზმის დაწყებამდე მეკვლეს, ოჯახის ყველა წევრი ტკბილეულით უნდა „დააბერებინა.“ საუზმის შემდეგ კი იწყებოდა თუთის წკნელებით საახალწლო მილოცვები.

წყარო: arqivi.net
წყარო: arqivi.net

რაც შეეხება გურიას, ახალ წელიწადს მამლის ყივილზე მთელი ოჯახი ფეხზე დგებოდა. მამაკაცები ღორის თავს, ბასილას, საახალწლო გობს სანოვაგით დატვირთულს, მორთულ ჩიჩილაკს და ცარიელ ჩაფს იღებენ და მარნისკენ გაეშურებოდნენ ხოლმე. რათა, ოჯახის უფროს ცარიელი ჩაფი ღვინით გაევსო და ბასილასათვის ოჯახის ბედნიერება ეთხოვა. შემდეგ მეკვლე გობიდან კაკალს იღებს და წმ.ბასილას ეხვეწება, რომ ამ კაკალივით მისი ოჯახი ყოველივე სიკეთით აავსოს. ახალი წლის ღამეს, გურიაში მეალილოეები დადიოდნენ და მღეროდნენ, აგროვებდნენ ტკბილეულს, ფულსა და ხილს.

წყარო: radiotavisupleba.ge
წყარო: radiotavisupleba.ge

საინტერესოდ ხვდებოდნენ ახალ წელს სვანებიც. აქ განსაკუთრებით ერიდებოდნენ ახალი წლის წინა დღეებში სტუმრად სიარულს, კლავდნენ საახალწლოდ გასუქებულ ღორს, რომელსაც მეისარაი ერქვა, აცხობდნენ პურებს ჯვრების გამოსახულებით და ტკბილ კვერებს. ოჯახის უფროსს აქაც თავისი საქმე ჰქონდა: ალიონზე უნდა ამდგარიყო, საქონლისთვის მიეხედა, მერე კი სანთლებით ხელში შესულიყო შინ და ოჯახი დაელოცა. სვანები, ღამით სხვადასხვა სანოვაგეს გიდელში ალაგებენ და სახლის გასავალ კარებზე ჩამოკიდებენ, რომ მეკვლეს მზად დახვდროდა. როგორი ამინდიც არ უნდა ყოფილიყო, მეფეხეს ღამე გარეთ უნდა გაეთია, რათა ოჯახში განწმენდილი შესულიყო და კარგი ფეხი შეეტანა. მეკვლე სახლში შესვლისას კერას სამჯერ შემოუვლიდა, დიდ ჯვარიან პურზე დააწყობდა ტკბილეულს და ვერცხლის ფულებს. შემდეგ კი ყველას დღესასწაულს ულოცავდა.

წყარო: storify.com
წყარო: storify.com

სვანები, ღამით სხვადასხვა სანოვაგეს გიდელში ალაგებენ და სახლის გასავალ კარებზე ჩამოკიდებენ, რომ მეკვლეს მზად დახვდროდა. როგორი ამინდიც არ უნდა ყოფილიყო, მეფეხეს ღამე გარეთ უნდა გაეთია, რათა ოჯახში განწმენდილი შესულიყო და კარგი ფეხი შეეტანა. მეკვლე სახლში შესვლისას კერას სამჯერ შემოუვლიდა, დიდ ჯვარიან პურზე დააწყობდა ტკბილეულს და ვერცხლის ფულებს. შემდეგ კი ყველას დღესასწაულს ულოცავდა.

წყარო: mes.gov.ge
წყარო: mes.gov.ge

ჩვენ გირჩევთ

ცხოვრების სტილი

ხელსაქმე, როგორც რელაქსაციის საუკეთესო საშუალება და მისი დადებითი მხარეები

თუ თქვენ ყოველდღიურობისგან გადაღლილი ბრძანდებით, მაშინ დროა დაკავდეთ ისეთი ხელობით, რომელიც მოგანიჭებთ ბედნიერებას და დადებითად აისახება თქვენზე.

2074
ნახე მეტი
ცხოვრების სტილი

ფოტოგრაფია, როგორც თვითგამოხატვის საშუალება და განსაკუთრებული ჰობი

ფოტოგრაფია ის პოპულარული ჰობია, რომლითაც ძალიან ბევრი ადამიანია გატაცებული. ეს არც არის გასაკვირი, რადგან ის გვანიჭებს ყოველი განსაკუთრებული წამის დაფიქსირების საშუალებას.

3560
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ბამბის რიგი 7

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575