ნარჩენებთან დაკავშირებული ეკოლოგიური საფრთხეები და მისი სწორად გადამუშავების აუცილებლობა
ადამიანების ჭარბი რაოდენობის ზრდასთან ერთად, იზრდება ნაგვის რაოდენობაც, რაც დაკავშირებულია გარემოს დაბინძურებასთან და ამ დაბინძურებით გამოწვეულ ეკოლოგიურ საფრთხეებთან.
ოდესმე დაფიქრებულხართ იმაზე, თუ რა მოსდის ნაგავს იმ წუთიდან, რა წუთიდანაც თქვენ მას სანაგვე ურნაში აგდებთ? სანამ ამ კითხვას პასუხი გაეცემა, მანამდე ნაგვის უარყოფითი მხარეები განვიხილოთ. ადამიანების ჭარბი რაოდენობის ზრდასთან ერთად, იზრდება ნაგვის რაოდენობაც, რაც პირდაპირპროპორციულადაა დაკავშირებული გარემოს დაბინძურებასთან და ამ დაბინძურებით გამოწვეულ ეკოლოგიურ საფრთხეებთან. პირველ რიგში, მისი „წყალობით“ ვრცელდება სხვადასხვა დაავადებები. ნაგავი შეიცავს უამრავ მიკროორგანიზმს. ეს არის ბაქტერიების, ვირუსების, მწერების და სხვა სერიოზული დაავადებების მატარებელი ორგანიზმების „ნავსაყუდელი“. მყარი ნარჩენები შეიცავს ყველანაირი სახის მომწამვლელ ნივთიერებას. თუ მას სწორად არ გავუმკლავდებით, ის გავრცელდება მიწაში, ჰაერსა და წყალში. შესაბამისად, ეს ყველაფერი არა მარტო ჩვენ გვაყენებს ზიანს, არამედ სხვა ცოცხალ ორგანიზმებსაც. ნაგვის დიდი რაოდენობა დედამიწის ზედაპირზე არსებული მცენარეულობის ნაწილს ანადგურებს. ეს, რა თქმა უნდა, ზეგავლენას ახდენს გარემოს სილამაზესა და მის ეკოლოგიურ ბალანსზე. იცოდით, რომ ნაგავს შეუძლია ნიადაგის სტრუქტურა და შემადგენლობა შეცვალოს? ის ნიადაგის სტრუქტურას და ფიზიკურ-ქიმიურ თვისებებს არღვევს და ამცირებს მის ნაყოფიერებას. სახიფათო ნარჩენები ასევე მოქმედებს კვებით ჯაჭვზეც.

რა გზას გადის ნაგავი, როდესაც მას სანაგვე ურნაში ვაგდებთ? არსებობს სხვადასხვა საშუალება ნარჩენების მოსაშორებლად: დაწვა, ჩამარხვა, მისი ერთ ტერიტორიაზე მოგროვება, გადამუშავება. ნაგვის დაწვა პოპულარული ხერხია, თუმცა - არაჯანსაღი. წვისას წარმოიქმნება კვამლი და გამონაბოლქვი, რომელიც ქარის საშუალებით დიდ ტერიტორიაზე ვრცელდება. საქართველოში ნაგვის მოშორების გავრცელებული პრაქტიკა მისი ერთ ტერიტორიაზე მოგროვება და ჩამარხვაა. ყველაზე დიდი ნაგავსაყრელი, რომლის შესახებ ალბათ ყველამ იცის, ლილოში მდებარეობს. აქ ყოველდღიურად 1000-1300 ტონა ნაგავი გროვდება, რომელიც სპეციალურად გამზადებულ ორმოში იყრება. სამწუხაროდ, ნაგვის დახარისხება ჩვენთან არ ხდებ
რა არის გამოსავალი? დახარისხება და გადამუშავება - პროცესი, რომელიც ახარისხებს ნაგვის ნარჩენებს და გარდაქმნის ახალ მატერიებად. ეს ალტერნატიული გზა დაგვეხმარება შევამციროთ ჰაერისა და წყლის დაბინძურება, ახალი პროდუქტი, ნედლეული, გაზი - აი რა დადებითი თვისებები მოჰყვება ამ პროცესს. შვედეთმა ეს ყველაფერი მოახერხა. 1975 წელს მათი ნარჩენების მხოლოდ 38 პროცენტი იყო გადამუშავებული, 2015 წლისთვის კი ეს რიცხვი 99 პროცენტამდე გაიზარდა. ეს ნამდვილი რევოლუციაა. შვედეთში გადამამუშავებელი სადგურები მდებარეობს იქ, სადაც 300 მეტრის რადიუსში ვერანაირ საცხოვრებელს ვერ ნახავთ. შვედები საკუთარ ნაგვის ნარჩენებს აცალკევებენ და იმ სპეციალურ კონტეინერებში აგდებენ, რომლებიც მათ სახლებთან დგას. ნაგვის ასეთი სახით დახარისხება კი, მისი გადამუშავების პროცესს უფრო მარტივს ხდის.
მიუხედავად იმისა, რომ შვედეთში, 2012 წელს 2 270 000 ტონა ნაგავი დაწვეს და ეს ყველაფერი ენერგიად გარდაქმნეს, ვეინ ვიქვისტი (ნარჩენების და გადამუშავების ასოციაციის დამაარსებელი) ამას არასაკმარისად თვლის. ის ამბობს, რომ საგნების განახლება გულისხმობს ნაკლები ენერგიის გამოყოფას და არა დაწვას. როგორც უკვე აღვნიშნეთ შვედები ნარჩენებს ახარისხებენ, ისინი გამოყოფენ შემდეგ ნივთებს: გაზეთები, პლასტმასი, მეტალი, მინა, ნათურები, ელემენტები და ზოგჯერ საჭმელი. ეს ყველაფერი კი გადამუშავდება. მაგალითად, გაზეთების გადამუშავებისგან, ისინი იღებენ ქაღალდების მასას. ბოთლებს ადნობენ და შემდეგ ახალ ნივთებს ამზადებენ. პლასტმასის კონტეინერები ნედლეულად გარდაიქმნება, საჭმელი კი არაჩვეულებრიოვი საშუალებაა მიწის განაყოფიერებისთვის.
თუ ყველანი ვაცნობიერებთ იმას, რომ ჩვენ საცხოვრებელ გარემოზე თავადვე უნდა ვიზრუნოთ, რომ უნდა მოვუფრთხილდეთ მას ჩვენთვის და ჩვენი მომავალი თაობებისთვის მაშინ, დროა კარგად დავფიქრდეთ იმაზე, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ნარჩენების დახარისხებასა და გადამუშავებას დღევანდელ სამყაროში. ჩვენ აუცილებლად უნდა დავიცვათ ჩვენი გარემო ისეთი საფრთხისგან, როგორიც ნაგავია.
ჩვენ გირჩევთ
მეხსიერების გაუმჯობესების აუცილებლობა და 5 გზა, რომელიც ამაში დაგეხმარებათ
კარგი მეხსიერების ქონდა დამოკიდებულია თქვენს ჯანმრთელობასა და ტვინის სიცოცხლისუნარიანობაზე.
ტრადიციული და განსაკუთრებული საზაფხულო ფესტივალები მსოფლიოს გარშემო
ფესტივალები ცოცხალი მუზეუმებია, რომლებიც კარგად გადმოგვცემენ სხვადასხვა ქვეყნის კულტურასა და ტრადიციებს.
ჩატვირთვა
კონტაქტი
ოფისი:
ბამბის რიგი 7