ბაღის ავეჯის შერჩევისას გასათვალისწინებელი აუცილებელი რჩევები
თუ თქვენ საკუთარი სახლის მფლობელი ხართ, რომელსაც ლამაზი ეზო ამშვენებს, ადრე თუ გვიან აუცილებლად წააწყდებით გარე ავეჯის შერჩევის პრობლემას
თუ თქვენ საკუთარი სახლის მფლობელი ხართ, რომელსაც ლამაზი ეზო ამშვენებს, ადრე თუ გვიან აუცილებლად წააწყდებით გარე ავეჯის შერჩევის პრობლემას. ამ პრობლემის გადასაჭრელად კი მომზადებაა საჭირო, რადგან ბაზარზე ბაღის ავეჯის საკმაოდ ფართო არჩევანია. გარდა იმისა, რომ ბაღის, ან ვერანდის ავეჯი უნდა შეირჩეს მიმზიდველობის, კომფორტის თქვენეული შეხედულების მიხედვით, ასევე აუცილებელია ისეთი ნიუანსების გათვალისწინება, როგორებიცაა: გამძლეობა ტენიანობასა, ტემპერატურის ცვლილებების, მზისა და წვიმის მიმართ, ასევე საიმედოობა. ცხოველები ჩვენს სახლში და მათი დადებითი ზეგავლენა ადამიანზე
თუ თქვენ საკუთარი სახლის მფლობელი ხართ, რომელსაც ლამაზი ეზო ამშვენებს, ადრე თუ გვიან აუცილებლად წააწყდებით გარე ავეჯის შერჩევის პრობლემას. ამ პრობლემის გადასაჭრელად კი მომზადებაა საჭირო, რადგან ბაზარზე ბაღის ავეჯის საკმაოდ ფართო არჩევანია. გარდა იმისა, რომ ბაღის, ან ვერანდის ავეჯი უნდა შეირჩეს მიმზიდველობის, კომფორტის თქვენეული შეხედულების მიხედვით, ასევე აუცილებელია ისეთი ნიუანსების გათვალისწინება, როგორებიცაა: გამძლეობა ტენიანობასა, ტემპერატურის ცვლილებების, მზისა და წვიმის მიმართ, ასევე საიმედოობა. ცხოველები ჩვენს სახლში და მათი დადებითი ზეგავლენა ადამიანზე
გარე ავეჯის არჩევისას აუცილებელია გავითვალისწინოთ, თუ როგორ გამოიყურება ის ადგილ, სადაც მის დადგმას ვაპირებთ. უნდა გაითვალისწინოთ, როგორც სახლის სტილი, ასევე ექსტერიერის დიზაინი. მაგალითად ქანთრის სტილის სახლს, ხისგან დამზადებული ავეჯი ძალიან უხდება, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს რომ ხე ძვირადღირებული მასალაა. მისი შეცვლა კი პლასტმასის იმიტაციით შეგიძლიათ. თუ თქვენი სახლი ქვით არის დაფარული, მაშინ ბაღში ან ვერანდაში ნატურალური, ან ხელოვნური ქვისგან დამზადებული ავეჯი საუკეთესო ვარიანტია. რა თქმა უნდა, ხელოვნური ქვის ავეჯის გამძლეობა, ნატურალურთან შედარებით მცირეა, თუმცა ფასიც საკმაოდ დაბალი და მისაღებია.
უნდა ითქვას, რომ ავეჯის არჩევისას არ არსებობს რაიმე მკაცრი კანონები. თქვენი ფანტაზია და ფინანსური ბიუჯეტი დაგეხმარება მის შერჩევაში რა თქმა უნდა, ამ ყველაფერთან ერთად აუცილებელია საჭიროებების განსაზღვრაც. მაგალითად, უფრო ხშირად რისთვის იყენებთ ბაღს? დასვენებისთვის, განტვირთვისთვის, უამრავი სტუმრის მისაღებად, თუ გასართობად? რა თმა უნდა საინტერესო და უმნიშვნელოვანესია იმის გაგებაც, თუ რა დადებითი და უარყოფითი თვისებები აქვს იმ მატერიებს, რომლისგანაც ძირითადად ბაღის ავეჯი მზადდება. ასე უფრო მარტივი იქნება გადაწყვეტილების მიღება მათი არჩევის დროს. ამიტომ თითოეულ მათგანს დეტალურად განვიხილავთ.
ხის ავეჯი - რა თქმა უნდა, არაფერის სჯობს ეკოლოგიურად სუფთა, საიმედო ავეჯს, რომელიც ტემპერატურის ცვლილებების მიმართაც გამძლეა. თუმცა, გარე ავეჯის არჩევისას აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, თუ რომელი ხისგან არის დამზადებული ის. ასევე რა დამცავი ფენა აქვს გადასმული. ხის ყველა ავეჯი სპეციალური ანტისეპტიკებით მუშავდება, რომ ლპობას გადაურჩეს. ხე იფარება ლაკით და სხვადასხვა საღებავებით და რა თქმა უნდა, ზოგიერთ მათგანს რამდენიმე წელიწადში კვლავ ესაჭიროება დამუშავებას.
ყველაზე მტკიცე ხის ჯიშები, საიდანაც ბაღის ავეჯი მზადდება წიწვოვანი და ტექის ხეებია (ტექტონა). მაგრამ ისინიც კი რეგულარულ დამუშავებას მოითხოვს. ხისგან დამზადებული ავეჯი შეიძლება კომბინირებული იყოს პლასტმასის, რკინის ან დაწნულ ელემენტებთან. როგორც წესი ასეთი კომბინაცია მხოლოდ სასარგებლოა. ფასის თვალსაზრისით, ხის ავეჯი არ არის იაფი. რაც შეეხება ავეჯის გამძლეობას მზის სხივების მიმართ უნდა ითქვას, რომ ლაკით და საღებავებით დამუშავებული ავეჯი ამ მხრივ საკმარისად. დამუშავების მიუხედავად ხის ავეჯი, ადრე თუ გვიან აუცილებლად დაზიანდება წვიმისგან. დროთა განმავლობაში მას ნახეთქები გაუჩნდება, თუმცა დამუშავების შემდეგ ის კვლავ მიმზიდველი იქნება. ხის ავეჯის გარეცხვისას აუცილებელია სიფრთხილე. წყლისა და საპნის სუსტი ნაზავით შეიძლება მისი გაწმენდა. ასევე იყიდება სპეციალური საშუალებები ხის ზედაპირების გაწმენდისათვის. გარდა ამისა, რეკომენდებულია მათი გაწმენდა ხის სპეციალური ზეთით, წელიწადში ორჯერ მაინც.
ლითონის ავეჯი - მრავალფეროვანი სტილისტიკის წყალობით ის უხდება ნებისმიერ დასასვენებელ ადგილს, სახლისა თუ ბაღის დიზაინს. ლითონის ავეჯი არ ექვემდებარება დეფორმაციას, გრძელვადიანი და სტაბილურია. მისი შეძენისას უნდა იცოდეთ, რომ ის უნდა დაიდგას მყარ პლატფორმებზე, ბეტონისა და ქვის ზედაპირებზე.
ასევე არსებობს რამდენიმე უსიამოვნო უარყოფითი მხარეები - ცხელი ამინდში ლითონი ძალიან ცხელდება, ცივში კი პირიქით. ამიტომ, ის აუცილებლად საჭიროებს ნაჭრის რბილ გადასაფარებლებს. მოსახსნელი რბილი ბალიშები შეგიძლიათ სარეცხ მანქანაში გარეცხოთ. არ შეიძლება ითქვას, რომ მეტალის ავეჯი იაფია, ის მესამე ადგილზეა ბუნებრივი ქვისა და ხის ავეჯის შემდეგ. ლითონის ავეჯის გაწმენდა მარტივია, თუმცა მისი წმენდის დროს რბილი ღრუბელი უნდა გამოიყენოთ, რომ ზედაპირი არ დაზიანდეს და შემდგომ არ დაიჟანგოს.
ქვის ავეჯი - ეს არის წარმოუდგენლად მონუმენტური და ძვირადღირებული ავეჯი. ეს მასალა გრძელვადიანი და გამძლეა, არ ექვემდებარება კლიმატურ გავლენას და ამიტომ, შეიძლება რამდენიმე თაობას გაჰყვეს. ისევე, როგორც ლითონის ავეჯი, ქვის ავეჯიც ძალიან ცხელდება მზეზე და ადვილადაც ცივდება. ასე რომ რბილი ბალიშები ამ შემთხვევაშიც დაგჭირდებათ. მობილობის თვალსაზრისით, ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ ქვის ავეჯი ყველაზე მონუმენტურია და მის გადაადგილებას ძალიან დიდი ძალისხმევა სჭირდება. ქვისგან დამზადებული ყველაზე ძვირია და ეს გასაკვირი არ არის, რადგან ეს ინვესტიცია საუკუნეებს გასტანს. გარდა ამისა, მისი მოვლა ძალიან მარტივია. არ გჭირდებათ მისი ცუდი ამინდისგან დაცვა და მისი გარეცხვა წყლითაც მარტივად შეგიძლიათ.
პლასტმასის ავეჯი - ეს არის ბაღის ავეჯის ყველაზე იაფიანი ვარიანტი. ასეთი ავეჯი არის მსუბუქი, კომპაქტური, მობილური და მიმზიდველი. გამოირჩევა ფერთა ფართო სპექტრით და შესაბამისად ადვილად უხდება სხვადასხვა სტილის ბაღსა, თუ სახლს. ეს ავეჯი ყველაზე ადვილად გადასაადგილებელია, მათი შენახვაც, მოვლაც და გარეცხვაც მარტივია. არსებობს დასაკეცი ვარიანტებიც, რომლებიც კიდევ უფრო კომპაქტურია მობილობის დროს. პლასტმასის ავეჯი მზეზე საკმაოდ ძლიერად ცხელდება, თუმცა ტენიანობას მასზე არანაირი გავლენა არ აქვს. ექსპლუატაციის პროცესში პლასტიკური ავეჯის ზედაპირი სწრაფად იფარება ნაკაწრებით და მარტივად კარგავს მის პირვანდელ სახეს.
ჩვენ გირჩევთ
დეკორატიული აუზი, როგორც თქვენი ბაღის ეფექტური გაფორმება
დღეს სულ უფრო მეტ ადამიანს სურს, რომ ბაღი განსხვავებული, ორიგინალური და ბუნებასთან უფრო ახლოს მყოფი ტერიტორია იყოს.
ყველაზე ძვირადღირებული ქუჩები, სადაც მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები სახლობენ
მილიარდერები არ ერიდებიან მილიონობით დოლარის გადახდას უძრავი ქონების შესაძენად. ისინი, რა თქმა უნდა საუკეთესოს ირჩევენ
ჩატვირთვა
კონტაქტი
ოფისი:
ბამბის რიგი 7