ექსტერიერი

ბაღის განათების ტიპები და მათი მნიშვნელობა ექსტერიერის დიზაინში

ბაღის განათება ინტერიერის მნიშვნელოვან ელემენტად გვევლინება. ვიზუალური კონტენტის გარდა, ის უსაფრთხოების ერთ-ერთ გარანტიცაა.

1264

ბაღის განათება ინტერიერის მნიშვნელოვან ელემენტად გვევლინება. ვიზუალური კონტენტის გარდა, ის უსაფრთხოების ერთ-ერთ გარანტიცაა. კარგად დაგეგმილი და დაინსტალირებული განათების სისტემა საშუალებას გვაძლევს ბაღში უსაფრთხოდ და მარტივად გადავადგილდეთ. არსებობს გმისი ორი ტიპი: ფუნქციონალური და დეკორატიული.

ბაღის განათება ინტერიერის მნიშვნელოვან ელემენტად გვევლინება. ვიზუალური კონტენტის გარდა, ის უსაფრთხოების ერთ-ერთ გარანტიცაა. კარგად დაგეგმილი და დაინსტალირებული განათების სისტემა საშუალებას გვაძლევს ბაღში უსაფრთხოდ და მარტივად გადავადგილდეთ. არსებობს გმისი ორი ტიპი: ფუნქციონალური და დეკორატიული.

წყარო: www.remontbp.com
წყარო: www.remontbp.com

ფუნქციონალური განათება, პირველ რიგში, ჩვენს უსაფრთხოებას გულისხმობს. თუ გსურთ თავი, ამ მხრივ, კომფორტულად იგრძნოთ, აქცენტი შემდეგ ლოკაციებზე გააკეთეთ: ავტოფარეხთან, მაქნანის საპარკინგე ადგილთან, ბაღის ან ეზოს შემოსასვლელთან. მსგავსი სისტემა იაფი და ორიგინალური რომ დაგიჯდეთ, შეიძინეთ სანათურები, რომლებსაც ბაღის ბილიკის გასწვრივ მოაწყობთ, რაც შეიძლება ბაღის განათების ბაზისიც გახდეს, პატარა სივრცის შემთხვევაში კი, ეს სრულიად საკმარისი იქნება. ფუნქციონალური განათების დაპროექტების დროს მთავარია რამდენიმე ასპექტი გავითვალისწინოთ: ის უნდა იყოს გამძლე, ყველა სეზონური, მარტივი. აუცილებელია ჰარმონიის შენარჩუნება ბილიკისა და ლანდშაფტის სხვა ობიექტების განათების დონეებს შორის. მაქსიმალურად განათებული უნდა იყოს აივნები, ხეები და ბუჩქები. რეკომენდებულია, რომ შენობის ფასადი ყველაზე მეტად გაანათოთ. ფუნქციონალური განათების ორგანიზებისთვის გამოგადგებათ, როგორც ჩვეულებრივი სანათურები, ასევე ენერგოდაზოგვის, ლუმინესცენტის ნათურები. გავრცელებულად იყენებენ ტორშერებს, რომლებსაც ვერტიკალურად ამონტაჟებენ. ისინი აღჭურვილია გაყინული მინისგან დამზადებული ლინზებით, რომლებიც მნიშვნელოვნად აუმჯობესებნ სინათლის ხარისხს. პოპულარული და ტრენდულია ოვალური ფორმის სანათურები. ისინი დამზადებულია პოლიკარბონატისგან და წარმოქმნიან სუსტ განათებას. დეკორატიული თვალსაზრისით, ისინი ლანდშაფტის დიზაინს ეფექტურობას სძენენ. ასევე პოპულარულია განათების ისეთიხელსაწყოები, რომლებიც მზის ენერგიაზე იტენება. მათ არ სჭირდებათ ელექტროენერგია, იმართებიან სმარტფონებითა და შეგიძლიათ ზამთარში დროებით შეინახოთ კიდეც.

წყარო: www.remontbp.com
წყარო: www.remontbp.com
წყარო: www.remontbp.com
წყარო: www.remontbp.com

ბაღში დამონტაჟებულ განათებას, ერთფეროვანი სივრცის გამრავალფეროვნება და დახვეწა შეუძლია. საინტერესო დეკორატიულ ეფექტს მცენარეების (ხეების, ბუჩქების) სანათურებით მორთვა გვთავაზობს. მინიპროჟექტორების დამონტაჟება არაჩვეულებრივი იდეა იქნებოდა. LED განათებები განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს, რომლებიც შეგიძლიათ განაწყოთ ფილების ქვეშ, კლუმბებსა თუ ბუჩქებში. თუ ბაღში ჩანჩქერიც გაქვთ, აუცილებლად გაანათეთ ის მრავალფეროვანი განათების სისტემით. ეს ვიზუალურად ძალიან ლამაზი გამოვა. დეკორატიული განათებით შეგიძლიათ ბაღის არე შემოსაზღვროთ. მაგალითად, თბილი ფერები სივრცეს ვიზუალურად გაზრდის, ცივი - პირიქით. დასასვენებლი ადგილისთვის, ღია ტერასებისთვის, უმჯობესია ღია ფერის ნათურები გამოიყენოთ. თუ ბაღში მრავალფეროვანი განათება გაქვთ, გირჩევთ, 2-3 ფერს არ გადააჭარბოთ. წითელი და ყავისფერი კი ფრთხილად გამოიყენეთ. არაჩვეულებრივი იდეა იქნებოდა გირლანდებიც, რომლებიც სადღესასწაულო გარემოს შეეფერება.

წყარო: www.remontbp.com
წყარო: www.remontbp.com
წყარო: www.remontbp.com
წყარო: www.remontbp.com

ჩვენ გირჩევთ

ექსტერიერი

ორიგინალური და ულამაზესი ნაძვის ხეები მსოფლიოს გარშემო

ახალი წელი ახლოვდება და დღესასწაულის დადებითმა მუხტმა ყველა ჩვენგანი მოიცვა.

1088
ნახე მეტი
ექსტერიერი

მსოფლიო ბაღების კულტურა და ბაღი, როგორც ცხოვრების სტილის გამოხატულება

ბაღების გაშენება ძველის სამყაროდან იღებს სათავეს და ის თითქმის ყველა კულტურას ახასიათებს.

7210
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ბამბის რიგი 7

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575