ექსტერიერი

საშემოდგომო სტილი ბაღის ექსტერიერის დიზაინში

თუ ბაღი გაქვთ, შემოდგომის მოსვლასთან ერთად, მისი დიზაინის შეცვლაზე იფიქრეთ. ამ დროს ბაღი თავის ჩვეულ ფერადოვან სახეს კარგავს და ვიზუალურად არაესთეტიკურადაც კი გვეჩვენება ხოლმე.

1136

თუ ბაღი გაქვთ, შემოდგომის მოსვლასთან ერთად, მისი დიზაინის შეცვლაზე იფიქრეთ. ამ დროს ბაღი თავის ჩვეულ ფერადოვან სახეს კარგავს და ვიზუალურად არაესთეტიკურადაც კი გვეჩვენება ხოლმე. მიუხედავად იმისა, რომ შემოდგომა თავისი მრავალფეროვანი „პალიტრით“ გამოირჩევა, ძნელია ზუსტად და ჰარმონიულად დავაკავშიროთ ერთმანეთს მცენარეები, ყვავილები და შემდეგ ისინი ბაღის დიზაინს შევუსაბამოთ. სანამ უშუალოდ ბაღის მოწყობაზე გადახვალთ, მანამდე ფერთა გამა შეარჩიეთ, რომელიც მთელი ექსტერიერის გამყოლი ხაზი იქნება. ეს ფერები შეიძლება იყოს: ოქროსფერი-ყვითელი-ფორთოხლისფერისა და მწვანეს ნებისმიერი ჩრდილის ჯგუფიდან. ბაღის შემოსასვლელისთვის კი ჩალისფერი გამოიყენეთ. არ დაივიწყოთ ფოთლების მრავალფეროვნება და ლამაზი კლუმბები სხვადასხვა ფერის ფოთლებისა და ყვავილებისგან შექმენით. მაგალითად, თუ ქრიზანთემებს აირჩევთ, ეს ზაფხულს გაგახსენებთ. მათი ყვითელი, ფორთხოსლიფერი და იასამნისფერი ჩრდილებიც კი ნებისმიერი ადამიანის ყურადღებას მიიპყრობს. შემოდგომისთვის კიდევ ერთი არაჩვეულებრივი არჩევანი დეკორატიული კომბოსტოა. რეალურად, ეს ფოთლოვანი კომბოსტო სიცივის მოახლოებასთან ერთად ბევრად ლამაზი ხდება. ამიტომ ის იდეალურია ამ სეზონისთვის. მისი ღია იასამნისფერი არაჩვეულებრივ კონტრასტს ქმნის ნარინჯისფერ და სხვა სახასიათო ფერებთან ერთად. თუ თქვენს ბაღში მწვანე ფერი დომინირებს, დიზაინში თბილი ფერების მქონე მცენარეები შეიტანეთ. ამის არაჩვეულებრივი მაგალითი კროტონია. ყვითელი, მწვანის "ზღვაში“, ეფექტურთან ერთად, საკმაოდ ჰარმონიულიცაა. დიზაინერები თვლიან, რომ საშემოდგომოდ, ბილიკის ირგვლივ მაღალი ბალახის დარგვა, სივრცეს ალამაზებს და ამრავალფეროვნებს. თითქმის ყველა თანხმდება, რომ ექსტერიერის დიზაინში ფორთოხლისფერის დამატება, ზაფხულის მოგონებებს აღძრავს.

წყარო: www.designerdreamhomes.com
წყარო: www.designerdreamhomes.com
წყარო: www.designerdreamhomes.com
წყარო: www.designerdreamhomes.com

ოქტომბერში ცნობილი დღესასწაული ჰელოუინი იმართება ხოლმე. ამის შესახებ, დიზაინერები გვირჩევენ, რომ მთავარი სიმბოლო, გოგრა, ბაღის დიზაინში არ დავივიწყოთ. იყიდეთ რამდენიმე გოგრა, ამოჭერით ორი ნახვრეტი და მათში სანთლები ჩადგით. მსგავსი ხელნაკეთი ნივთები თქვენს ბაღს ინდივიდუალურობას შესძენს. ასევე შეგიძლიათ, გოგრები ჯოხებზე დაამაგროთ და გზის ნაპირას დადგათ. ასეთი ექსპერიმენტი ბლოგერმა პამ პენიკმა დალასის საშემოდგომო ფესტივალზე სცადა. იასამნისფერი და ყვითელი ფერების კომბინაციამ არაჩვეულებრივი შედეგი გვაჩვენა. თუ კლუმბების ორიგინალური მორთვა გსურთ, ამ შემთხვევაშიც, გოგრა დიდ დახმარებას გაგიწევთ. უბრალოდ, დააწყვეთ ისინი კლუმბების რიგში. არაჩვეულებრივი დეკორატიული აქცენტი იქნება, თუ გოგრებს იმ ყუთებსა თუ ურნებში გადაიტანთ,სადაც ზაფხულობით ყვავილებს ზრდით.

წყარო: www.designerdreamhomes.com
წყარო: www.designerdreamhomes.com
წყარო: www.designerdreamhomes.com
წყარო: www.designerdreamhomes.com

ჩვენ გირჩევთ

ექსტერიერი

სხვადასხვა აქტუალური სტილი ექსტერიერის დიზაინში ბაღის მოსაწყობად

თუ ბაღის მოწყობა გაქვთ გადაწყვეტილი მაშინ, საკუთარ თავს შემდეგი კითხვები დაუსვით: ბაღის რა ნაწილისა და სივრცის გამოყოფა შეგიძლიათ სპეციალური დეკორირებისთვის? რა საქმიანობისთვის გჭირდებათ თავად ბაღი?

1044
ნახე მეტი
ექსტერიერი

მსოფლიოს ულამაზესი ბაღები, როგორც ლანდშაფტური არქიტექტურის დახვეწილი და გამორჩეული ნიმუშები

წარსულში ბაღებს სამედიცინო ან რელიგიური დანიშნულება ჰქონდათ. დროთა განმავლობაში ბაღების ფუნქცია კი აბსოლუტურად შეიცვალა.

3781
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ბამბის რიგი 7

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575