ექსტერიერი

ბეატრიქს ფარანდის გამორჩეული და საინტერესო შემოქმედება ლანდშაფტურ არქიტექტურაში

ბეატრიქს ფარანდი მე-20 საუკუნის ამერიკაში, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ლანდშაფტის არქიტექტორია.

1539

ბეატრიქს ფარანდი მე-20 საუკუნის ამერიკაში, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ლანდშაფტის არქიტექტორია. სახელი გაითქვა კერძო სახლებისთვის განკუთვნილი ბაღების დიზაინით. ასევე მუშაობდა ლანდშაფტის კონსულტანტად სხვადასხვა ქვეყნის ყველაზე პრესტიჟულ უნივერსიტეტებსა და კოლეჯებში. დუმბარტონ ოუქსი, ები ოლდრიჩ როკფელერის ბაღი (მენიში) და პრინსტონის უნივერსიტეტის უძველესი კამპუსი, მის შედევრებად ითვლება.

ბეატრიქს ფარანდი მე-20 საუკუნის ამერიკაში, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ლანდშაფტის არქიტექტორია. სახელი გაითქვა კერძო სახლებისთვის განკუთვნილი ბაღების დიზაინით. ასევე მუშაობდა ლანდშაფტის კონსულტანტად სხვადასხვა ქვეყნის ყველაზე პრესტიჟულ უნივერსიტეტებსა და კოლეჯებში. დუმბარტონ ოუქსი, ები ოლდრიჩ როკფელერის ბაღი (მენიში) და პრინსტონის უნივერსიტეტის უძველესი კამპუსი, მის შედევრებად ითვლება.

წყარო: archives.ced.berkeley.edu
წყარო: archives.ced.berkeley.edu
წყარო: beatrixfarrandsociety.org
წყარო: beatrixfarrandsociety.org

ფარანდი 1872 წლის 19 ივნისს დაიბადა ოჯახში, რომელსაც თვითონ მებაღეთა მეხუთე თაობას უწოდებდა. მას შეუცდომელი დიზაინერული ხედვა, მებაღეობის ღრმა ცოდნა და პროფესიული ერთგულება ჰქონდა. გასაკვირი არცაა, რომ მას ამერიკის გერტრუდა ჯეკელად (ცნობილი ბრიტანელი ლანდშაფტის დიზაინერი) და პროფესიონალად მოიხსენიებდნენ. მისი თავდაუზოგავი შრომისმოყვარეობა სხვების შთაგონების წყაროდ იქცა. თავად მის სტილზე კი გავლენა მოახდინეს ცნობილმა ფრანგმა ლანდშაფტის არქიტექტორმა ანდრე ლე ნოტრემ, ნატურალური მებაღეობის გამავრცელებელმა ვილიამ რობინსონმა და მებაღეობის სულისჩამდგმელმა ჩარლზ სარგენტმა. ბეატრიქსის დამახასიათებელი ნიშა ყვავილების კომპლექსური საზღვრების შექმნაა. უნივერსიტეტში სწავლისას მან ვერტიკალური მებაღეობის და ბუჩქების ფიქსაციის კონცეფტი გააუმჯობესა. 50-წლიანი კარიერის განმავლობაში, ბეატრიქსმა მიიღო ორი ათასზე მეტი შემოთავაზება. საბოლოოდ, მან ლანდშაფტის შესწავლის ცენტრი მენიში დაარსა, სადაც სტუდენტები სარგებლობდნენ სადემონსტრაციო ბაღებით, ჰერბარიუმით და დიდი ბიბლიოთეკით. ამ უკანასკნელს, ბეატრიქსი წლების განმავლობაში ავსებდა. ლანდშაფტის არქიტექტურის ამერიკული ასოციაციის 8 დამაარსებლიდან, ერთადერთი ქალი, ფარანდი გახლდათ.

წყარო: pearlsandprose.com
წყარო: pearlsandprose.com
წყარო: brushhillgardens.com
წყარო: brushhillgardens.com

დუმბარტონ ოუქსი ბეატრიქს ფარანდის მთავარ ნამუშევრად ითვლება. ეს კერძო სახლია, რომელიც 1920 წელს მილდრედ და რობერტ ვუდ ბლისებმა შეიძინეს. ბეატრიქსი ამ საქმეზე 20 წელი მუშაობდა. თანამედროვე თვალისთვის, დუმბარტონ ოუქსი უბრალოდ ძალიან ლამაზი სანახავია. მაგრამ თუ თქვენ იმ ბექგრაუნდს გაითვალისწინებთ, რა პირობებშიც ის იქმნებოდა, ის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე უბრალოდ ლამაზი. დუმბარტონ ოუქსი კულტურული ამერიკული ექსპრესიაა, რომელიც წაკითხვას საჭიროებს. ის ააშენეს ელიტური კლასისთვის. იმ პერიოდში თუ ამ კლასს ვინმე არ მიეკუთვნებოდა, მისთვის ბაღის ესპრესიული გაგება შეუძლებელი ხდებოდა. ბეატრიქსმა შექმნა გარეთა ბაღის „ოთახები“ და ამით იმ დროინდელი სივრცის გაგება აბსოლუტურად შეიცვალა. თითოეული „ბაღის ოთახი“ ერთმანეთიდან არ ჩანს. ამ „ოთახებს“ შორის, ფარანდიმ „ბარიერები“ ააშენა, მაგალითად: კორიდორები, კედლები, კარიბჭეები და ზღურბლები. დუმბარტონ ოუქსის ლანდშაფტი ფრანგულ და იტალიურ სტილსაც ატარებს. მაგალითად, აქ მდებარე ვარდის ბაღის სტრუქტურა შეიძლება საფრანგეთში მდებარე ვერსალის ყვავილნარს, თუ იტალიაში მდებარე „ვილა დ’ესტეს“ შადრევნებს შევადაროთ. დუმბარტონ ოუქსის ცენტრში ელიფსის ფორმის შადრევანი კვლავ ფრანგულ და იტალიურ ისტორიულ სტილს მოგაგონებთ. ბეატრიქსმა, ფართოფოთლოვანი მარადმწვანეების გამოყენებით, შემოსასვლელს დამატებითი ტექსტურა მისცა. პროფესიონალები ყოველთვის აღნიშნავენ, რომ ბეატრიქსის ეს შემოქმედება არც ინგლისურია, არც იტალიური და არც ფრანგული. რადგან ფარანდისზე ასახული იყო ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნების ტრადიციები, ბაღი მათ ჰიბრიდადაც შეიძლება მოვიხსენიოთ. დუმბარტონ ოუქსში ტურისას, სტუმრებს ქვიან ბილიკს აჩვენებენ, რომელიც ბაღის ზედა და ქვედა სექციის შუაში მდებარეობს. ბაღის სხვა გზები ქვისა და ხისაა. აქ შეხვდებით ბუჩქებს, მრავალწლიან ნარგავებს, ხეებს. გაზაფხულზე ღია ფერის ნათურები ზამთრის დასასრულს იუწყება. შუა ზაფხულში მრავალწლიანი მცენარეები შემოდგომის დადგომამდე ხარობს. მარადმწვანე ხეები ზამთრის პერიოდსაც კი ახალისებს. რაც შეეხება არქიტექტურას, ის იმდენად ელეგანტურია, რომ დროსაც კი გაუძლო. ფარანდის ამ შედევრს ყველაზე ლამაზ ბაღსაც კი უწოდებენ.

წყარო: doconversations.wordpress.com
წყარო: doconversations.wordpress.com
წყარო: webecoist.momtastic.com
წყარო: webecoist.momtastic.com

ჩვენ გირჩევთ

ექსტერიერი

2017 წლის უახლესი ტრენდები ლანდშაფტის დიზაინში, ანუ როგორ მოვაწყოთ თანამედროვე ბაღი

არსებობს მთელი რიგი დისციპლინებისა და მთლიანად დარგი დიზაინისა, რომელიც ლანდშაფტის დაგეგმარებაში გვეხმარება.

1568
ნახე მეტი
ექსტერიერი

თანამედროვე ხიდები, როგორც ეკოლოგიური მდგრადობისა და ინოვაციური დიზაინის კარგი მაგალითი

უკანასკნელი ორი ათწლეულის განმავლობაში დიზაინერული და საინჟინრო ინოვაციები მუდმივად გვაოცებს.

1542
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ბამბის რიგი 7

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575