ბინის საახალწლო დეკორაცია ჩინური ჰოროსკოპის მიხედვით - როგორ შევხვდეთ მამლის წელს
ახალ წელი, ეს ის პერიოდია, როცა დიზაინერები ბევრ საინტერესო არჩევანს გვთავაზობენ. მათთვის კი, ვისთვისაც ასტროლოგია მნიშვნელოვანია, საახალწლო ციებ-ცხელება უფრო მრავალფეროვანია.
ახალ წლამდე დიდი დრო აღარ რჩება. ეს ის პერიოდია, როცა დიზაინერები მრავალ საინტერესო არჩევანს გვთავაზობენ. იმ ადამიანებისთვის კი, რომელებისთვისაც ასტროლოგია მნიშვნელოვანია, საახალწლო ციებ-ცხელება უფრო მრავალფეროვანი ხდება.
ახალ წლამდე დიდი დრო აღარ რჩება. ეს ის პერიოდია, როცა დიზაინერები მრავალ საინტერესო არჩევანს გვთავაზობენ. იმ ადამიანებისთვის კი, რომელებისთვისაც ასტროლოგია მნიშვნელოვანია, საახალწლო ციებ-ცხელება უფრო მრავალფეროვანი ხდება.
ჩინური ჰოროსკოპის მიხედვით, 2017 წელი ცეცხლოვანი მამლის წელია. მამალს სისუფთავე უყვარს, ის აკურატული და მკაცრია. ამიტომ, სანამ სახლის საახალწლოდ დეკორირებას დაიწყებთ, უპირველესად ეს უკანასკნელი კარგად გაასუფთავეთ. თუ ჩინურ ჰოროსკოპს დავუჯერებთ, 2017 წლისთვის მამალი დეტალებს აკვირდება. ეცადეთ სახლში სიმყუდროვე და სითბო შექმნათ. არ დაგავიწყდეთ, რომ მამალს მრავალფეროვნება უყვარს. ამ ახალი წლისთვის დაგჭირდებათ სხვადასხვა ზომისა და ფორმის ფიფქები, დიდი ბუშტები და მოციმციმე ფერადი ფირფიტები. დამდეგი ახალი წელი, ხელით გაკეთებული ნამუშევრებისთვის ნამდვილი აღმოჩენა იქნება. ეცადეთ შეამციროთ ფაბრიკული, პლასტმასისა თუ მინის დეკორის რაოდენობა. ასეთი „არაცოცხალი“ საგნები ცეცხლოვან მამალს არ მოსწონს. სამაგიეროდ, ის აუცილებლად გაიხარებს, თუ თქვენ საახალწლოდ მას ფილამენტის (ძაფის) სათამაშოებს, ბანტებსა და ტექსტილის გირლანდებს დაახვედრებთ.
სახლის დიზაინისთვის შემდეგს გირჩევთ: ყვითელი, ფორთოხლისფერი, ტერაკოტას ფერი, იასამნისფერი. მთავარია ყველაფერი ნატურალური და ნათელი იყოს. მამალს ფუმფულა, მულტიფერადი გირლანდები უყვარს, რომლებიც კაშკაშა სინათლეს გამოსცემენ. ასევე თანაბრად პოპულარული არის ქვიშისფერი და თეთრიც. საახალწლო მაგიდა კი კლასიკურისა და ქანთრის სტილის კომბინაცია უნდა გახლდეთ. ხისა და კერამიკის ჭურჭელი, ტილოს გადასაფარებელი და ხელსახოცი. არ დაგავიწყდეთ ფანჯრებისა და კარის მორთვა, საახალწლო თემატიკის ორნამენტებით - აი მამალს როგორ უნდა ასიამოვნოთ. ახალ წელს ლამაზი ყვავილებით დახვდით. მცენარეები, ყვავილები და ბამბუკის ხე - აი როგორ უნდა „მოიტყუოთ“ იღბალი სახლში. ფენ-შუის მიხედვით ახალი ყვავილები იმ ცუდ აურას წმენდს, რაც შეიძლება თქვენს სახლში მთელი წლის განმავლობაში დაგროვილიყო.
გახსოვდეთ, რომ 2017 წელი ტრანსფორმაციების და ცვლილებების დროა. ფენ შუის ფილოსოფიის მიხედვით, ეს წელი ფენიქსის იქნება. ეს ნიშანია დაკარგული ენერგიების აღდგენის, ჯანმრთელობის, შრომისა და თავიდან დაბადების. კარგი იქნება, თუ თქვენს საცხოვრებელ გარემოში ცვლილებს შეიტანთ და სასიამოვნოდ განაახლებთ მას. ეცადეთ რომელიმე ოთახი მაინც შეღებოთ ფერადად. ეს შეიძლება იყოს ისეთი პატარა ადგილიც კი, როგორიც სააბაზანოა. ამისთვის საუკეთესო იქნება ცისფერი ან მწვანე. ყვითელი ფერი სამზარეულოსთვის არის არაჩვეულებრივი, ოქროსფერი კი - სასადილო ოთახისთვის.
ვიმედოვნებთ, ახალი წლისთვის შეძლებთ სახლის ლამაზად დეკორირებას. პროცესში აუცილებლად ჩართეთ თქვენი ოჯახის წევრებიც, ასე ყველაფერი უფრო სახალისო იქნება.
ჩვენ გირჩევთ
რომელი აქსესუარებია მოდური 2018 წლის სახლის ინტერიერის დიზაინში?
ინტერიერის დიზაინში დეკორაციების შერჩევისას სასურველია თუ მოდურ ტრენდებს გავითვალისწინებთ. ეს განსაკუთრებით იმ ადამიანებს ეხებათ, რომლებსაც საკუთარი საცხოვრებლის ხშირი ცვლილება სიამოვნებთ.
როგორ განვაახლოთ ლარნაკები მარტივად, საკუთარი ხელით?
გთავაზობთ მარტივ და ორიგინალურ გზას იმისთვის, რომ თქვენი ლარნაკები განაახლოთ და დრო სასიამოვნოთ გაატაროთ შემოქმედებით პროცესში
ჩატვირთვა
კონტაქტი
ოფისი:
ბამბის რიგი 7