აქსესუარების მნიშვნელობა ინტერიერში და რამდენიმე რჩევა დეკორირებისთვის
დეკორსა და აქსესუარებს ინტერიერში ერთ-ერთი ძირითადი როლი უჭირავს. მათ სწორად გამოყენებაში ჩვენი რჩევები დაგეხმარებათ...
საცხოვრებელი გარემო, რომ პიროვნების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში გრანდიოზული როლს თამაშობს, ამაზე დღეს უკვე აღარავინ დაობს. ამიტომ, თანამდროვე დიზაინი ცდილობს სათავსი მთლიანად მოარგოს ინდივიდის საჭიროებებსა და სურვილებს. არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ ინტერიერის წყობა თქვენ სურვილებზე, შინაგან სტილზე და მსოფლმხედველობაზეა დამოკიდებული და ინსპირაციის წყაროც თქვენ ბრძანდებით. თუმცა, საინტერესოა, როგორ შეიძლება შეიტანო პიროვნული ელემენტები ინტერიერში და კომპოზიციით საკუთარი თავი წარმოაჩინო. იმისთვის, რომ ინტერიერი უფრო კონკრეტული, ესთეტიურად გამორჩეული და თბილი გამოვიდეს, დიზაინერები აქსესუარებსა და დეკორს იყენებენ.
წყარო: Tobi Fairley
უნდა აღინიშნოს, რომ სიმბოლური აქსესუარების და დეკორატიული ნივთების ადგილი ყველა ეპოქის ინტერიერში არსებობდა. ზოგჯერ ისინი ოჯახის რელიქვიას, სტატუსს ან თუნდაც ტრადიციას გამოხატავდნენ. თუმცა, ამ სიხშირითა და დატვირთვით დეკორირება ახალი ხელოვნების რევოლუციის გზაზე ნელ-ნელა დაიკარგა. ინდუსტრიულ ეპოქაში ადამიანები აღარ ანიჭებდნენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას იმ ნივთებს, რომელთა ყიდვა პრობლემას აღარ წარმოადგენდა. თანამედროვე ადამიანის საცხოვრებელი ზოგადად სივრცის გამოთავისუფლებისა და ქაოსის შემცირებისკენაა მიმართული, ამიტომ უხვი დეკორი და აქსესუარებით გადატვირთული ინტერიერი ტრენდული დიდი ხანია აღარ არის. ასე რომ, უნდა აარჩიოთ მხოლოდ ის ნივთები, რომლებიც სივრცეს ტყუილად არ გადატვირთავს და ყალბი დატვირთვა არ ექნება ინტერიერში.წყარო: Hamish Bowles Home in NY
რამდენიმე რჩევა დეკორირებისთვის
პირველ რიგში, ამოარჩიეთ ის სიმბოლური ნივთები, რომლებიც თქვენი ცხოვრების სტილს ან რომელიმე მოგონებას გამოხატავენ. ასე უფრო დაათბობთ საცხოვრებელ გარემოს და მყუდრო ხასიათს შექმნით მასში.წყარო: Vtwonen.nl
მიუხედავად იმისა, რომ დეკორში თქვენი ისტორია უნდა იგრძნობოდეს, ნამდვილად ვულგარული გამოვა ყველა ფოტოსა და ნიუანსის ინტერიერში შემოტანა. დიზაინერები გვირჩევენ, რომ ავირჩიოთ სტილის შესაბამისი, მხატვრული ნიმუში ან ტილო და მთელი აქცენტი მასზე გადავიტანოთ. სკანდინავიური და მინიმალისტური დიზაინისთვის ეს იდეალური რჩევაა, მაგრამ თუ ვიქტორიანული მძიმე, მუქი ავეჯი მოგწონთ, სავსებით შესაძლებელია სათავსში მეტი აქსესუარი შემოიტანოთ.წყარო: Ken Marten
თუ პატარა აქსესუარებით გსურთ გაახალისოთ სახლი, ეცადეთ, არ გაფანტოთ ისინი სივრცეში. მოცულობამ რომ არ „ჩაყლაპოს“ პატარა ქოთნები ან ჩარჩოები, შეგიძლიათ მათგან სასურველი კომპოზიცია ააწყოთ და გარკვეული სივრცე დაუთმოთ. ზოგადად, იმისთვის, რომ სწორი დეკორატიული გადაწყვეტილება მიიღოთ, ძალიან კარგად უნდა იცნობდეთ საკუთარ საცხოვრებელსა და თქვენს საჭიროებებს. შესაძლოა აქსესუარების განსათავსებლად ისეთი ზედაპირი აღმოაჩინოთ, რომელზეც ინტერიერის დიზაინერს არც კი უფიქრია. საბოლოო ჯამში, შესაძლოა თქვენს ოთახს ძველმანების ბაზარზე ნაყიდი ნივთი ან თანამედროვე ინსტალაცია ერთნაირად მოუხდეს, ეს სრულიად თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული.საცხოვრებელი გარემო, რომ პიროვნების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში გრანდიოზული როლს თამაშობს, ამაზე დღეს უკვე აღარავინ დაობს. ამიტომ, თანამდროვე დიზაინი ცდილობს სათავსი მთლიანად მოარგოს ინდივიდის საჭიროებებსა და სურვილებს. არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ ინტერიერის წყობა თქვენ სურვილებზე, შინაგან სტილზე და მსოფლმხედველობაზეა დამოკიდებული და ინსპირაციის წყაროც თქვენ ბრძანდებით. თუმცა, საინტერესოა, როგორ შეიძლება შეიტანო პიროვნული ელემენტები ინტერიერში და კომპოზიციით საკუთარი თავი წარმოაჩინო. იმისთვის, რომ ინტერიერი უფრო კონკრეტული, ესთეტიურად გამორჩეული და თბილი გამოვიდეს, დიზაინერები აქსესუარებსა და დეკორს იყენებენ.
წყარო: Tobi Fairley
უნდა აღინიშნოს, რომ სიმბოლური აქსესუარების და დეკორატიული ნივთების ადგილი ყველა ეპოქის ინტერიერში არსებობდა. ზოგჯერ ისინი ოჯახის რელიქვიას, სტატუსს ან თუნდაც ტრადიციას გამოხატავდნენ. თუმცა, ამ სიხშირითა და დატვირთვით დეკორირება ახალი ხელოვნების რევოლუციის გზაზე ნელ-ნელა დაიკარგა. ინდუსტრიულ ეპოქაში ადამიანები აღარ ანიჭებდნენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას იმ ნივთებს, რომელთა ყიდვა პრობლემას აღარ წარმოადგენდა. თანამედროვე ადამიანის საცხოვრებელი ზოგადად სივრცის გამოთავისუფლებისა და ქაოსის შემცირებისკენაა მიმართული, ამიტომ უხვი დეკორი და აქსესუარებით გადატვირთული ინტერიერი ტრენდული დიდი ხანია აღარ არის. ასე რომ, უნდა აარჩიოთ მხოლოდ ის ნივთები, რომლებიც სივრცეს ტყუილად არ გადატვირთავს და ყალბი დატვირთვა არ ექნება ინტერიერში.წყარო: Hamish Bowles Home in NY
რამდენიმე რჩევა დეკორირებისთვის
პირველ რიგში, ამოარჩიეთ ის სიმბოლური ნივთები, რომლებიც თქვენი ცხოვრების სტილს ან რომელიმე მოგონებას გამოხატავენ. ასე უფრო დაათბობთ საცხოვრებელ გარემოს და მყუდრო ხასიათს შექმნით მასში.წყარო: Vtwonen.nl
მიუხედავად იმისა, რომ დეკორში თქვენი ისტორია უნდა იგრძნობოდეს, ნამდვილად ვულგარული გამოვა ყველა ფოტოსა და ნიუანსის ინტერიერში შემოტანა. დიზაინერები გვირჩევენ, რომ ავირჩიოთ სტილის შესაბამისი, მხატვრული ნიმუში ან ტილო და მთელი აქცენტი მასზე გადავიტანოთ. სკანდინავიური და მინიმალისტური დიზაინისთვის ეს იდეალური რჩევაა, მაგრამ თუ ვიქტორიანული მძიმე, მუქი ავეჯი მოგწონთ, სავსებით შესაძლებელია სათავსში მეტი აქსესუარი შემოიტანოთ.წყარო: Ken Marten
თუ პატარა აქსესუარებით გსურთ გაახალისოთ სახლი, ეცადეთ, არ გაფანტოთ ისინი სივრცეში. მოცულობამ რომ არ „ჩაყლაპოს“ პატარა ქოთნები ან ჩარჩოები, შეგიძლიათ მათგან სასურველი კომპოზიცია ააწყოთ და გარკვეული სივრცე დაუთმოთ. ზოგადად, იმისთვის, რომ სწორი დეკორატიული გადაწყვეტილება მიიღოთ, ძალიან კარგად უნდა იცნობდეთ საკუთარ საცხოვრებელსა და თქვენს საჭიროებებს. შესაძლოა აქსესუარების განსათავსებლად ისეთი ზედაპირი აღმოაჩინოთ, რომელზეც ინტერიერის დიზაინერს არც კი უფიქრია. საბოლოო ჯამში, შესაძლოა თქვენს ოთახს ძველმანების ბაზარზე ნაყიდი ნივთი ან თანამედროვე ინსტალაცია ერთნაირად მოუხდეს, ეს სრულიად თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული.ჩვენ გირჩევთ
რა უნდა ვიცოდეთ ჭაღების არჩევისას?
განათების უამრავი ფორმა და ფუნქციური დანიშნულება არსებობს, მაგრამ პრაქტიკულად ყველაზე მოსახერხებელი და ხშირად გამოყენებადი ჭაღებია.
შექმენით შთამბეჭდავი გარემო მარტივად - დეკორირების მნიშვნელობა ინტერიერის დიზაინში
ზოგიერთ ჩვენგანს, რედეკორირებისა თუ რემონტის დროს თავში უამრავი ახალი იდეა ებადება, რომლის განხორციელებაც სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს.
ჩატვირთვა
კონტაქტი
ოფისი:
ბამბის რიგი 7