ბუნების სინთეზი საცხოვრებელ გარემოში - ფიტოდიზაინი და მისი დადებითი მხარეები
მცენარის მნიშვნელობა არქიტექტურაში - ვრცლად ფიტოდიზაინისა და მისი გამოყენების შესახებ...
ფიტოდიზაინი არის საცხოვრებელი გარემოს, კულტურისა და ბუნების სინთეზი ინტერიერში. მცენარის მნიშვნელობა არქიტექტურაში განუზომლად დიდია დასაბამიდან: ბერძნული ორდერით დაწყებული, თანამედროვე ორგანიკით დამთავრებული, ის დეკორირებისა და სიმბოლირების შეუცვლელი ხერხია. ფიტოდიზაინის დახმარებით თითქოს სიცოცხლის სიმბოლო შეგვაქვს საცხოვრებელ თუ სამუშაო გარემოში, რაც თანამედროვე ცხოვრების სტილიდან გამომდინარე ასე მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს ფიტოდიზაინის ასოცირება მხოლოდ ფასადებსა და გარე პროექტებთან ხდება, დიზაინერები გვირჩევენ მცენარის ინტერიერში უხვად შეტანას, რადგან ფიტოდიზაინს რამდენიმე დადებითი მხარე აქვს.
წყარო: Lauren Bamford
ლოგიკურია, რომ გამწვანებულ ინტერიერში ბევრად ნაკლებია სტრესისა და გადაღლილობის შემთხვევები. დადასტურებულია ისიც, რომ მცენარეები ფილტრავენ ჰაერს, დაავადებების გავრცელების რისკებს საგრძნობლად ამცირებენ და ხმაურისგან იცავენ გარემოს.ალბათ, სწორედ ამ თვისებების გამო გახდა ტრენდული მცენარეებისა და მათი აქსესუარების ინტერიერში გამოყენების დანერგვა.
წყარო: Homeklondike.org
არქიტექტურა ყოველთვის წინ უსწრებს მოვლენებს, ამ ფაქტითაა გამოწვეული ის, რომ მსოფლიო დიზაინერებისა და არქიტექტორების ყურადღება თითქმის მთლიანად მიიპყრო ეკოლოგიურმა გარემომ და ბუნების როლმა ჩვენს ცხოვრებაში. დღესდღეობით, ინტერიერის დიზაინერები გვთავაზობენ ‘მწვანე არტს’ ოთახში, სადაც ცარიელი კედლის ადგილს მთლიანად მცენარეული ალტერნატივა იკავებს. შესაძლებელია დეკორატიულ მცენარეს ნეიტრალურ ტონში გადაწყვეტილ სათავსოში კონტრასტის შემოტანის როლიც დაეკისროს. ასეთი გადაწყვეტილებები ინტერიერში უბრალო და მდიდრულ იერს აძლევს თქვენი ცხოვრების სტილს.
წყარო: Svoya Studio
აღსანიშნავია, რომ ბუნების ელემენტი თითქოს სივრცის კიდევ ერთი მაცხოვრებელია, რაც მასსა და ადამიანებს შორის გარკვეული ურთიერთობების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს, იქნება ეს პასუხისმგებლობა, კმაყოფილება თუ მზრუნველობა.
წყარო: Lauren Bamford
კმაყოფილების შეგრძნება გიჩნდებათ მაშინაც, როცა ფიტოდიზაინი გეხმარებათ ინტერიერის გადაწყვეტისას უკვე დაშვებული შეცდომების გამოსწორებაში. ტენიანობისა და სინათლის რაოდენობის მიხედვით სწორად არჩეულმა მცენარემ, შეიძლება გაახალისოს უღიმღამო ინტერიერი, ან იაფფასიანი ავეჯი უკეთ წარმოაჩინოს. მაგალითად, თბილი, პასტელური მისაღები ოთახი შეიძლება ფართოფოთლოვანი მცენარით გავალამაზოთ. საძინებლისთვის კი მხოლოდ პატარა, ქოთნის მცენარეებია მისაღები.
წყარო: Home-designing.com
ყველაზე საინტერესო კი, ალბათ, ისაა, რომ ფიტოდიზაინს სულ უფრო მეტი ფუნქციური დატვირთვა აქვს არქიტექტურაში. კვლევების შედეგად ახლა მცენარეთა ტექნიკური გამოყენების შესაძლებლობებზე უფრო მეტი ინფორმაცია გვაქვს, ვიდრე ოდესმე. ამიტომაც, თუ თქვენ ზონებისა და დონეების გამოყოფა მცენარით გადაწყვიტეთ, ან კედელის ტრადიციულ სტრუქტურაზე უარი თქვით, ეს არანაირ პრობლემას აღარ წარმოადგენს. აგრეთვე იხილეთ: ფიტოდიზაინის მნიშვნელობა და მცენარეების როლი ინტერიერის დიზაინშიფიტოდიზაინი არის საცხოვრებელი გარემოს, კულტურისა და ბუნების სინთეზი ინტერიერში. მცენარის მნიშვნელობა არქიტექტურაში განუზომლად დიდია დასაბამიდან: ბერძნული ორდერით დაწყებული, თანამედროვე ორგანიკით დამთავრებული, ის დეკორირებისა და სიმბოლირების შეუცვლელი ხერხია. ფიტოდიზაინის დახმარებით თითქოს სიცოცხლის სიმბოლო შეგვაქვს საცხოვრებელ თუ სამუშაო გარემოში, რაც თანამედროვე ცხოვრების სტილიდან გამომდინარე ასე მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს ფიტოდიზაინის ასოცირება მხოლოდ ფასადებსა და გარე პროექტებთან ხდება, დიზაინერები გვირჩევენ მცენარის ინტერიერში უხვად შეტანას, რადგან ფიტოდიზაინს რამდენიმე დადებითი მხარე აქვს.
წყარო: Lauren Bamford
ლოგიკურია, რომ გამწვანებულ ინტერიერში ბევრად ნაკლებია სტრესისა და გადაღლილობის შემთხვევები. დადასტურებულია ისიც, რომ მცენარეები ფილტრავენ ჰაერს, დაავადებების გავრცელების რისკებს საგრძნობლად ამცირებენ და ხმაურისგან იცავენ გარემოს.ალბათ, სწორედ ამ თვისებების გამო გახდა ტრენდული მცენარეებისა და მათი აქსესუარების ინტერიერში გამოყენების დანერგვა.
წყარო: Homeklondike.org
არქიტექტურა ყოველთვის წინ უსწრებს მოვლენებს, ამ ფაქტითაა გამოწვეული ის, რომ მსოფლიო დიზაინერებისა და არქიტექტორების ყურადღება თითქმის მთლიანად მიიპყრო ეკოლოგიურმა გარემომ და ბუნების როლმა ჩვენს ცხოვრებაში. დღესდღეობით, ინტერიერის დიზაინერები გვთავაზობენ ‘მწვანე არტს’ ოთახში, სადაც ცარიელი კედლის ადგილს მთლიანად მცენარეული ალტერნატივა იკავებს. შესაძლებელია დეკორატიულ მცენარეს ნეიტრალურ ტონში გადაწყვეტილ სათავსოში კონტრასტის შემოტანის როლიც დაეკისროს. ასეთი გადაწყვეტილებები ინტერიერში უბრალო და მდიდრულ იერს აძლევს თქვენი ცხოვრების სტილს.
წყარო: Svoya Studio
აღსანიშნავია, რომ ბუნების ელემენტი თითქოს სივრცის კიდევ ერთი მაცხოვრებელია, რაც მასსა და ადამიანებს შორის გარკვეული ურთიერთობების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს, იქნება ეს პასუხისმგებლობა, კმაყოფილება თუ მზრუნველობა.
წყარო: Lauren Bamford
კმაყოფილების შეგრძნება გიჩნდებათ მაშინაც, როცა ფიტოდიზაინი გეხმარებათ ინტერიერის გადაწყვეტისას უკვე დაშვებული შეცდომების გამოსწორებაში. ტენიანობისა და სინათლის რაოდენობის მიხედვით სწორად არჩეულმა მცენარემ, შეიძლება გაახალისოს უღიმღამო ინტერიერი, ან იაფფასიანი ავეჯი უკეთ წარმოაჩინოს. მაგალითად, თბილი, პასტელური მისაღები ოთახი შეიძლება ფართოფოთლოვანი მცენარით გავალამაზოთ. საძინებლისთვის კი მხოლოდ პატარა, ქოთნის მცენარეებია მისაღები.
წყარო: Home-designing.com
ყველაზე საინტერესო კი, ალბათ, ისაა, რომ ფიტოდიზაინს სულ უფრო მეტი ფუნქციური დატვირთვა აქვს არქიტექტურაში. კვლევების შედეგად ახლა მცენარეთა ტექნიკური გამოყენების შესაძლებლობებზე უფრო მეტი ინფორმაცია გვაქვს, ვიდრე ოდესმე. ამიტომაც, თუ თქვენ ზონებისა და დონეების გამოყოფა მცენარით გადაწყვიტეთ, ან კედელის ტრადიციულ სტრუქტურაზე უარი თქვით, ეს არანაირ პრობლემას აღარ წარმოადგენს. აგრეთვე იხილეთ: ფიტოდიზაინის მნიშვნელობა და მცენარეების როლი ინტერიერის დიზაინშიჩვენ გირჩევთ
დახვეწილი და აქტუალური სპილოსძვლისფერი ინტერიერის დიზაინში
სპილოს ძვლისფერს დიზაინის სამყაროში აივორის უწოდებენ. ის დროთა განმავლობაში აქტუალურობას არ კარგავს.
როგორ გამოვიყენოთ პიტნის ფერი ჩვენი სახლის ინტერიერის დიზაინში?
პიტნის ფერი ბოლო პერიოდში გახდა პოპულარული. ის გამოიყენება, როგორც ტანსაცმლის დიზაინაში, ასევე მასალების, ავეჯის და სხვადასხვა აქსესუარების წარმოებაშიც.
ჩატვირთვა
კონტაქტი
ოფისი:
ბამბის რიგი 7