ინტერიერი

მარსელ ვანდერსის პროვოკაციული ნამუშევრები და მისი საინტერესო შემოქმედება ინტერიერის დიზაინში

მარსელი თავის დიზაინში ერთმანეთს ახამებს მატერიებსა და ისტორიული სტილის, ან არქეტიპის ტექნიკებს, რაც მჭიდრო და გამძლე კონცეპტს ქმნის.

1506

მარსელ ვანდერსი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და აღიარებული თანამედროვე ინტერიერის დიზაინერია მთელ მსოფლიოში. მისი ერთ-ერთი მისიაა „შექმნას სიყვარულის, ვნებისა და სიცოცხლის გარემო“. მისი ნამუშევრები პროვოკაციული და აღმაფრთოვანებელია. მარსელი თავის დიზაინში ხშირად, ერთმანეთს ახამებს მატერიებსა და ისტორიული სტილის, ან არქეტიპის ტექნიკებს, რაც მჭიდრო და გამძლე კონცეპტს ქმნის. მარსელ ვანდერსი ნიდერლანდებში 1963 წელს დაიბადა. დაამთავრა ეინდჰოვენის დიზაინის აკადემია, 1995 წელს კი თავისი პირველი სტუდია გახსნა. 1996 წელს მსოფლიოს ყურადღება საკულტო მოქსოვილი სკამით მიიპყრო. ახლა მის სტუდიაში დაახლოებით 50 სხვადასხვა ქვეყნის დიზაინერი მუშაობს. მის პორტფოლიოში კი 1 700-ზე მეტი პროექტია. დიზაინერის კლიენტებს შორის ისეთი ცნობილი ბრენდები შეგხვდებათ, როგორებიცაა: სვაროვსკი, პუმა, ფლოსი და ასე შემდეგ. მარსელი თავის ხედვად და მიზნად თვლის იმას, რომ შეიმუშავოს „ახალი დიზაინის“ კონცეპტი, რომელიც გააერთიანებს შემქმნელს, დიზაინერსა და მომხმარებელს. ის მუშაობის პროცესს დიზაინის დოგმას უწოდებს: მარსელი ცდილობს ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების ნაცვლად, ჰოლისტიკურზე ფოკუსირდეს. მის სამყაროში ინდუსტრიალიზმს, პოეზია და რომანტიკა ცვლის. მარსელს სჯერა, რომ დიზაინს საკუთარი, ტრადიციული კულტურული ღირებულებების გაზრდა და აუდიტორიის გულის მოგება შეუძლია. ის თვლის, რომ დიზაინერები უკეთესი შემოქმედები უნდა იყვნენ და ყველაზე მეტად ადამიანთა შინაგან სამყაროზე უნდა კონცენტრირდნენ.

წყარო: retaildesignblog.net
წყარო: retaildesignblog.net

მარსელ ვანდერსის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ნამუშევარი ამსტერდამში მდებარე ანდაზის სასტუმროა. ის ძველი ბიბლიოთეკის შენობას იკავებს. ეს უკანასკნელი კი 35 წელს ითვლის. სწორედ ამიტომ, მარსელმა გადაწყვიტა დიზაინერული ელემენტები ქალაქის კულტურულ-ისტორიულ ნიშნებთან გაეერთიანებინა. სასტუმრო სხვადასხვა სტილის მიქსის ავეჯით და ნივთებითაა დატვირთული. ეს ყველაფერი ჰოლანდიურ ოქროს წლებს გაგახსენებთ. ვესტიბიულის ცენტრში მოდელირებული ვარსკვლავების, პლანეტების და თანავარსკვლავედების ინსტალაცია შეგხვდებათ. ის მინის სახურავის ქვევით არის მოთავსებული და მნახველს ძველმოდურ ასტრონომიას ახსენებს. ზარის ფორმის ჭაღები ინსტალაციის ქვემოთ არის დაკიდული. ჰოლანდიური ორნამენტების კოლექცია კი წინ მდებარე წიგნის კარადაშია განთავსებული. სასტუმროში 122 ნომერია. თითოეული მათგანისთვის შპალერი უნიკალური და ინდივიდუალური შეკვეთით არის შესრულებული. მარსელი დიზაინში იყენებს ისეთ არარეალურ ელემენტებს, როგორებიცაა თევზი და კოვზი.

წყარო: retaildesignblog.net
წყარო: retaildesignblog.net

მარსელის მეორე შედევრად მონდრიანის სამხრეთ სანაპიროს სასტუმრო ითვლება, რომელიც მაიამის სანაპიროზე მდებარეობს. ის 335 სტუდიას და ოთახს მოიცავს. მისი ინტერიერი კი „მძინარე მზეთუნახავის სასახლის“ მიხედვით არის გადაწყვეტილი. სასტუმრო მართლაც ფანტასტიკურია. ვანდერსს შემოაქვს ტრადიციული დიზაინის ელემენტები, რითიც დრამატულ საცხოვრებელ ფართს ქმნის. ის ამ სასტუმროს რეზიდენციისთვის იყენებს საკუთარი დიზაინ-სტუდიის ელემენტებს. ეს ეხება როგორც განათებას, ასევე ავეჯს. ეს ყველაფერი აღჭურვილია ორიგინალური მოქსოვილი სკამებით, დანაწევრებული მაგიდებითა და მოცურავე კარებით. შავი და ოქროსფერი პატერნის ავეჯი და დიდი ზარის ფორმის სანათურები, პრივატული ოთახები, სარკისებრი მოზაიკური სპა-მისაღები სასტუმროს ჯადოსნურ ადგილად აქცევს.

წყარო: bestinteriordesigners.eu
წყარო: bestinteriordesigners.eu
წყარო: hbhospitality.com
წყარო: hbhospitality.com

ჩვენ გირჩევთ

ინტერიერი

თავისუფალი და ლაკონური "ქონთემფორარი" სტილი ინტერიერში

ქონთემფორარი ეს არის ლაკონური სტილი, რომელსაც საზღვრები არ გააჩნია.

1656
ნახე მეტი
ინტერიერი

3D შპალერი თანამედროვე ინტერიერის დიზაინში

სამგანზომილებიანი იგივე 3D შპალერი თანამედროვე ინტერიერში საპატიო ადგილს იკავებს. ამ ბოლო დროს, ის ტრენდული და მოთხოვნადი პროდუქტი გახდა.

10705
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ბამბის რიგი 7

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575