ინტერიერი

დახვეწილი და აქტუალური სპილოსძვლისფერი ინტერიერის დიზაინში

სპილოს ძვლისფერს დიზაინის სამყაროში აივორის უწოდებენ. ის დროთა განმავლობაში აქტუალურობას არ კარგავს.

2365

სპილოსძვლისფერს დიზაინის სამყაროში აივორის უწოდებენ. ის დროთა განმავლობაში აქტუალურობას არ კარგავს. რბილი რძისფერ-თეთრი ჩრდილები ნებისმიერ ოთახს მოუხდება - საძინებელს, მისაღებს, საბავშვოს, სამზარეულოსა თუ სააბაზანოს. ამ მხრივ, არ აქვს მნიშვნელობა ინტერიერის რა სტილი გაქვთ არჩეული. სპილოსძვლისფერი ორგანულად გამოიყენება კლასიკურ სტილში და ულტრათანამედროვე ინტერიერის დიზაინის ნებისმიერ ვარიაციაში. ამ ფერის კიდევ ერთი უპირატესობა ის არის, რომ მისი შეხამება ნებისმიერ ფერთან შეგიძლიათ. ეს კი განპირობებულია იმით, რომ სპილოსძვლისფერს ჩრდილების ნამდვილი საბადო გააჩნია.

სპილოსძვლისფერს დიზაინის სამყაროში აივორის უწოდებენ. ის დროთა განმავლობაში აქტუალურობას არ კარგავს. რბილი რძისფერ-თეთრი ჩრდილები ნებისმიერ ოთახს მოუხდება - საძინებელს, მისაღებს, საბავშვოს, სამზარეულოსა თუ სააბაზანოს. ამ მხრივ, არ აქვს მნიშვნელობა ინტერიერის რა სტილი გაქვთ არჩეული. სპილოსძვლისფერი ორგანულად გამოიყენება კლასიკურ სტილში და ულტრათანამედროვე ინტერიერის დიზაინის ნებისმიერ ვარიაციაში. ამ ფერის კიდევ ერთი უპირატესობა ის არის, რომ მისი შეხამება ნებისმიერ ფერთან შეგიძლიათ. ეს კი განპირობებულია იმით, რომ სპილოსძვლისფერს ჩრდილების ნამდვილი საბადო გააჩნია.

წყარო: remontbp.com
წყარო: remontbp.com

კრემისფერი, სპილოსძვლისფერი ბუნებრივი ფერის მქონე თეთრი კანის მსგავსია. ის უნდა შეუხამოთ შემდეგ ფერებს: მოკოსფერს, შოკოლადისფერ ჩრდილებს, რუხ-იასამნისფერს, ნაცრისფერს, ტერაკოტისფერს, ღია ფორთოხლისფერს, ლურჯს. თუ თქვენი ოთახისთვის იყენებთ სპილოს ძვლისფერს, რომელსაც ცივი თეთრი ჩრდილები აქვს (ხშირად იყენებენ ნაბეჭდ პროდუქტებზე), კონტრასტისთვის შემდეგი ფერები შეუსაბამეთ: შავი, ნაცრისფერი, მოყვითალო მწვანე, იასამნისფერის ღრმა ჩრდილები. კრემისფერ-ყავისფერ სპილოსძვლისფერს კი შემდეგი ფერის ჯგუფი მოუხდება: მუქი ყავისფერი, რუხი მწვანე, რუხი ლურჯი, ვარდისფერის ცივი ჩრდილები, სუფთა ყვითელი. ატმისფერი აივორი არაჩვეულებრივად გამოიყურება შემდეგ ფერებთან: ყავისფერი, ნაცრისფერ-ცისფერი, ღია ფორთოხლისფერი. მოვარდისფრო სპილოს ძვალი ჰარმონიული იქნება ყავისფერთან (შოკოლადისფერი ტონით), ნაცრისფერთან და ვარდისფერთან. სპილოსძვლისფერსი მთავარი დადებითი თვისება ისაა, რომ ის მრავალი წლის გასვლის შემდეგაც კი არ მოგბეზრდებათ. ეს ფერი შეგიძლიათ შეარჩიოთ, როგორც ავეჯის გასაფორმებლად, ასევე ტექსტილის დეკორირებისთვის. თავად ეს ფერი კი ნეიტრალურია და ამიტომ ასე მარტივად ეხამება თითქმის ყველაფერს.

წყარო: remontbp.com
წყარო: remontbp.com

მისაღებ ოთახში კედელზე სპილოსძვლისფერს თუ გამოიყენებთ, შემდეგ კი დიზაინის განახლება გენდომენათ, შეგიძლიათ ტექსტილის (ფარდებისა თუ დივანის ბალიშების) ფერი მარტივად შეცვალოთ. რაც შეეხება მატერიებს, მაგალითად, რძისფერი-თეთრი ჩრდილის მქონე სპილოსძვლისფერი ჰარმონიულ კონტრასტში მოდის ხის მასალებთან. თუ თქვენს მისაღებ ოთახში ამ ფერში გადაწყვეტილი დიდი ზომის კუთხის დივანი და რამდენიმე სკამი გაქვთ, ეს სივრცის ფერის პალიტრაზე დიდ გავლენას მოახდენს.

წყარო: remontbp.com
წყარო: remontbp.com
წყარო: remontbp.com
წყარო: remontbp.com

სპილოს ძვლისფერი განსაკუთრებით შეესაბამება საძინებელ ოთახს. ამ უკანასკნელში ხომ მშვიდი და რელაქსაციური გარემო უნდა იყოს. თუ გეშინიათ, რომ ამ ნათელი ფერით ეს ოთახი გადაიტვირთება, მაშინ ის ფანჯრების რაფისთვის ან საწოლის გადასაფარებლისთვის გამოიყენეთ. თუ თქვენი საძინებელი სამხრეთ ან სამხრეთ-დასავლეთ მხარეს მდებარეობს, უმეტესი დრო ეს სივრცე განათებულია, ამიტომ სპილოსძვლისფერს ღია ლურჯი ჩრდილები შეუსაბამეთ.

წყარო: remontbp.com
წყარო: remontbp.com

ჩვენ გირჩევთ

ინტერიერი

როგორ უნდა შეარჩიოთ იდეალური მცენარე თქვენი ბინის ინტერიერისთვის

მცენარის შერჩევა ბინის ინტერიერის გათვალისწინებით არც ისე მარტივია. ამ ფაქტორთა გათვალისწინებით შეძლებთ ზუსტად ის მცენარე შეარჩიოთ, რომელიც თქვენს ბინას სჭირდება!..

1757
ნახე მეტი
ინტერიერი

სარკის როლი, შერჩევა და სწორი გამოყენება ინტერიერის დიზაინში

ყველა კულტურაში სარკეს ყოველთვის განსაკუთრებული, საკრალური დატვირთვა აქვს. ყოველდღიური დანიშნულების გარდა, სარკე დეკორატორებისა და ინტერიერის დიზაინერების საყვარელი მასალას წარმოადგენს.

1970
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ბამბის რიგი 7

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575