ინტერიერი

ბუნებრივი განათების როლი და უპირატესობები ინტერიერის დიზაინში

არქიტექტორები და ინტერიერის დიზაინერები დიდი ხანია შეთანხმდნენ იმაზე, რომ ბუნებრივი სინათლე უფრო ხშირად უნდა გამოიყენონ შენობების აგებისა და მისი გაფორმების დროს.

1363

არქიტექტორები და ინტერიერის დიზაინერები დიდი ხანია შეთანხმდნენ იმაზე, რომ ბუნებრივი სინათლე უფრო ხშირად უნდა გამოიყენონ შენობების აგებისა და მისი გაფორმების დროს. დიდი თუ სახურავზე დამონტაჟებული ფანჯრებიდან, მზის შუქი დიდ როლს თამაშობს კომფორტული და სასიამოვნო საცხოვრებელი სივრცის შესაქმნელად. მის ასეთ მნიშვნელობას სხვადასხვა მიზეზები განაპირობებს: ბუნებრივი სინათლე, პირველ რიგში, მნიშვნელოვან როლს ასრულებს სივრცის აღქმაში. მზით განათებული ადგილები უფრო ფართო და ექსპანსიური ხასიათისაა, ვიდრე სივრცე, რომელსაც ხელოვნურად ვანათებთ. ამგვარ ინტერიერში ფერები უფრო ღრმაა და ბუნებრივი. ვიზუალურად კი სასიამოვნოდ აღქმება. ხელოვნური სინათლის დროს, ფერებს მკაფიოდ არაბუნებრივი სტილი აქვს, რაც მათ შარმსა და ვიზუალს აფუჭებს.

წყარო: www.archdaily.com
წყარო: www.archdaily.com

ოფისებში მზის შუქის ფართოდ გამოყენება ყველაზე ეფექტური საშუალებაა შრომის დონის ასაწევად. ასევე მას დადებითი ზეგავლენა აქვს ჩვენს ენერგეტიკულ დონეზე. დიდი თუ სახურავზე დამონტაჟებული ფანჯრებით, თქვენ შეგიძლიათ მოახდინოთ უსიამოვნო სუნის, სოკოს სხვადასხვა ფორმისა და ბაქტერიების პრევენცია. ეს ასევე საუკეთესო გზაა ენერგოეფექტურობისთვის და არა მარტო... ზედმეტი ხარჯების შესამცირებლად. როგორც უკვე აღვნიშნეთ, დღის სინათლით სავსე სახლში, თბილი და მშვიდი ატმოსფეროა. დღის განმავლობაში, მზე ცვლის ოთახის ფერსა და ფორმას. მინის გამოყენება ყველაზე კარგი ვარიანტია სახლში დღის სინათლის გასავრცელებლად. გვერდითი მოვლენების ასაცილებლად (სითობს მომატენა ან პირიქით) უნდა შეარჩიოთ ენერგოეფექტური მინა, გამოიყენოთ დაჩრდილვის ტექნიკა და ფანჯრები სწორად განათავსოთ.

წყარო: www.buildinginspiration.co.uk
წყარო: www.buildinginspiration.co.uk

რომაელები მზის შუქს, როგორც მასალას (მაგალითად, ქვა ან აგური), ისე იყენებდნენ. მიზანი ერთი იყო: სივრცე გაეზარდათ. სახლებში სინათლე იყო ინტერნალური და პერიფერიაზე არ ფოკუსირდებოდა. სახლის პატრონი კი მას თავის სტუმრებს ისევე უზიარებდა, როგორც, დავუშვათ, ავეჯს. ამგვარი შედეგის მისაღწევად, რამდენიმე გზა არსებობს: გაზარდოთ სახურავის სექცია, ისე რო მის ორივე მხარეს ფანჯრები იყოს. პატარა სახლებში კი ინტერიერის ფანჯრები ან მინები კედელშივე უნდა ჩაამონტაჟოთ. ეს განსაკუთრებით კარგად მუშაობს აბაზანასა ან საბავშო ოთახში, ანუ, იქ, სადაც გსურთ სინათლის და არა ხმის გადატანა. სინათლის დაბალანება მნიშვნელოვანია. თუ ოთახში მზის შუქი მხოლოდ ერთი მხრიდან შემოდის, ის სიკაშკაშეს ქმნის, ხოლო ჩრდილებს სივრცის უკანა ნაწილში „გადაისვრის“. ამიტომ ეს მხარე ჩაბნელებულია ხოლმე. დიზაინერები გვირჩევენ, რომ განათებული ოთახებისთვის, ფანჯრები ჭერამდე უნდა გავზარდოთ.

წყარო: www.pinterest.com
წყარო: www.pinterest.com

სინათლის კონტროლი უნდა შეგვეძლოს. თბილი კლიმატის გამო, ზაფხულში, სახლში დამონტაჟებულმა ბევრმა ფანჯარამ შეიძლება დისკომფორტი შეგვიქმნას. ფარდებისა და ჟალუზების დაყენებით კი სინათლის კონტროლი შეგეძლებათ.

წყარო: www.http://thedaylightsite.com/
წყარო: www.http://thedaylightsite.com/

ჩვენ გირჩევთ

ინტერიერი

ჯონათან ადლერი - ინტერიერის თანამედროვე დიზაინერის ექსცენტრიული ნამუშევრები

ჯონათან ადლერი ამერიკელი ინტერიერის დიზაინერია. დაიბადა 1966 წელს ნიუ ჯერსიში. მან სახელი თავისი ორიგინალური კერამიკული ნაწარმით გაითქვა,

1388
ნახე მეტი
ინტერიერი

როგორ მოვაწყოთ თანამედროვე სააბაზანო? ინოვაციური რჩევები ინტერიერის დიზაინერებისგან

თანამედროვე სააბაზანო ცდილობს გახდეს უფრო თბილი და საჭირო სივრცე, ამიტომაც მასში ბუნების ელემენტების შეტანა, დეკორაციის სახით ძალიან მოდურია.

1282
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ბამბის რიგი 7

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575