ინტერიერი

ძვირადღირებული ხის სახლები, როგორც ყველაზე მყუდრო და მდიდრული საცხოვრებელი გარემო

მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში ზამთრის კურორტებზე დასვენება სამეფო, არისტოკრატულ საქმიანობად ითვლებოდა.

1557

მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში ზამთრის კურორტებზე დასვენება სამეფო, არისტოკრატულ საქმიანობად ითვლებოდა. დღესდღეობით, დასვენების მსგავსი სტილი ფართო აუდიტორიისთვისაა ცნობილი, მაგრამ უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს არც თუ ისე იაფი სიამოვნებაა. მსოფლიოში არსებობს ისეთი ზამთრის სახლები, რომელთა ღირებულება მილიონ დოლარს აჭარბებს. დღეს ორ მათგანს წარმოგიდგენთ.

მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში ზამთრის კურორტებზე დასვენება სამეფო, არისტოკრატულ საქმიანობად ითვლებოდა. დღესდღეობით, დასვენების მსგავსი სტილი ფართო აუდიტორიისთვისაა ცნობილი, მაგრამ უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს არც თუ ისე იაფი სიამოვნებაა. მსოფლიოში არსებობს ისეთი ზამთრის სახლები, რომელთა ღირებულება მილიონ დოლარს აჭარბებს. დღეს ორ მათგანს წარმოგიდგენთ.

წყარო: mmabreck.com
წყარო: mmabreck.com

ჰალა რანჩო ყველაზე ძვირად შეფასებული ხის სახლია. ის კოლორადოში, ასპენის მთიან კურორტზე შეგხვდებათ. სახლი აშენებულია არქიტექტურული ფირმის „Hagman Yaw“-ის მიერ 1991 წელს. ფორბსის ჟურნალის მიერ, ჰალა რანჩო ყველაზე ძვირადღირებულ სახლად არის შეფასებული მთელი ამერიკის მასშტაბით. შენობას აქვს მექანიკური მაღაზია, თავისი ბენზინის ტუმბოებით და მანქანის სამრეცხაოთი. რანჩოს ცენტრალური ნაწილი თეთრ სახლზე უფრო დიდია. ის აშენებულია მასიური ხე-ტყისა და ქვის სვეტებისგან. აქ შეხვდებით 15 საძინებელს (ყველა თავისი შიდა ეზოთი) და 16 სააბაზანოს. 

წყარო: ski.curbed.com
წყარო: ski.curbed.com

 გრანდიოზული ზომის მიუხედავად, სახლის თითოეული ოთახი ინტიმურ გარემოს ქმნის. შენობის ინტერიერში აუცილებლად შეამჩნევთ წითელ ხესა და ბრინჯაოს ტექნიკას. ასევე, ვიტრაჟულ მინებს და შეშის ბუხარს. სტუმრების ოთახი გადაჰყურებს ჩანჩქერსა და ბასეინს. 

წყარო: expansion.com
წყარო: expansion.com

ჰალა რანჩო მოიცავს კომერციულ სამზარეულოს, სათევზაო აუზს, ბადმინტონისა და ტენისის მოედანს, საცურაო აუზსა და უსაფრთხოების დახვეწილ სისტემას. სახლში შესვლამდე, შეხვდებით ჩანჩქერს და დიდი გრანიტისგან დამზადებულ სკულპტურას, სადაც „hala“ იკითხება. ეს არაბულ ენაზე მისალმებას ნიშნავს. რანჩოს ტერიტორიაზე ათასობით ფიჭვისა და ვერხვის ხეებია გაშენებული. ფანჯრებიდან კი ულამაზესი პანორამული ხედები იშლება.

წყარო: hdwallpaperg.com
წყარო: hdwallpaperg.com

27 მილიონად შეფასებული ‘Belz Chateau“ კი ცხოველთამოყვარულების გულს მარტივად მოიგებს, რადგან აქ ძაღლების აბაზანასაც კი გადააწყდებით.

წყარო: ski.curbed.com
წყარო: ski.curbed.com

საძინებელი ოთახი, 6 სააბაზანო და, რა თქმა უნდა, შიდა ეზოები. ეს ყველაფერი არაა. ადგილი მოიცავს თეატრებს, საუნას და ღვინის გროტებს. „Belz Chateau“ მდებარეობს მონტანაში, „დიდი ცის“ სოფელში, სადაც გალატინის ეროვნულ ტყეა. სახლის ინტერიერი შემუშავებულ იქნა ბოლოდროინდელი აუდიო და ვიზუალური ტექნიკური აღჭურვილობით. ის შეიცავს ყველაზე თანამედროვე დაცვის სისტემას და პირად სათხილამურო ხიდსაც კი.

წყარო: suburbanmen.com
წყარო: suburbanmen.com

სახლში დაგხვდებათ ორიგინალური მინის კოლექცია და ისეთი არტისტების ნამუშევრებს, როგორებიცაა: ტომას სკუნი, ზორა პალოვა, კიტ კლეიტონი, რიჩარდ ჯოლი, ვილიამ დე ბილზანი და ასე შემდეგ. შენობის ექსტერიერი მოიცავს გარე ეზოებს, ეზოს ბუხარს და მომაჯადოვებელ აუზს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ „Belz Chateau“-თვის 5 წელი აგროვებდნენ მსოფლიოში ყველაზე ძვირფას მატერიებს, უმაღლესი დონის საცხოვრებელი გარემო შეექმნათ.

წყარო: suburbanmen.com
წყარო: suburbanmen.com

ჩვენ გირჩევთ

ინტერიერი

ჭკვიანი სახლები ინტერიერის თანამედროვე დიზაინერებისგან

თანამედროვე სამყარო უამრავ ინოვაციურ პროექტს გვთავაზობს, რომელიც ჩვენს ცხოვრებას ამარტივებს და „მომავლის სამყაროსთან“ გვაკავშირებს.

2328
ნახე მეტი
ინტერიერი

როგორ შევარჩიოთ იატაკი? ძირითადი ტიპები და მათი დადებითი და უარყოფითი მხარეები

იატაკი უფრო მეტია ვიდრე დიზაინური ელემენტი თქვენს სათავსოში. მის სწორად შერჩევაში პროფესიონალი დიზაინერების ეს რჩევები გამოგადგებათ...

1574
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ბამბის რიგი 7

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575