მოძრავი კედელი პატარა სახლებში - სივრცის დაზოგვის ეფექტური მეთოდი
ინტერიერის დიზაინში მოძრავი კედლები ფართოდ გამოიყენება და პოპულარობითაც სარგებლობს.
ცხოვრობდეთ ისეთ ბინაში, სადაც ჩვეულებრივ შეგეძლებათ კედლების გაღება თუ გადაადგილება, ინოვაციურად და, ცოტა არ იყოს, სამეცნიერო ფანტასტიკად ჟღერს. მიუხედავად ამისა, ინტერიერის დიზაინში მოძრავი კედლები ფართოდ გამოიყენება და პოპულარობითაც სარგებლობს. ამ შემთხვევაში, კედლები გადაადგილდება და პირდაპირ უკავშირდება სახლის შიდა თუ გარე ნაწილს. ზუსტად ამ მიზნით, ერთ-ერთი ევროპული კომპანია თავის მომხმარებელს საიმედო მოძრავი კედლის სისტემას სთავაზობს. ამ უკანასკნელს აივანთან თუ დაამონტაჟებთ, ჩვეულებრივ საცხოვრებელ ოთახს ტერასად მარტივად გადააქცევთ.

მოქნილი მოძრავი კედლები, პატარა სივრცის სახლებისთვის, განსაკუთრებულად ეფექტურია. განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი. ეს სახლი 39 კვადრატული მეტრია და სოჰოში მდებარეობს. მის დიზაინზე პასუხისმგებლობა სტუდენტებმა, კატალინ სანდუმ და ადრიან ლანსუმ, აიღეს. ბინის ცენტრად მისაღები ოთახი წარმოგვიდგება, რომელსაც მოძრავი კედელი ორ ნაწილად ჰყოფს: მისაღებად და სამზარეულოდ. ამის გარდა, დივანი და თარო მულტიფუნქციური დანიშნულებისაა. ხელის რამდენიმე მოძრაობით, ისინი შეგიძლიათ დასაწოლ ადგილად გადააქციოთ.
ნიუ-იორკში მდებარე ეს ბინა კიდევ უფრო პატარაა - 36 კვადრატული მეტრი. მოძრავი კედლის დახმარებით, მისაღები ოთახი, სამუშაო თუ დასაძინებელი სივრცე, სამზარეულო, სააბაზანო და ტანსაცმლის გამოსაცვლელი ადგილი, ერთ მიკროსახლში მარტივად ეტევა. კედელი სახლის ერთი ადგილიდან მეორეზე სრიალდება და აკავშირებს ან ჰყოფს დღის ზონას ღამის ზონისგან. კიდევ ერთი მოქნილი დიზაინერული ელემენტი ეს ტელევიზორია, რომელიც შეგიძლიათ 180 გრადუსით მოატრიალოთ. ბინის დიზაინი კომპანია „MKCA"-მ შეიმუშავა.
რა შეგიძლიათ მოათავსოთ 28 კვადრატული მეტრის ფართობის მქონე სახლში? ალბათ ბევრი ვერაფრი, მაგრამ „LAAB"-ის არქიტექტორთა ჯგუფმა, ჰონგ კონგში მდებარე 28 კვადრატული მეტრის სახლში, სასწაულები გააკეთა. მთლიანი სამზარეული, აბაზანა, სახლის კინო-თეატრი, სავარჯიშო სივრცე და უამრავი სათავსო ამ პატარა სივრცეში მოათავსა. ეს უკანასკნელი, მოძრავი კედლების დახმარებით იხსნება და იხურება. სახლის აღჭურვილობები შესაძლებელია გადაადგილდეს ან დაიმალოს კედლების უკან. სმარტ ავეჯი კი დიზაინის მოქნილობას ხელს უწყობს.
პარიზსაც აქვს თავისი პატარა ბინა. ის სულ რაღაც 8 კვადრატული მეტრისაა და სახურავის ქვემოთ არის განთავსებული. ეს პატარა და ვიწრო სივრცე იტევს: სამზარეულოს, სამუშაო ოთახს, აბაზანას (რომელიც მოძრავი კედლის უკან არის დამალული). სახლის თითოეული სანტიმეტრი ჭკვიანურად არის გამოყენებული. ამის გარდა, დიზაინერთა ჯგუფმა „Kitoko Studio"-მ იმაზეც იზრუნა, რომ ბინას თანამედროვე და სტილური ინტერიერი ჰქონოდა.
ჩვენ გირჩევთ
ფანჯრებისა და ბუნებრივი განათების მნიშვნელობა საძინებელი ოთახის ინტერიერში
საძინებლის დიზაინის მოწყობისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ მისი განათების პერსპექტივები.
როგორ მოვაწყოთ მყუდრო და თანამედროვე საძინებელი? რჩევები დიზაინერებისგან...
თანამედროვე დიზაინი უფრო და უფრო ორიენტირდება ადამიანის შინაგან სამყაროზე, ინტერიერის დიზაინერთა შთაგონებაც, ხომ სწორედ ადამიანია...
ჩატვირთვა
კონტაქტი
ოფისი:
ბამბის რიგი 7