ექსტერიერი

ეკო-მეგობრული ბაღის მნიშვნელობა და როგორ მოვაწყოთ ის ჩვენს ეზოში

ნამდვილი ეკო-ბაღი უფრო მეტია, ვიდრე ყვავილებისა და მწერების კოლექცია. ეს არის მოძრავი, სტაბილური გარემოცვა მცენარეების, ცხოველებისა და სხვა ცოცხალი არსებების.

1817

ბაღის მოწყობისას, უფრო და უფრო ტრენდული ხდება მასში ეკო მეგობრული შტრიხების შეტანა. რას ნიშნავს ეკო-მეგობრული ბაღი? ბევრი თვლის, რომ ნებისმიერი ბაღი ასეთია, რადგან აქ ეკოსისტემა არსებობს (მხოლოდ იმიტომ, რომ ფუტკრები და ჭიანჭველები ყვავილებს „სტუმრობენ“). ნამდვილი ეკო-ბაღი უფრო მეტია, ვიდრე ყვავილებისა და მწერების კოლექცია. ეს არის მოძრავი, სტაბილური გარემოცვა მცენარეების, ცხოველებისა და სხვა ცოცხალი არსებების. ეს ჩვენი პლანეტის ჯანმრთელობისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია. და მაინც როგორ შევქმნათ ამგვარი ბაღი?

ბაღის მოწყობისას, უფრო და უფრო ტრენდული ხდება მასში ეკო მეგობრული შტრიხების შეტანა. რას ნიშნავს ეკო-მეგობრული ბაღი? ბევრი თვლის, რომ ნებისმიერი ბაღი ასეთია, რადგან აქ ეკოსისტემა არსებობს (მხოლოდ იმიტომ, რომ ფუტკრები და ჭიანჭველები ყვავილებს „სტუმრობენ“). ნამდვილი ეკო-ბაღი უფრო მეტია, ვიდრე ყვავილებისა და მწერების კოლექცია. ეს არის მოძრავი, სტაბილური გარემოცვა მცენარეების, ცხოველებისა და სხვა ცოცხალი არსებების. ეს ჩვენი პლანეტის ჯანმრთელობისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია. და მაინც როგორ შევქმნათ ამგვარი ბაღი?

წყარო: interiorexteriordoors.com
წყარო: interiorexteriordoors.com

ნიადაგს ნუტრიენტები ბუნებრივი საშუალებებით დაუმატეთ და არ გამოიყენოთ ქიმიური სასუქები. ნიადაგის განაყოფიერებისთვის გადაამუშავეთ ისეთი პროდუქტები, როგორებიცაა: საკვები ძვალი ან თევზის ემულსია, სხვადასხვა ნარჩენთან ერთად. ეკო-მეგობრულ ბაღში ბუნებრივი რესურსები გონივრულად უნდა გამოიყენოთ. ყურადღება მიაქციეთ, თუ როგორ და რით მორწყავთ თქვენს ბაღს. უმჯობესია, თუ შეიძენთ სპეციალურ წვეთოვან სარწყავ მილს. ეს არის სპეციფიკური მოწყობილობა, რომელსაც აქვს პატარა ნახვრეტები. დამზადებულია ისეთი მატერიისგან, როგორიცაა სინთეზირებული რეზინა. ის საირიგაციო სისტემის უბრალო, დაბალფასიანი და გადაუმუშავებელი ტიპია. წვიმის დროს კონტეინერები წყალშემკრების (ჟოლოფის) ქვეშ დააწყვეთ. ამგვარად წვიმის წვეთები შეაგროვეთ და გამოიყენეთ გაზონისთვის. ასევე შესაძლებელია გადინების მილების დამონტაჟებაც, რომელიც წყალშემკრებიდან გამომავალ წვიმის წვეთებს შეაგროვებს. გახსოვდეთ, რომ გაზონებს ბევრი წყალი სჭირდებათ ამიტომ, თუ საჭიროა შეამცირეთ მათი ზომა. შექმენით ბაღი ქვებისგან. ეს ბაღს სილამაზეს მატებს და არა მარტო, მათი მოვლა საკმაოდ მარტივია, ვიდრე ბალახიანი ეზოსი. ეკო-მეგობრული ბაღისთვის ადგილობრივი მცენარეები და ყვავილები შეარჩიეთ. რადგანაც ისინი კლიმატსა და ზრდის სპეციფიკურ პირობებს არიან მიჩვეული, ადვილად გაიხარებენ. მათ ნაკლები მორწყვა და განაყოფიერება დასჭირდებათ. ბაღის მოვლისას სცადეთ ეკო-მეგობრული მებაღეობის მეთოდები, რათა აკონტროლოთ მცენარეთა დაავადეები. კალიუმის ბიკარბონატი, რძე, საცხობი სოდა და ზეთი მეტად უსაფრთხოა ბუნებისთვის, ვიდრე სინთეტიკური პროდუქტები. სათიბი მანქანა ელექტრონული უნდა იყოს და არა გაზის.

წყარო: thegreendivas.com
წყარო: thegreendivas.com

ეკო-მეგობრულ ბაღებში ხეები აუცილებლად დარგეთ. ისინი აუმჯობესებენ ჰაერის ხარისხს და ჩრდილს გვთავაზობენ. რაც შეეხება პესტიციდებს, ისინი ფრთხილად აარჩიეთ. სინთეზური ინსექტიციდები მწერებს განურჩევლად კლავს. ეს ნიშნავს იმას, რომ ის კლავს იმ საზიანო მწერებს, რომლებიც თქვენს ნიადაგს აჩანაგებს, მაგრამ ასევე კლავს სასარგებლო ცოცხალ ორგანიზმებსაც (მაგალითად, ფუტკრებს). სწორედ ამიტომ უნდა შეირჩეს სწორედ პესტიციდები. რაც შეეხებათ სარეველებს, ისინი ბუნებრივი ჰერბიციდებით გაანადგურეთ. გამოიყენეტ 20 პროცენტიანი ძმარმჟავა. ასევე გახსოვდეთ, რომ ეს უკანასკნელი მცენარეებსაც კლავს, ამიტომ ყურადღებით მოიხმარეთ. სარეველების კონტროლისთვის სცადეთ ნატურალური სიმინდის წებოვანა.

წყარო: renomania.com
წყარო: renomania.com

ჩვენ გირჩევთ

ექსტერიერი

ნიუ-იორკი სადღესასწაულო ფორმაში, ანუ როგორ ხვდება ქალაქი ახალ-წელს!

შობა-ახალი წელი ერთ-ერთი საოცარი დღესასწაულია ჩვენს ცხოვრებაში. ის განსაკუთრებულად აღინიშნება ნიუ-იორკში.

1788
ნახე მეტი
ექსტერიერი

ბაღის დეკორირება ექსტერიერის დიზაინში და 2017 წლის საინტერესო ტრენდები

თუ ბაღის დეკორირებას გადაწყვეტთ, საკუთარ თავს შემდეგი კითხვები დაუსვით: ბაღის რა ნაწილისა და სივრცის გამოყოფა შეგიძლიათ სპეციალური დეკორირებისთვის?

1368
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ბამბის რიგი 7

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575