როგორ გავალამაზოთ ბაღი საშემოდგომო დეკორით?
გადავწყვიტეთ დღეს შთამბეჭდავ საშემოდგომო დეკორაციებზე გესაუბროთ და ბაღის მოწყობის, რამდენიმე საინტერესო რჩევა გაგიზიაროთ.
მათ, ვისაც საკუთარი ბაღი აქვთ და მცენარებიის მოვლა, გახარება საყვარელ ჰობად აქვთ ქცეული კარგად იციან, რომ წელიწადის ყოველ დროს თავისი სილამაზე აქვს. რა თქმა უნდა, შემოდგომა ერთ-ერთი გამორჩეული დროა. როდესაც ბუნებრივი სილამაზე, მშვენიერ ფერთა გამა და მოსავლის სასიამოვნო სურნელი შემოეპარება ჩვენს ირგვლივ არსებულ გარემოს თითქოს ახლიდან ვიბადებით და დადებითი ენერგიით ვიმუხტებით. მიუხედავად იმისა, რომ წელიწადის ეს დრო თავისთავად ლამაზია, მაინც შეიძლება ბუნებრივი მატერიების გამოყენებით ჩვენი ბაღის საოცარ ადგილად გადაქცევა და მისთვის ზღაპრული ელფერის შეძენა. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ დღეს შთამბეჭდავ საშემოდგომო დეკორაციებზე გესაუბროთ და ბაღის მოწყობის, რამდენიმე საინტერესო რჩევა გაგიზიაროთ.

თქვენი საშემოდგომო ბაღის დასამშვენებლად მრავალი გზა არსებობს. შეგიძლიათ საშემოდგომო ყვავილები პატარა ქოთნებში მოათავსოთ და სახლის გარშემო დააწყოთ. ასევე ძალიან პოპულარული დეკორაციია სხვადასხვა ფერის ფოთლებისგან გირლანდების გაკეთება სახლის ფასადის, თუ ღობის მორთვა. მოაგროვეთ ბაღში ჩამოცვენილი სხვადახვა ხის ფოთოლი, გამხმარი ტოტები და გრძელ თოკზე მიამაგრეთ. ყვითელი ფოთლებისგან ასევე შესაძლებელია არაჩვეულებრივი გვირვინი გაკეთდეს, რომელიც ღობეს და თქვენს კარს გაალააზებს. საშემოდგომო გირლანდები და გვირგვინი შეგიძლიათ რკოებით, კაკლებით, კოწახურის ტოტით და სხვადასხვა მცენარით მორთოთ. ასე მათ უფრო ლამაზ და ბუნებრივ იერს შესძენთ.
რა თქმა უნდა, საშემოდგომო ბაღის აუცილებელი და ყველაზე მოთხოვნადი დეკორაცია - გოგრაა. მოაგროვეთ სხვაასხვა ფორმის, ფერის და ზომის გოგრები. ისინი შეგიძლით ერთად დაააწყოთ, ან მწრკივად განათავსოთ ბაღში. თუ ზედმეტი დრო გაქვთ, გოგრის ლამაზად გამოჭრა და მისი შანდლად გადაქცევაა შესაძლებელი, რაც თქვენ ბაღს ღამითაც განსაკუთრებულად დაამშვენებს. გოგრასთან ერთად შესაძლებელია დეკორატიული კომბოსტოს გამოყენებაც, რომელიც ძალიან ლამაზი და ეფექტური მცენარეა და განსაკუთრებით ამშვენებს ნებისმიერი სტილის ბაღს.
ჩვენ გირჩევთ
როგორ მოვაწყოთ ბაღი იაპონური ინსპირაციით - სიმშვიდისა და ესთეტიკის კულტურა გარემოში
კაცობრიობა მის იდეებს, ცხოვრების წესსა და უბრალოდ ბედნიერებას მატერიალურად გამოხატავს და მას გარკვეულ მახასიათებლებს ჩუქნის. სწორედ ასეთი ტრადიციული ესთეტიკის მაგალითია იაპონური ბაღები.
სხვადასხვა ქვეყნის საახალწლო სიმბოლოდ ქცეული ნაძვის ხეები და მათი ისტორია
ახალი წლის ყველაზე გავრცელებული და ცნობილი სიმბოლო ნაძვის ხეა. დროთა განმავლობაში ის, ახალი წლის განუყოფელი ნაწილიც გახდა.
ჩატვირთვა
კონტაქტი
ოფისი:
ბამბის რიგი 7