ეკო-მეგობრული ინსტალაციები, როგორც თანამედროვე ხელოვნების საინტერესო ფორმა
ბუნების დაცვისკენ მიმართული ხელოვნება მთელ რიგ შემოქმედებით პროცესს მოიცავს: ბუნებასთან ისტორიული მიდგომებით დაწყებული, პოლიტიკური და ეკოლოგიური ტიპის სამუშაოებით დამთავრებული.
ბუნების დაცვისკენ მიმართული ხელოვნება მთელ რიგ შემოქმედებით პროცესს მოიცავს: ბუნებასთან ისტორიული მიდგომებით დაწყებული, უკანასკნელი პოლიტიკური და ეკოლოგიური ტიპის სამუშაოებით დამთავრებული. ეს ეკო-მეგობრულ ინსტალაციებსაც ითვალისწინებს, რომელიც ყოველგვარ ფორმალურ ჩარჩოებს სცდება და ცდილობს უფრო მეტად იყოს ბუნებასთან ახლოს. უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში, სხვადასხვა ინსტალაცია მსოფლიოში „მოგზაურობს“. ეს სოციალურ და კულტურულ ასპექტებს მოიცავს და ეხმარება მსოფლიოს ადამიანებს, ბუნების დაცვასთან დაკავშირებული ცნობიერების ამაღლებაში.
ბუნების დაცვისკენ მიმართული ხელოვნება მთელ რიგ შემოქმედებით პროცესს მოიცავს: ბუნებასთან ისტორიული მიდგომებით დაწყებული, უკანასკნელი პოლიტიკური და ეკოლოგიური ტიპის სამუშაოებით დამთავრებული. ეს ეკო-მეგობრულ ინსტალაციებსაც ითვალისწინებს, რომელიც ყოველგვარ ფორმალურ ჩარჩოებს სცდება და ცდილობს უფრო მეტად იყოს ბუნებასთან ახლოს. უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში, სხვადასხვა ინსტალაცია მსოფლიოში „მოგზაურობს“. ეს სოციალურ და კულტურულ ასპექტებს მოიცავს და ეხმარება მსოფლიოს ადამიანებს, ბუნების დაცვასთან დაკავშირებული ცნობიერების ამაღლებაში.
“საცეკვაო დარბაზი ლუმინოსოს“ ინსტალაცია სან ანტონიოში მდებარეობს. ეს ულამაზესი დისპლეი 6 ეკო-მეგობრული ნათურაა, რომელიც გადამუშავებული ველოსიპედის ნაწილებისგან შედგება. ინსტალაცია ჯო კონელმა და ბლესინგ ჰანქოქმა შექმნეს. თითოეული სფერული ჭაღი ირეკლავს შუქს და ქმნის გამოსახულებებს. ერთი ჭაღი მოიცავს ჩონჩხის პატერნს და ვარდისფრად ბრწყინავს. სხვა ჭაღი ცისფერ შუქს გამოყოფს და ამით ყვავილების მაგვარ პატერნს ქმნის. ექვსივე ჭაღის მთლიანი ეფექტი კი მაყურებელში საოცარ განცდებს იწვევს: თითქოს ისინი სხვადასხვა სამყაროში მოგზაურობდნენ. ინსტალაცია შესანიშნავი მტკიცებულებაა იმისა, რომ ეკო-მეგობრული პროდუქტები მოდურ ესთეტიკასაც შეიცავს. ეს გარემოს დაცვასთან დაკავშირებული პროგრესის მეტაფორაა.
კონსუმერიზმის სამყაროში, დიზაინის სტუდიამ „Super Nature Design“-მა გადაწყვიტა ადამიანებს შორის ბუნებისა და სამომხმარებლო ქცევების შესახებ ცნობიერება გაეზარდა. დიზაინერებმა შემოგვთავაზეს ინსტალაცია სათაურით: „ნაქსოვი ტყე“, რომელიც ორ უზარმაზარ ხის ირემს მოიცავს. ისინი მნახველების მიერ უნდა მოიქსოვოს. ყოველ სტუმარს სტრუქტურის ირგვლივ ძაფის მოხვევას სთხოვენ. ეს ყველაფერი გრძელდება იქამდე, სანამ ირმები მთლიანად არ დაიფარება. ინსტალაციის მთავარი აზრიც ესაა: დაგვანახოს, თუ როგორ მოქმედებს თითოეული ადამიანის ქმედება ბუნებასა და გარემოზე. პირველად „ნაქსოვი ტყის“ ინსტალაცია 2011 წელს ჰონგ კონგში, ერთ-ერთ ფესტივალზე დაიდგა
დიდ ბრიტანეთში, დღეში დაახლოებით 15 მილიონი პლასტმასის ბოთლი მოიხმარება. ცნობილმა ბრიტანელმა ეკო-შემოქმედმა სარა ტარნერმა კი მათი დახმარებით კრეატიული და შთამბეჭდავი ინსტალაცია შექმნა. მან ადგილობრივი ბავშვები დაიხმარა და სპილოს სკულპტურა ააგო. ინსტალაცია 900 გადამუშავებული პლასტმასის ბოთლისგან შედგება. სარამ სპილოს სტრუქტურას მსუბუქი ჩონჩხიც გაუკეთა, რომელიც ჰულა-ჰუპებით, ხითა და გადამუშავებული წყლის ბოთლებით შექმნა. ეს ყველაფერი საბოლოოდ თეთრად მოიხატა. სკულპტურა სპეციალურად 2014 წლის ფესტივალისთვის დამზადდა. აქ კი ყოველ დამსწრეს შეეძლო თითოეული ბოთლი ცისფერი ფრჩხილის ლაქით დაემშვენებინა.
„ნაგავი ადამიანები“ - მსგავსი სახელწოდების ინსტალაციის აზრი გერმანელ შემოქმედ ჰა შულტს პირველად 1996 წელს დაებადა. შულტმა ამ ყველაფერის შექმნას 6 თვე მოანდომა და დაახლოებით 30 ასისტენტიც დაიხმარა. პროექტისთვის მთავარი მატერიები გერმანიაში მოგროვდა. „ნაგვის ადამიანები“ შედგება კომპიუტერებისგან, პლასტმასებისგან, მანქანის ნაწილებისა და თუნუქის ქილებისგან. მთლიანი ინსტალაცია იმ ნაგვისგან გაკეთდა, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ვაწარმოებთ. ადამიანის ზომის ნაგავი დღემდე არ კარგავს პოპულარობას. სულ რამდენიმე წლის წინ, ის ნორვეგიაში, სვალბარდის ყინულში დადგეს. ინსტალაციამ იმოგზაურა ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა: ჩინეთი (იდგა დიდ კედელზე), იტალიაში, ეგვიპტეში, რომში და ასე შემდეგ.
ჩვენ გირჩევთ
ყველაფერი ბაღების გაშენების კულტურის შესახებ
ბაღების გაშენება ძველი სამყაროდან იღებს სათავეს და ის თითქმის ყველა კულტურას ახასიათებს.
თანამედროვე ხიდები, როგორც ეკოლოგიური მდგრადობისა და ინოვაციური დიზაინის კარგი მაგალითი
უკანასკნელი ორი ათწლეულის განმავლობაში დიზაინერული და საინჟინრო ინოვაციები მუდმივად გვაოცებს.
ჩატვირთვა
კონტაქტი
ოფისი:
ბამბის რიგი 7