ექსტერიერი

როგორ გამოიყურება კრეატიული და თანამედროვე სინათლის ინსტალაციები სხვადასხვა ქვეყნებში?

სინათლის ინსტალაციები თანამედროვე არქიტექტურისა და დიზაინის სამყაროში დიდი პოპულარობით სარგებლობს. დღეს რამდენიმე მათგანს წარმოგიდგენთ.

1731

სინათლის ხელოვნება გამოყენებით ხელოვნებას მიეკუთვნება, რომლის მთავარი თემაც, რა თქმა უნდა, სინათლეა. ეს არის ფორმა, სადაც, როგორც ქანდაკებას შეუძლია წარმოქმნას სინათლე, ასევე - პირიქით. სინათლის სკულპტურები შეიძლება იყოს დროებითი ან მუდმივი. ის შეგხვდებათ: მუზეუმებში, გამოფენებზე, ფესტივალებზე. სინათლის ინსტალაციები თანამედროვე არქიტექტურისა და დიზაინის სამყაროში დიდი პოპულარობით სარგებლობს. დღეს რამდენიმე მათგანს წარმოგიდგენთ. ჰოლანდიელმა დიზაინერმა, დენ რუზგრადმა, ბრწყინვალე სინათლის ინსტალაცია შექმნა. ეს უკანასკნელი ჩრდილოეთის ციალის ეფექტს ირეკლავს. ის ჰოლანდიაში მდებარეობს და წარმოადგენს სინათლის ტალღისებურ ხაზებს, რომელიც მიწის 4 ჰექტარზე ვრცელდება. ინსტალაცია ქმნის „ვირტუალური წყალდიდობის“ ეფექტს, რომელიც ავრორა ბორეალისს წააგავს. მსგავსი ულამაზესი შედეგის შესაქმნელად, რუზგარდმა გამოიყენა ცისფერი LED ნათურები. ამით მან წყლის ილუზია შექმნა. LED განათებები პერიფერიის გარშემო დაიდგა და დაინსტალირდა, ისე რომ ლინზები სინათლეზე ყოფილიყო ფოკუსირებული. ჰაერში სხივები იკვეთება და ჩრდილეოეთის ციალის ილუზიას წარმოქმნის.

წყარო: www.studioroosegaarde.net
წყარო: www.studioroosegaarde.net
წყარო: www.studioroosegaarde.net
წყარო: www.studioroosegaarde.net

ფერადი ნათურების კაშკაშა და ფსიქოდელიური გამოფენა კი დიდი ბრიტანეთის ნაციონალურ მედიამუზეუმში მოეწყო. ინტერაქტიული ნამუშევარი მანჩესტერელ ლიზ ვესტს ეკუთვნის და მოიცავს 250 ფერად, ფლურესცენციულ ნათურასა და 30 მეტრის სიმაღლის სარკების კომბინაციას. ინსტალაცია პოზიტიურად ეხმიანება სინათლისა და ხელოვნების მეცნიერების შესწავლასა და განვითარებას. სარკეები ირეკლავს ჭერზე განთავსებულ, 250, დაახლოებით 2-მეტრიან, ფლურესცენციულ, ფერად ნათურებს. ვესტმა გამოიყენა 191 ინდივიდუალური ფერის ფილტრი და დააკავშირა 50 სხვადასხვა ფერთან, რომლებიც მხოლოდ ერთხელ მეორდებიან. სარკეები კი აირეკლავს და ფორმას უცვლის ფერად ნათებას, გარდაქმნის და წარმოქმნის ტალღისებურ ფორმებსა თუ თეთრ სინათლეს.

წყარო: www.studioroosegaarde.net
წყარო: www.studioroosegaarde.net
წყარო: www.thetelegraphandargus.co.uk
წყარო: www.thetelegraphandargus.co.uk

ღრუბლების ჭერი - ინტერაქტიული და ბრწყინვალე ნათურების ინსტალაციაა, რომელიც ჩიკაგოს ერთ-ერთ ბარში გვხვდება. ინსტალაცია პერმანენტულია და იყენებს მოძრავ სენსორებს, 15 000 ნათურასა და LED განათებას. პროექტი კეიტლინდ ბრაუნსა და გარეტ ვეინს ეკუთვნით. ჩიკაგომდე, მსგავსი ღრუბლების ჭერი, მათ კალგარში დაამონტაჟეს. თუმცა ეს უკანასკნელი დროებითი იყო და მისი ჩართვა-გამორთვა ნებისმიერ დამთვალიერებელს, თოკებზე ჩამოქაჩვით, შეეძლოთ. ჩიკაგოს ღრუბლების ჭერი დამზადებულია ფოლადისა და ამრეკლავი პლასტმასის ნაჭრისგან. მოძრავი სენსორების დახმარებით, ბარში მოსიარულე ადამიანებს LED განათებების კონტროლი შეუძლიათ. მოძრავი მინის ზედაპირი კი სინათლეს მთელი ბარის ტერიტორიაზე ავრცელებს და ადამიანების მოძრაობასა და მათ ენერგიას შეესაბამება.

წყარო: www.inhabitat.com
წყარო: www.inhabitat.com
წყარო: www.inhabitat.com
წყარო: www.inhabitat.com

ჩვენ გირჩევთ

ექსტერიერი

რეკრეაციული ზონების მნიშვნელობა ურბანულ გარემოში და მათი უპირატესობები

რეკრეაცია ეს ადამიანის რაციონალური აქტივობაა, რომელიც ემსახურება მისთვის სიამოვნების მინიჭებას და ძალების აღდგენას ნებისმიერ დროსა და გარემოში.

7097
ნახე მეტი
ექსტერიერი

სათამაშო სივრცე ურბანულ გარემოში, როგორც ბავშვთა განვითარებისთვის წინაპირობა

თამაში ბავშვთა განვითარებისთვის აუცილებელია, რადგან აუმჯობესებს მათ უნარებს და ისინი მეტად დამოუკიდებელნი ხდებიან.

1489
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ბამბის რიგი 7

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575