საცხოვრებელი გარემო

ეკოლოგიური საფრთხე და ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სავალალო შედეგები

თანამედროვე ქალაქი საკუთარი თავის ძიებასთან და შესაძლებლობების მრავალფეროვნებასთან ასოცირდება. სამწუხაროდ, ამ სივრცეში ცხოვრება დღითიდღე აუტანელი ხდება!

1691

ინდუსტრიულმა რევოლუციამ, გასული საუკუნეების პოლიტიკურმა, ტექნიკურმა და სოციალურმა მოვლენებმა გვაჩუქა თანამედროვე ქალაქი ისეთი, როგორიც ის ახლა არის: გახსნილი სივრცეებით, თავისუფლებითა და საქმიანი რიტმით. დღეს ქალაქი საკუთარი თავის ძიებასთან და შესაძლებლობების მრავალფეროვნებასთან ასოცირდება, ადგილთან, რომელიც ადამიანებს იზიდავს და სამწუხაროდ, ამ სივრცეში ცხოვრება დღითიდღე აუტანელი ხდება.

ინდუსტრიულმა რევოლუციამ, გასული საუკუნეების პოლიტიკურმა, ტექნიკურმა და სოციალურმა მოვლენებმა გვაჩუქა თანამედროვე ქალაქი ისეთი, როგორიც ის ახლა არის: გახსნილი სივრცეებით, თავისუფლებითა და საქმიანი რიტმით. დღეს ქალაქი საკუთარი თავის ძიებასთან და შესაძლებლობების მრავალფეროვნებასთან ასოცირდება, ადგილთან, რომელიც ადამიანებს იზიდავს და სამწუხაროდ, ამ სივრცეში ცხოვრება დღითიდღე აუტანელი ხდება.

წყარო: London
წყარო: London

2015 წლის მონაცემებით, მსოფლიოში, წელიწადის განმავლობაში, 200 მილიონი ავტომობილი 200 მილიონ ტონა ნახშირორჟანგს, 40 მილიონ ტონა ნახშირწყალბადს და 20 მილიონ ტონა აზოტის ოქსიდს გამოყოფს. ავტომობილის გამონაბოლქვი აირი შეიცავს დაახლოებით 200 სხვადასხვა ნივთიერების ნარევს, რომელთა ხშირი სუნთქვა ცვლის სისხლის ფორმულას, იწვევს კიბოს და სასუნთქი ორგანოების დაავადებებს და ყოველწლიურად 400 000 ადამიანის გარდაცვალების მიზეზს წარმოადგენს. მსოფლიოში ჰაერის დაბინძურების უმეტესი წილი ავტომობილების გამონაბოლქვზე მოდის.

წყარო: London
წყარო: London

საქართველოში 930 000 ავტომობილია რეგისტრირებული, ამ სატრანსპორტო საშუალებების 55-60% (2015 წ.) თბილისში რეგისტრირდება, ეს კი ნიშნავს, რომ ჩვენს დედაქალაქში დაახლოებით ნახევარი მილიონი ავტომობილია. რა თქმა უნდა, სტატისტიკა მზარდია და მათი რაოდენობა ყოველწლიურად იმატებს. სოციალურ და პოლიტიკურ ვითარებასთან ერთად, ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია ქალაქში ცხოვრების დონის განსაზღვრისას. თბილისი კი, სააგენტო მერკერის, 2015 წლის მონაცემებით ევროპაში ცხოვრების ხარისხის მაჩვენებლით, მინსკთან ერთად ბოლო ადგილზეა. ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგს თბილისში გარემოს ეროვნული სააგენტო ახორციელებს. ჰაერის დაბინძურება ყველაზე მაღალია ხშირი საცობებისა და აქტიური სატრანსპორტო მოძრაობის ადგილას. აღსანიშნავია, რომ ჰაერი ძირითადად ავტომობილების გამონაბოლქვითაა დაბინძურებული, ანუ აზოტის დიოქსიდის რაოდენობა დასაშვებ ზღვარს აღემატება.

წყარო: Tbilisi
წყარო: Tbilisi

სწორედ ამ ფაქტს მიაწერენ გარემოს დამცველები „თბილისურ სმოგს“, რომელიც ჩვენს ქალაქში რამდენიმე წელია გაჩნდა. ზოგადად, განასხვავებენ 2 ტიპის სმოგს, ლონდონურს და ლოს ანჯელესის, იმ ქალაქების სახელწოდებების მიხედვით, სადაც იგი პირველად იქნა შემჩნეული. ლონდონური ტიპის სმოგი შემოდგომა - ზამთრის პერიოდში შეინიშნება, ხოლო ლოს ანჯელესის სმოგი თბილ თვეებში შეინიშნება და მას საზღვაო და სამდინარო გამონაბოლქვი იწვევს. საღამოს, ზამთრის თვეებში თბილისის ქვაბულზე გადმოხედვისას ნისლისებური ჰაერი კი სწორედ თბილისური სმოგია, რომელიც ქალაქს აწევს და რომლის განიავება სულ უფრო და უფრო რთულია. 
მსოფლიო გამოცდილების მიხედვით, ავტომობილების გაუმართავობა და დაბალი ხარისხის საწვავი, სმოგისა და ბინძური ატმოსფეროს მთავარი გამომწვევი მიზეზია. ეკოლოგიური რეგულაციები ცხოვრების მაღალ სტანდარტებთანაა დაკავშირებული, ამიტომ ითვლება, რომ ამ გზით ეკო წინსვლა ქვეყანას ეკონომიურად უკან დახევს. თუმცა, საყოველთაოდაა ცნობილი, რომ მდგრადი განვითარება საკუთარ თავში ეკონომიკისა და ეკოლოგიის თანაბარ განვითარებას მოიაზრებს და ეკონომიკის განვითარების ფასად რაიმეს დათმობა პრიორიტეტების არასწორი გადანაწილებაა. 
აღსანიშნავია ისიც, რომ თუნდაც სახელმწიფო ორგანოებმა საწვავში გოგირდის რაოდენობის, ტექნიკური მაჩვენებლებისა და იმპორტის რეგულაცია მიიღონ, ჩვენს გარემოს უფრო კომპლექსური მიდგომა დასჭირდება რაც სამოქალაქო აქტივობას, მწვანე ნარგავების ფართობის გაზრდასა და მშენებლობების შემცირებას მოიაზრებს. კარგი მაგალითია საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაც: ვენაში, რომელიც მსოფლიოში საუკეთესო საცხოვრებელ ქალაქად ითვლება, იგივე მერკერის მონაცემებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ისეა განვითარებული, რომ მაცხოვრებელს უბრალოდ არ სჭირდება ავტომობილის გამოყენება. ელექტრო ავტომობილები და ქალაქის ცენტრში ავტომობილით გადაადგილების შეზღუდვაც უკვე ნაცადი და გამართლებული მეთოდია საცხოვრებელი სივრცის გასაუმჯობესებლად.

წყარო: Copenhagen
წყარო: Copenhagen

ეკოლოგიურად გამართლებული გადაწყვეტილებები მცირე ბიუჯეტის მიუხედავად, ძალიან სწრაფად უნდა მივიღოთ, რომ უფრო სავალალო შედეგამდე არ მივიდეთ. ამისთვის, კი საჭიროა თითოეულმა მოქალაქემ დამოუკიდებლად, საკუთარ თავთან ავირჩიოთ, თუ როგორ ქალაქში გვინდა ცხოვრება. ჯანსაღი ცხოვრება პირველ რიგში საკუთარი საცხოვრებლიდან უნდა დავიწყოთ.

ჩვენ გირჩევთ

საცხოვრებელი გარემო

ქუჩები ავტომანქანების გარეშე - მსოფლიო 22 სექტემბრისთვის ემზადება!

22 სექტემბერს მსოფლიო მანქანებისგან თავისუფალ საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამ დროს მძღოლები თავიანთ ავტომობილებს სახლში ტოვებენ ხოლმე.

1347
ნახე მეტი
საცხოვრებელი გარემო

ურბანული ხმაური, მისი გამომწვევი მიზეზები, გავლენა ადამიანებზე და გამოსავალი

როცა ხმა უხეშად ერევა ცხოვრების ბუნებრივ რიტმში, ის თავისი დანიშნულების ჩარჩოებს ტოვებს და დამაბინძურებელ ფაქტორად გარდაიქმნება.

1493
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ბამბის რიგი 7

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575