რატომ უნდა ვეძებოთ მშვიდი საცხოვრებელი გარემო? მიზეზები და უპირატესობები
დღეს, მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი ქალაქში ცხოვრობს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი პირდაპირ მოქმედებს ქალაქის თითოეულ მაცხოვრებელზე
დღეს, მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი ქალაქში ცხოვრობს და მათი რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 2050 წლისთვის ურბანული მაცხოვრებლების რაოდენობა 70 %-მდე გაიზრდება. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი პირდაპირ იმოქმედებს ქალაქის თითოეულ მაცხოვრებელზე, მათ ჯანმრთელობასა და კარგად ყოფნაზე. სამწუხაროდ ხმაური, ტრანსპორტი, დაბინძურება, უარყოფითად მოქმედებს ადამიანზე და სწორედ ამიტომ აუცილებლად უნდა დავფიქრდეთ, თუ როგორ გარემოში გვინდა ცხოვრება და ჩვენთვის უსაფრთხო და მშვიდი საცხოვრებელი ადგილი შევარჩიოთ.
დღეს, მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი ქალაქში ცხოვრობს და მათი რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 2050 წლისთვის ურბანული მაცხოვრებლების რაოდენობა 70 %-მდე გაიზრდება. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი პირდაპირ იმოქმედებს ქალაქის თითოეულ მაცხოვრებელზე, მათ ჯანმრთელობასა და კარგად ყოფნაზე. სამწუხაროდ ხმაური, ტრანსპორტი, დაბინძურება, უარყოფითად მოქმედებს ადამიანზე და სწორედ ამიტომ აუცილებლად უნდა დავფიქრდეთ, თუ როგორ გარემოში გვინდა ცხოვრება და ჩვენთვის უსაფრთხო და მშვიდი საცხოვრებელი ადგილი შევარჩიოთ.
ურბანული ცხოვრება (2010 წლის კვლევის მიხედვით) მენტალური დაავადებების რისკს 21%-იდან 39 %-მდე ზრდის. რატომ ხდება ისე, რომ რაც უფრო დიდ ქალაქში ვცხოვრობთ, მით უფრო დიდი შანსია ფსიქოლოგიური ზიანი მივიღოთ? გერმანელი მკვლევარი მაზდა ადლი ავტორია პარადოქსული კონცეპტის მქონე თეორიის - მარტოობა ბრბოში. „როგორც ჩანს, ჩვენი ტვინი არ არის ისე უნაკლოდ მოწყობილი, რომ ურბანულ ბუნებას შეესაბამებოდეს“,- ამბობს ადლი,-„ჩემი აზრით, სოციალური სიმკვრივე და სოციალური იზოლაცია ერთი და იგივე დროს ხდება და ნებისმიერი ადამიანისთვის რისკის შემცველია. ამის შედეგად კი „ქალაქურ სტრესს“ ვიღებთ.“ მკვლევარები თვლიან, რომ ამის მიზეზი დოპამინში უნდა ვეძებოთ. ეს მრავალფუნქციური ნეირომედიატორი გახლავთ, რომელიც ჩვენს სიამოვნებას უზრუნველყოფს. ურბანული ცხოვრება კი ერთ-ერთი მიზეზია იმისა, თუ რატომ შეიძლება არასწორად წარიმართოს მისი წარმოქმნა. განმეორებადი სტრესი, მაღალი სოციალური სიმჭიდროვე, სოციალურ იზოლაციასთან ერთად მოქმედებს დოპამინის სისტემაზე და მივყავართ ისეთ სავალალო შედეგამდე, როგორიც შიზოფრენიაა. სამწუხაროდ, ეს დაავადება სწრაფად იზრდება მსოფლიოს მოსახლეობაში. ამის საპირისპიროდ, ბრიტანული 17-წლიანი კვლევა აჩვენებს, რომ ურბანულ ტერიტორიებში გამწვანებული ტერიტორია მოსახლეობაში კეთილდღეობის დონეს ზრდის. „ჩვენი კვლევა აჩვენებს, რომ ისეთ ურბანულ გარემოში ცხოვრება, რომელიც მწვანე საფარით მდიდარია, ადამიანზე პოზიტიური იმპულსების მომტანია. ეს შეიძლება ქორწინებისგან მიღებულ სიამოვნებასაც კი შევადაროთ“,- ამბობს მეთიუ ვაითი.
ურბანული ცხოვრების განუყრელი ნაწილი, რაოდენ სამწუხაროც უნდა იყოს, დაბინძურებული ჰაერია. მყარი ნაწილაკები და აზოტის დიოქსიდი - ჰაერის 2 ყველაზე გავრცელებული დამაბინძურებელი ნივთიერებაა. მრავალი კვლევა ადასტურებს იმას, რომ ისინი დაკავშირებულია გულის და კორონარული არტერიის დაავადების და ფილტვის კიბოსგან გამოწვეულ სიკვდილთან. ამასთან ერთად დაბინძურებული ჰაერი ასთმასაც იწვევს. ბავშვები, რომლებიც ურბანულ სამეზობლოში იზრდებიან, ასთმის დამართვის მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან. ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ ქალაქში უფრო მიდრეკილი ხართ ალერგიისკენ, ვიდრე სოფელში. კვლევის დროს, ადამიანებს მკლავზე (ან მის უკან) დააწვეთეს ხსნარი, რომელიც შეიცავდა ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ალერგენს. ისინი, ვინც იყვნენ ქალაქიდან, ჰქონდათ უფრო ძლიერი ალერგიული რეაქცია, ვიდრე ადამიანებს სოფლიდან. ურბანული გარემოს კიდევ ერთი დამახასიათებელი პრობლემაა ხმაური, რომელზეც არაერთხელ ვისაუბრეთ და რომელიც სულ უფრო ძნელი ასატანი ხდება ჩვენთვის. 2015 წლის კვლევამ აჩვენა კავშირი დღის განმავლობაში მოძრავი ტრანსპორტის ხმასა და მაღალსიკვდილიანობას შორის. ხნიერ ადამიანებში კი მაღალი ხმების გამო გულის შეტევის რისკი იზრდება.
ამ ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, სულ უფრო მეტი დაკვირვებით უნდა შევარჩიოთ ის ადგილი, სადაც ვიცხოვრებთ. მშვიდი საცხოვრებელი გარემო, დადებითად აისახება ადამიანის ჯანმრთელობასა და მის განვითარებაზე. თუმცა, მხოლოდ მშვიდი ადგილის პოვნა არაა საკმარისი, საჭიროა ვისწავლოთ მისი მოფრთხილება და დაცვა. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, თუ როგორ ვებრძოლოთ დაბინძურებას, მაღალ ხმასა და სტრესს. ერთად უნდა შევინარჩუნოთ და მოვუფრთხილდეთ ჩვენთვის უსაფრთხო საცხოვრებელ გარემოს.
ჩვენ გირჩევთ
დაბინძურების უარყოფითი გავლენა ეკოსისტემაზე და მისი შეჩერების ხერხები
ევრი ადამიანი არ აღიარებს იმ ფაქტს, რომ ჩვენი პლანეტა ყველაზე მეტად არის დაბინძურებული, ვიდრე ეს ოდესმე ყოფილა
ნახშირორჟანგის გავლენა ადამიანებსა და ბუნებაზე - დიდი ქალაქების დიდი თავისტკივილი
გლობალურ დათბობას, ბევრი გამომწვევი მიზეზი აქვს. მეცნიერები თქმით, ყველაზე დიდ როლს ამ სახიფათო პროცესში წვით მიღებული გამონაბოლქვი და მათი დაგროვება იწვევს.
ჩატვირთვა
კონტაქტი
ოფისი:
ბამბის რიგი 7