ინტერიერი

ესპანური სტილი ინტერიერის დიზაინში, ანუ მყუდრო და დახვეწილი გარემო საცხოვრებელში

თუ თქვენ გსურთ სახლში დახვეწილი და კლასიკური გარემო შექმნათ, რომელიც ამავდროულად მყუდრო იქნება, მაშინ ესპანურ ინტერიერის დიზაინს გირჩევთ

1778

თუ თქვენ გსურთ სახლში დახვეწილი და კლასიკური გარემო შექმნათ, რომელიც ამავდროულად მყუდრო და დამამშვიდებელი იქნება, მაშინ ესპანურ ინტერიერის დიზაინს გირჩევთ. ამ უკანასკნელმა პოპულარობის პიკს მეოცე საუკუნის შუა ხანებში კალიფორნიაში, ტეხასსა და ფლორიდაში მიაღწია. ამ ინტერიერის დიზაინის ელემენტები დღესაც პოპულარულია. ის დაგეხმარებათ ისეთი საცხოვრებელი ადგილი შექმნათ, რომელიც მეგობრულთან ერთად პრაქტიკული და ფუნქციური იქნება. ფერადი კედლებისა და მუქი იატაკის კომბინაცია საშუალებას გაძლევთ კრეატიულად იფიქროთ. ინსპირაციისთვის შეხედეთ ესპანური ხელოვნების ნიმუშებს, ქვეყნის ფოტოგრაფიას, ტრადიციულ ღონისძიებებს, როგორიცაა ფლამენგოს ცეკვა და ასე შემდეგ. პიკასოს, გოიას და დალის შემქომედება დაგეხმარებათ უკეთ გაიცნოთ ეს თემა.

წყარო: impressiveinteriordesign.com
წყარო: impressiveinteriordesign.com

ესპანური ინტერიერის დიზაინში კედლები უბრალოა. აქ შპალერი არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენება. კედლებზე ტექსტურული ან ხელოვნური დაბოლოებების შექმნა ზუსტად შეესაბამება ესპანურ სტილს. ეს ორი სხვადასხვა გზით შეგიძლიათ მიიღოთ: გამოიყენეთ სხვადასხვა ტიპის ღრუბელი ან ფუნჯი, რომელთა საშუალებით ერთი ფერის, სხვადასხვა ტონს კედელზე დაიტანთ. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალური საღებავი, რომელშიც პოლიმერსა და ცემენტზე დამზადებულ პლასტერს აურევთ. ეს კედელზე წაუსვით, შემდეგ კი 100 პროცენტიანი აკრილის საღებავს ორ ფენად გადაუსვით. ამით შებათქაშებული კედლის ეფექტს მიიღებთ.

წყარო: impressiveinteriordesign.com
წყარო: impressiveinteriordesign.com

ხალიჩების გამოყენება ესპანურ ინტერიერში იშვიათად გვხვდება. მათ ნაცვლად ფარდაგები გამოიყენება ხოლმე. მაგრამ თუ ხალიჩა გსურთ, შეარჩიეთ კრემისფერი, რომელსაც მწვანე ან ყვითელი ხაზოვანი დიზაინი ექნება. ესპანური დიზაინის იატაკის ტრადიციული მასალა მერქანია. ეს უკანასკნელი ძვირია, თუმცა ფილებთან შედარებით თბილია და ლამაზადაც გამოიყურება. ფილები ხელმისაწვდომი ვარიანტია. თუ ტერაკოტისფერ, ან კერამიკულ ფილებს აირჩევთ, ეს ნამდვილად კარგი არჩევანი იქნება.

წყარო: impressiveinteriordesign.com
წყარო: impressiveinteriordesign.com

ესპანური ინტერიერის დიზაინი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ სინათლე და სივრცე კარგად ავითვისოთ და ზედმეტი ავეჯი არ დაგვჭირდეს. რაც შეეხება ავეჯს, ის უნდა გაკეთდეს მუქი ხისგან ან გამომწვარი რკინისგან. მეორე მხრივ, მეორეული ან ნახმარი იერის ავეჯი თქვენს სივრცეში ესპანურ ატმოსფეროს შემოიტანს. მრავალფეროვანი ფარნები, სანდლები - ესპანური სტილისთვის დამახასიათებელია. სიტრონელას სანთლები კი ვიზუალურთან ერთად ფუნქციურიცაა: ის აფრთხობს მწერებსა და კოღოებს. რაც შეეხება აქსესუარებს, გამოიყენეთ გამომწვარი რკინის ფარდის ბოძები, კარის სახელურები თუ ჭაღები. მთავარია, ოთახი ბევრი ელემენტით არ გადატვირთოთ.

წყარო: impressiveinteriordesign.com
წყარო: impressiveinteriordesign.com

ჩვენ გირჩევთ

ინტერიერი

ნაცრისფერი საძინებელი - თანამედროვე ტრენდი დიზაინერებისგან

გთავაზობთ სტატიას საძინებლის ნაცრისფერ ფერში მოწყობის შესახებ.

2017
ნახე მეტი
ინტერიერი

ეკლექტიკა ინტერიერის დიზაინში, ანუ როგორ გამოვხატოთ საკუთარი თავი მაქსიმალურად

არქიტექტურის ისტორიაში ეკლექტიკას დიდი ადგილი უჭირავს და ის ძირითადად ფუფუნებას გამოხატავს.

2019
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ბამბის რიგი 7

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575