არქიტექტურა

ფრენკ გერი - ყველაზე უცნაური არქიტექტორი არქიტექტორთა შორის

კანადელ-ამერიკელი არქიტექტორი, ფრენკ გერი, სახელგანთქმულია თავისი პოსტმოდერნული დიზაინით. საკულტო ნამუშევრები ისეთ შენობებს მოიცავს, როგორებიცაა, გუგენჰაიმის მუზეუმი ბილბაოში, უოლტ დისნეის საკონცერტო დარბაზი და ვაისმანის ხელოვნების მუზეუმი.

2253

კანადელ-ამერიკელი არქიტექტორი, ფრენკ გერი, სახელგანთქმულია თავისი პოსტმოდერნული დიზაინით. საკულტო ნამუშევრები ისეთ შენობებს მოიცავს, როგორებიცაა, გუგენჰაიმის მუზეუმი ბილბაოში, უოლტ დისნეის საკონცერტო დარბაზი და ვაისმანის ხელოვნების მუზეუმი. გერი ტორონტოში 1929 წლის 28 თებერვალს დაიბადა. ის სწავლობდა ჰარვარდისა და სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტში. მე-20 საუკუნეში კი მისი სახელი ყველაზე ცნობილ არქიტექტორებს შორის მოხვდა. მისი შემოქმედება თამამი, პოსტმოდერნული ფორმებისა და უჩველო ფაბრიკაციების გამოყენებით არის გამორჩეული. გარდა არქიტექტურული ნაგებობისა, გერის ეკუთვნის ავეჯის ხაზიც: „მარტივი კიდეები“. ავეჯის ნაწილები მუყაოს ფენებისგან მზადდებოდა და 1969-1973 წლებში იყიდებოდა. პირველი ცათამბჯენი 2011 წელს ნიო-იორკში ააშენა. ამას მოჰყვა ჰონგ-კონგის კოშკი. გარდა არქიტექტურული უცნაური ფორმებისა, გერი უჩველო მასალებსაც არჩევს. ეს არის გოფრირებული ლითონის ფურცლები, რომლებიც ნაგებობებში დაუმთავრებელი ან ორგანული სახით გვხვდება. აქედან გამომდინარე, გერის შემოქმედება ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ადვილად ცნობადია.

წყარო: www.news.usc.edu
წყარო: www.news.usc.edu

არატრადიციული დიზაინის „მოცეკვავე სახლი“ პრაღაში მდებარეობს. ფრანკ გერისთან ერთად დიზაინის შექმნაში მონაწილეობა ჩეხმა არქიტექტორმა ვლადო მილუნიჩმაც მიიღო. შენობა 4 წლის განმავლობაში, 1992-დან 1996-მდე, შენდებოდა. მოცეკვავე სახლი კრიტიკოსების მთავარ თემას ხშირად წარმოადგენდა, რადგან ის იდგა ბაროკოული და გოთიკური სტილის შენობებს შორის. თავად მოცეკვავე სახლების სტილს დეკონსტრუქციულად მოიხსენებიენ. „მოცეკვავე“ ფორმა 99 პანელით არის გამოსახული, რომლებსაც სხვადასხვანაირი ფორმა და მიმართულება აქვთ. შენობის ზემოდან კი ორმაგი მეტალის სტრუქტურა გვხვდება, რომელსაც ზედმეტსახელად მედუზას უწოდებენ.

წყარო: www.architecturaldigest.com
წყარო: www.architecturaldigest.com

რეი და მარია სტატს ცენტრი ფრენკ გერის ერთ-ერთი უჩველო დიზაინის მქონე შენობაა მასაჩუსეტსში. რადგანაც პროექტი რეი და მარია სტატმა დააფინანსეს, შენობას მათი სახელიც ეწოდა. დამფინანსებლებს შორის ბილ გეიტსი და ალექსანდრე დრეიფუსიც მონაწილეობდნენ, მეოთხე სართულზე პროექტი ორ ნაწილად იყოფა და მათი სახელი ჰქვია. კრიტიკოსების აზრით, სტალა ყოველთვის დაუმთავრებელ ეფექტის შთაბეჭდილებას გვიქმნის. მინის ზედაპირის მქონე ლითონი, შეღებილი ალუმინი, ღია ფერის საღებავები, გოფრირებული ლითონი - ყველაფერი იმპროვიზირებულად გამოიყურება, თითქოს ისინი ბოლოს ჩაამატეს, - ამბობენ კრიტიკოსები. კრიტიკა ასევე უკავშირდება მშენებლობის სიძვირეს, რომელიც 283 მილიონი დოლარი დაჯდა. შენობის ინტერიერს კი ხშირად კატასტროფასაც კი ადრიან.

წყარო: www.architecturaldigest.com
წყარო: www.architecturaldigest.com

ღვინის ქარხანა ესპანეთის რეგიონში მდებარეობს, რომლის არსებობაც 150 წელს ითვლის. გერიმ კი მისი რეკონსტრუქცია ითავა. პროექტი მოიცავს სწორხაზოვანი ელემენტების სერიას, ქვიშაქვებში დატანებულ ტყავს, ოქროსა და ვარდისფერი ტიტანის მიქსს, მინის ზედაპირის უჟანგავს ფოლადს. შენობა დამთვალიერებელს მართლაც უნიკალურ გამოცდილებას სთავაზობს.

წყარო: www.architecturaldigest.com
წყარო: www.architecturaldigest.com

ჩვენ გირჩევთ

არქიტექტურა

„პლასტმასის სახლები“ - უსახლკაროთა და ეკოლოგიური პრობლემების მოგვარების რევოლუციური გზა

მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციები უამრავ ღონისძიებას ატარებენ პლასტმასის ნარჩენების რიცხვის შესამცირებლად, მათი რაოდენობა მაინც არ იკლებს.

1501
ნახე მეტი
არქიტექტურა

თანამედროვე ენერგოეფექტური შენობები და ეკოლოგიური მდგრადობის მნიშვნელობა არქიტექტურაში

შენობების უმეტესობა დიდი რაოდენობით ენერგიას მოითხოვს. საბედნიეროდ, ბოლო ათწლეულების განმავლობაში მდგრადი არქიტექტურა ნელ-ნელა იკიდებს ფეხს...

1518
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ბამბის რიგი 7

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575