არქიტექტურა

ფუნქციური და ლაკონური ჰაი-ტეკის მნიშვნელობა კერძო სახლების არქიტექტურაში

მაღალტექნოლოგიური სტილი იგივე ჰაი-ტეკი არა მარტო დიდი შენობების ასაგებად, არამედ კერძო სახლების არქიტექტურაშიც ფართოდ გამოიყენება.

1310

მაღალტექნოლოგიური სტილი იგივე ჰაი-ტეკი არა მარტო დიდი შენობების ასაგებად, არამედ კერძო სახლების არქიტექტურაშიც ფართოდ გამოიყენება. ეს სტილი იწვევს ტრადიციულ ფორმებსა და მოძველებულ გადაწყვეტილებებს. მათ კი ლაკონურობასა და ფუნქციურობას ანაცვლებს. ჰაი-ტეკის სტილში შექმნილი სახლის ამოცნობა მარტივია. მას სხვა შენობებისგან ადვილად გაარჩევთ. ისინი მაქსიმალურად ფუნქციური და ამასთან ერთად, მინიმალისტურია. ახასიათებთ შესაშური გეომეტრიულობა და დეკორაციების სიმცირე. სივრცის, სინათლისა და ფორმის ჰარმონიული კომბინაცია კი პრაქტიკული და კომფორტული ცხოვრების გარანტიას ქმნის. ჰაი-ტეკის ნებისმიერი დეტალი უკანასკენლი ტექნოლოგიური მიღწევების გათვალისწინებას გულისხმობს, ამიტომ სამშენებლო მასალები არცთუ ისე იაფი ჯდება.

წყარო: www.remontbp.com
წყარო: www.remontbp.com

აი, როგორია ჰაი-ტეკის სტილში აშენებული სახლების ტიპური მახასიათებლები: ისინი დიდი ზომის სტრუქტურებია - მსხვილი და მარტივი ფორმები, სუფთა ხაზები, კუბიზმისა და კონსტრუქტივიზმის ელემენტები. რაც შეეხება ამ სტილის ინტერიერს, ის მინიმალისტურ სტილშია გადაწყვეტილი. ფასადებისთვის გამოიყენება შემდეგი მასალები: ბეტონი, მინა, მეტალი და პლასტმასი. დეკორი კი ფასადისა და ინტერიერის შემთხვევაშიც, მინიმალურად ფუნქციონირებს. ჰაი-ტეკის სტილის სახლების სახურავები მაქსიმალურადაა დატვირთული. ისინი, ფაქტობრივად, რეკრეაციული ადგილებია. აქ შეიძლება შეხვდეთ აბანოებსა და სათამაშო მოედნებსაც კი. მეორე ვარიანტია, როცა სახურავი გამჭვირვალე მინისგან არის დამზადებული, რაც შესაძლებლობას ქმნის, მზის შუქის მაქსიმალურ ათვისებას. ფასადის ფერთა გამა თავისი სიცივითა და სიმკაცრით გამოირჩევა. აქტიურად გამოიყენება მეტალისფერი ჩრდილები. ჰაი-ტეკის სტილისთვის მნიშვნელოვანია მზის შუქი, ამიტომ მისთვის დამახასიათებელია პანორამული ფანჯრები. კედლები ხშირად მინისგან არის ნაშენი, რაც მაქსიმალურ გამჭვირვალობას იძლევა. ჰაი-ტეკის სახლების ეზოებში დიდი ხეების ნაცვლად, პატარა გაზონებს შეხვდებით. თუმცა, ამ ბოლო დროს, დიზაინერები აღნიშნავენ, რომ ეს სტილი ბუნებასთან დაახლოებას ცდილობს. მაგალითად, ფასადების დეკორირებისას ხის მასალაც შეიძლება შეგხვდეთ.

წყარო: www.remontbp.com
წყარო: www.remontbp.com

მთლიანობაში, ჰაი-ტეკი რამდენიმე მიმართულებად შეიძლება დავყოთ, რომლებსაც თავიანთი ინდივიდუალური მახასიათებლები აქვთ. მაგალითად, ინდუსტრიული ჰაი-ტეკის სტილში აგებული სახლებისთვის სამრეწველო ესთეტიკაა დამახასიათებელი (მილები, მეტალის ელემენტების მთლიანობა, სიმძიმე). გეომეტრიული ჰაი-ტეკი კი ამ სტილის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმდინარეობაა. ის გამოირჩევა რთული კონსტრუქციებით, პროპორციებითა და ტრადიციული ელემენტებისგან შექმნილი ფორმით. კონსტრუქტივიზიმი და კუბიზმი - მისი ინსპირაციის წყაროა. ბიონური ჰაი-ტეკი ე.წ ორგანული არქიტექტურაა ბუნების ფორმებისა და სტრუქტურების დაცვას ცდილობს. ამ შემთხვევაში, სწორი ხაზების ნაცვლად, მისთვის მიღებული მრგვალი ფორმებია. მემბრანული გადახურვა კი მას ყველა დანარჩენისგან გამოარჩევს.

წყარო: www.remontbp.com
წყარო: www.remontbp.com

კერძო სახლებს, რომლებიც ჰაი-ტეკის სტილშია აშენებული, ხშირად აქვთ საკუთარი წყლის გადამუშავების სისტემა, რომელიც წვიმის წვეთების შეგროვებას გულისხმობს. ეს უკანასკნელი კი ბუნების დაცვის წესებთან თანხვედრაში მოდის.

წყარო: www.remontbp.com
წყარო: www.remontbp.com

ჩვენ გირჩევთ

არქიტექტურა

ეკო-მეგობრული სახლების საინტერესო პროექტები

თანამედროვე არქიტექტურა მიისწრაფვის ეკოლოგიური, სუფთა მატერიებისა და ტექნოლოგიის აქტიურ გამოყენებისკენ.

1248
ნახე მეტი
არქიტექტურა

5 საუკეთესო სტუდენტური არქიტექტურული პროექტი, რომელიც საზოგადოებამ გამოარჩია

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული არქიტექტურული საიტი, საუკეთესო სტუდენტური არქიტექტურული პროექტის გამოსავლენად, უკვე მესამე წელია გამოკითხვას ატარებს.

1094
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ბამბის რიგი 7

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575