ფუნქციური და პროგრესული თანამედროვე არქიტექტურა და მისი მნიშვნელობა გლობალურ საზოგადოებაში
თანამედროვე არქიტექტურა მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში წარმოიშვა და დომინანტური მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გახდა.
თანამედროვე არქიტექტურა მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში წარმოიშვა და დომინანტური მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გახდა. ის დაფუძნებულია კონსტრუქციის ახალ ტექნოლოგიებზე. იყენებს მინის, ფოლადის და რკინა-ბეტონის მატერიებს. მე-19 საუკუნეში ტექნოლოგიის, ინჟინერიის და სამშენებლო მატერიების განვითარებამ, უფრო სწორად რევოლუციამ, ისტორიული არქიტექტურული სტილის „დამსხვრევა“ გამოიწვია. ეს კი ახლის და მეტად ფუნქციური სტილის შექმნის წინაპირობა იყო. ზუსტად ასე ხასიათდება თანამედროვე არქიტექტურა - რაციონალური, ფუნქციური და გეგმიური. მე-19 საუკუნიდან მოყოლებული, თანამედროვე ტექნოლოგიის პრაქტიკასა და თეორიაში გამოყენების უამრავი მცდელობა იყო. ეს არქიტექტურის თანამედროვე სტილის ფორმულირებასაც ისახავდა მიზნად, რომელიც მის ასაკთან შესატყვისი იქნებოდა. რკინისა და მინის ტექნიკურმა პროგრესმა შექმნა ისეთი კონსტრუქცია, როგორიცაა „ბროლის სასახლე“ ლონდონში. მომდევნო წლების განმავლობაში რკინის, მინისა და ფოლადის ტანდემი, არქიტექტორებსა და ინჟინრებს საშუალებას აძლევდა შეევსოთ სივრცეები, მატარებლის სადგურებსა და მარკეტის შესასვლელებში. თუმცა სტრუქტურული ფორმები წინააღმდეგობაში მოდიოდა არარელევანტურ ორნამენტებთან. 1889 წლის მიწურულს ეიფელის კოშკის რკინის ჩონჩხი საზოგადოებაში დისკუსიების სათავე გახდა. ვილიამ ლე ბარონ ჯენიმ კი ფოლადის ჩონჩხი გამოიყენა ჩიკაგოს ურბანული ცათამბჯენის შესაქმნელად. დამატებით, კონკრეტულ კონსტრუქციებზე ექსპერიმენტებს ფრანგი ფრანცუის ჰენებიქი და აუგუსტ პერეტი ატარებდნენ. ამ ყველაფრის შედეგად კი, თანამედროვე არქიტექტურის ფორმალური კონცეფცია მუშავდებოდა.

1920 წლისთვის არქიტექტურულ სივრცეს ფუნქციური შენობები იკავებს. მათ უკვე მძიმე კონსტრუქციად აღარ აღიქვამენ. თანამედროვე არქიტექტურის მაშინდელი წამყვანი ინოვაცია სივრცის სინათლით შევსება და თხელი ფარდების კედლები იყო. ვიზუალური ესთეტიკა მოდერნული არქიტექტურისთვის კი აბსტრაქტული ფერწერითა და სკულპტურით გახლდათ შთაგონებული. ლე კორბუზიეს წიგნმა „Vers une architecture“ უდიდესი როლი ითამაშა თანამედროვე არქიტექტურის ფორმისა და თანამიმდევრობის ჩამოყალიბებაში. 1932 წელს თანამედროვე არქიტექტურისთვის დამახასიათებელი გახდა ტერმინი „საერთაშორისო სტილი“. მე-20 საუკუნის შუახანებისთვის, მოდერნული არქიტექტურა ეფექტური ინსტრუმენტი იყო იმ პრობლემის გადასაჭრელად, რასაც გლობალურ საზოგადოებაში გაზრდილი კომპლექსური შენობები წარმოადგენდნენ. უდიდესი არქიტექტურული ფირმები: ჰარისონი, აბრამოვიჩი, სქიდმორი და მერილი თამაშობდნენ წამყვან პოზიციებს მოდერნული არქიტექტურის პოპულარიზებაში. მეოცე საუკუნის 50-იან წლებში, თანამედროვე არქიტექტურას მისი სტერილურობისა და რეგიონული მშენებლობის ტრადიციების უგულებელყოფისთვის აკრიტიკებდნენ. უფრო მრავალფეროვანი, ინდივიდუალური და რეგიონალისტური ხედვა კი არქიტექტორების შემდეგმა თაობამ შეიმუშავა. თანამედროვე არქიტექტურის ცნობილი წევრები არიან: საარინენი, ალვარ აალტო, პერი ლუიჯი ნერვი, პაოლო სოლერი, ლუციო კოსტა, ოსკარ ნიემერ, ფელიქს კანდელა.
თანამედროვე არქიტექტურისთვის სიმარტივე და სუფთა ხაზებია დამახასიათებელი. ეს თავისთავადია, რადგან ის „აბსტრაქციაზეა“ დაფუძნებული. მარტივი, გეომეტრიული ფიგურები, მართკუთხა ფორმები და ხაზობრივი ელემენტები მოდერნ არქიტექტურის მახასიათებელი ნიშნებია. თანამედროვე მშენებლობები თავისი ფუნქციურობითაც გვაოცებს. ღია სივრცის კონცეფცია კი ფუნქციონალიზმს თან სდევს. კუთხოვანი ფანჯრები, მცოცავი მინის კარები, აივნები, ბუნებრივი ლანდშაფტური დამატებები მოდერნული არქიტექტურის სტილს ქმნის. ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი კი ესპანეთში, ბარსელონა პავილიონის სახით გვხვდება.
ჩვენ გირჩევთ
ფაველა - ურბანული არქიტექტურის საინტერესო და დაუმორჩილებელი ფენომენი
ფაველა ძალიან საინტერესო და ღარიბი ურბანული ფენომენია, რომელიც მეცხრამეტე საუკუნიდან არსებობს.
პატარა სახლების ორიგინალური და ფუნქციური პროექტები
არქიტექტორები და მშენებლები აღიარებენ, რომ პატარა სახლები მეტად ლამაზი და ეფექტურია განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს უკანასკნელნი ეკო-მეგობრულია.
ჩატვირთვა
კონტაქტი
ოფისი:
ბამბის რიგი 7