ვენეციის ბიენალე 2016 - უმნიშვნელოვანესი მოვლენა არქიტექტურულ სამყაროში!
ყოველ 2 წელიწადში ერთხელ, ბიენალეს ბაღები არქიტექტურული ნოვაციებისა და მინიშნებების ცენტრი ხდება. ბიენალეს თანამედროვე ხელოვნების ვიზუალური გამოფენები თითქოს აჯამებს სიახლეებს...
ვენეციის ბიენალე უმნიშვნელოვანესი მოვლენაა არქიტექტურულ სამყაროში. არქიტექტურის დამოუკიდებელი კატეგორია ბიენალეს 1980 წელს დაემატა, მიუხედავად იმისა, რომ მისი ექსპონატები 1968 წლიდან აქტიურადაა წარმოდგენილი. ყოველ 2 წელიწადში ერთხელ, ბიენალეს ბაღები არქიტექტურული ნოვაციებისა და მინიშნებების ცენტრი ხდება. ბიენალეს თანამედროვე ხელოვნების ვიზუალური გამოფენები თითქოს აჯამებს სიახლეებს, ადარებს კონცეფციებსა და იდეებს და აძლევს ახალ საფიქრალს არქიტექტორებს. სწორედ ეს განაპირობებს იმას, რომ ბიენალეს პავილიონები ყველაზე ნათლად ასახავენ არქიტექტურის ამჟამინდელ ვითარებას და წინასწარმეტყველებენ შემდგომ განვითარებას.

წყარო: “Reporting From the Front” exhibition
წლევანდელი ბიენალეს კურატორი პრიცკერის პრემიის მფლობელი არავიენაა. არავიენას ნამუშევრებისა და არქიტექტურული ფილოსოფიისთვის მხარდაჭერა რომ საკმაოდ მნიშვნელოვან ძვრებს გამოიწვევს მთლიანად სივრცის ფორმირებაში, წინა სტატიებშიც აღვნიშნეთ. ფორმის ცალკე აღქმისა და გეომეტრიული ექსპერიმენტების ეპოქა რომ დასასრულს უახლოვდება, ამას 2016 წლის ბიენალეც მოწმობს. მიუხედავად იმისა, რომ წლევანდელი გამოფენა ჯერ არ დასრულებულა (იგი ნოემბრის ბოლოს დაიხურება), კრიტიკოსები თანხმდებიან, რომ 2014 წლის ალტერნატივისგან იგი ძალიან განსხვავდება. კურატორის ცენტრალური პავილიონიც თავისი მარტივი, მასშტაბური და იაფი შეხედულებით, არავიენას მიერ არჩეულ თემას გამოხატავს. ესთეტიურად და კონსტრუქციულად მარტივი, ინსტალაცია პირველია რასაც ბიენალეს გამოფენაზე ნახავთ. თითქოს ამ გზით არავიენამ გვაჩვენა, რომ არქიტექტურაში არის პრობლემები, თუმცა ის მათ არ გაურბის. კულჰაასის კურირებული ბიენალე გვიჩვენებდა თუ როგორი უნდა იყოს მოცულობა, არავიენა კი გვიჩვენებს რა შეუძლია, თუმცა ავიწყდება არქიტექტურას.
წყარო: DAYS room – Home Economics
სოციალურ თემას აგრძელებს ბრიტანული პავილიონის ექსპონატი, ეკონომ სახლიც. სიმბოლურად მასში წარმოდგენილია ის ინტერიერები, სადაც შეიძლება საათები, წლები და ათწლეულები გაატარო. ინსტალაცია ცდილობს დაგვანახოს, რომ ნელ-ნელა საცხოვრებლის ფუნქციები იცვლება და სულ უფრო და უფრო ნაკლები სახლი გადაეცემა ერთი თაობიდან მეორეს და ადამიანები უფრო და უფრო ნაკლებ დროს ატარებენ სახლში და ოჯახის წევრებთან ერთად. სიმბოლურია ისიც, რომ იმ სივრცის ექსპოზიციას, რომელში დარჩენაც მხოლოდ რამდენიმე საათითაა გათვლილი, წინ უძღვის მოტო: „სახლი იქ, სადაც უკაბელო ინტერნეტია“. თავად სივრცე კი გასაბერ, პლასტიურ ბურთებს წარმოადგენს.

ჩვენ გირჩევთ
არქიტექტურულად გამორჩეული სამი მუზეუმი, რომელიც ამ შემოდგომას გაიხსნება
მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება ახალი მუზეუმების გახსნა, რომელთა უმეტესობაც თავისი არქიტექტურითა და დიზაინით ხელოვნების ნიმუშებადაც შეიძლება ჩაითვალონ.
რევოლუციური ჰაი-ტეკი არქიტექტურაში. სტილი, რომელმაც ჩვენი გარემო შეცვალა!
ჰაი-ტეკი არქიტექტურული რევოლუციის ნაწილია, რომელიც გასული საუკუნის 60-იანი წლების ბოლოდან დაიწყო. ეს სტილი, ისევე როგორც მოდერნიზმი ახალ ინდუსტრიულ ესთეტიკას, სისადავეში და სიმართლეში ეძებდა.
ჩატვირთვა
კონტაქტი
ოფისი:
ბამბის რიგი 7