არქიტექტურა

ფუტურიზმი, როგორც სტილი და მისი მნიშვნელობა არქიტექტურაში

ბევრი მიიჩნევს, რომ ფუტურიზმი არტისტების ერთად მუშაობამ და რევოლუციებმა განაპირობეს.

2077

გასული საუკუნის დასაწყისში, ღირებულებების შეცვლამ, ინდუსტრიულმა რევოლუციამ და პოლიტიკურმა მდგომარეობამ, განაპირობა სრულიად ახალი ხელოვნების დაბადება. ეს ის ეპოქაა, როცა სტილები და მანიფესტები ერთმანეთს ენაცვლება, არტისტები ჩარჩოებს გარეთ ეძებენ ხელოვნებას და ანგრევენ საზღვრებს. ბუნებრივია, რომ დიდი აფეთქება ხელოვნების ყველა სფერომ ერთდროულად განიცადა, სხვადასხვა მიზეზებიდან გამომდინარე.

წყარო: Antonio Sant’elia

ფუტურიზმის მანიფესტი 1909 წელს გამოქვეყნდა იტალიელი პოეტის, მარინეტის მიერ. ბევრი მიიჩნევს, რომ ფუტურიზმის, ისევე როგორც დადაიზმის, მოდერნიზმისა და კუბიზმის ჩამოყალიბება სწორედ არტისტების ერთად მუშაობამ და რევოლუციებმა განაპირობეს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ 1909 წელს გამოქვეყნებულ მანიფესტში, ბევრი ისეთი მოვლენაა აღწერილი, რომლებიც მხოლოდ წლების შემდეგ მოხდა, შესაბამისად, მიმდინარეობის ჩამოყალიბებაში არანაირი როლი არ აკისრია. მანიფესტმა მაშინვე შემოიკრიბა ახალგაზრდა არტისტები: მხატვრები, პოეტები და რა თქმა უნდა, არქიტექტორები. ფუტურიზმი იტალიურად, ნიშნავდა დაგევიწყებინა მთლიანად წარსული და გედიდებინა სისწრაფე, მექანიზაცია, ინდუსტრია და ახალგაზრდობა.

წყარო: Zaha Hadid

უნდა აღინიშნოს, რომ ფუტურისტული იდეების (რომელიც ხელოვნების ნიმუშში უფრო წინასწარმეტყველების ეფექტით ჩნდებიან) გაცოცხლება განსაკუთრებით რთული მხატვრებისთვის და არქიტექტორებისთვის უნდა ყოფილიყო, რადგან რეალურ სამყაროში ნივთები ერთმანეთისა და გარემოს გარეშე არ არსებობენ. ფუტურისტი არქიტექტორების ოცნებები მხოლოდ ქაღალდზე რჩებოდა, რადგან იმ დროში, არავის შეეძლო მათი განხორციელება. თუმცა, გავიდა დრო და ფუტურიზმის არსებობამ მოგვიანებით საფუძველი დაუდო არტ დეკოს შექმნას. 60-იანი წლებიდან კი ნეო ფუტურისტულ არქიტექტურას. რთული სათქმელია თუ რატომ დაუბრუნდა არქიტექტურა ფუტურიზმს, მაგრამ ფაქტია, რომ თანამედროვე გარემო დიდწილად 100 წლის წინ მცხოვრები არტისტების წინასწარმეტყველებებით ჩამოყალიბდა.

წყარო: Bozhonivski Design

ვიზუალიზაციას რაც შეეხება, ფუტურიზმი არქიტექტურაში დინამიური ფორმებით, მკვეთრი ფერითა და რიტმულობით გამოირჩევა. ცალკე მდგარი მასშტაბური, განუხორციელებელი ფორმები თითქოს სიტყვისგან წარმოიშვა და ფორმა არსაიდან მოიტანა.

ფუტურიზმი ინტერიერის დიზაინში

ინტერიერის დიზაინში ფუტურიზმი უფრო მომავლის იმიტაციით ხასიათდება და არა წარსულის უარყოფით. ამ სტილის განვითარება დაუსრულებლად შეიძლება და ასეც ხდება: თანამედროვე აღქმა ფუტურიზმისა, ვიზუალურად ახლა უფრო დატეხილ სიმრგვალეს წარმოადგენს, ნათელი ფერებითა და მკვეთრი აქცენტებით.

წყარო: Bozhonivski Design

რაც შეეხება ავეჯსა და დეკორს, ფუტურისტულ, მომავლის ინტერიერში ისინი გეომეტრიული ფორმიდან არ გადიან, ქმნიან ნეგატიურ, თუმცა ძალიან კომფორტულ სივრცეს. მიამიტურია, მაგრამ მომავალი ასიმეტრიულ კუთხეებთან, ნიშებთან და სუფთა ხაზებთან ასოცირდება.

მასალა - თუ გსურთ ფუტურიზმის გაცოცხლება თქვენს საცხოვრებელში, მინას, მეტალსა და ტყავს უნდა მიმართოთ.

თუ თანამედროვე ტექნიკის უკანასკნელი მიღწევები არ გაინტერესებთ, ფუტურიზმში ცხოვრებას ალბათ აზრიც არ აქვს. ინტერიერში ეს სტილი ხომ მომავლის თქვენეულ ვერსიას განასახიერებს და მეტს არაფერს.

ჩვენ გირჩევთ

არქიტექტურა

სიმბოლიზმით დატვირთული პოსტმოდერნული მონუმენტური არქიტექტურა თანამედროვე მსოფლიოში

არქიტექტურული ნიმუშების თემა მრავალფეროვანია, მაგრამ დღეს ყველაზე მეტად გენოციდთან, ტერორიზმთან და რეპრესიებთან დაკავშირებული მონუმენტები გვხვდება.

1451
ნახე მეტი
არქიტექტურა

ევროპის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმები, როგორც ხელოვნების ნიმუში და მათი მოდერნისტული არქიტექტურა

თანამედროვე მსოფლიო ინოვაციური მუზეუმების შენობებით გვაოცებს ხოლმე. დღეს ზუსტად მათზე ვისაუბრებთ

1485
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ბამბის რიგი 7

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575