გარდერობი ინტერიერის დიზაინში და 2017 წლის ტრენდები
იყო პერიოდი, როდესაც გარდერობი მხოლოდ ტანსაცმლის შემნახველი კონსტრუქცია იყო. დრო იცვლება და მასთან ერთად - ჩვენი ცხოვრების სტილიც.
იყო პერიოდი, როდესაც გარდერობი მხოლოდ ტანსაცმლის შემნახველი კონსტრუქცია იყო. დრო იცვლება და მასთან ერთად - ჩვენი ცხოვრების სტილიც. დღესდღეობით გარდერობი არა მარტო საძინებელს ამშვენებს, არამედ სხვა ოთახებსაც.
იყო პერიოდი, როდესაც გარდერობი მხოლოდ ტანსაცმლის შემნახველი კონსტრუქცია იყო. დრო იცვლება და მასთან ერთად - ჩვენი ცხოვრების სტილიც. დღესდღეობით გარდერობი არა მარტო საძინებელს ამშვენებს, არამედ სხვა ოთახებსაც.
გარდერობის სექციების არჩევის დროს ყველაფერი ინდივიდუალურ სურვილზეა დამოკიდებული. ზოგი მომხმარებელი მათ შემდეგი ნივთებისთვის აცალკევებს: ქამრებისთვის, სამკაულებისთვის, წინდებისთვის, ჰალსტუხებისთვის და ასე შემდეგ, ზოგი კი ამ ყველაფერს ერთ სექციაში ათავსებს. აქედან გამომდინარე, სექციები ადამიანის კომფორტსა და საჭიროების მიხედვით იქმნება. გაითვალისწინეთ, რომ რაც უფრო მცირეა სექციების რაოდენობა, უფრო მარტივია ყოველდღიურად მათი გამოყენება. რაც შეეხება მატერიებს, ლამინატი, ფანერი, მყარი ხე - იმ პოპულარული მასალების ნაწილია, რომლებსაც გარდერობის დასამზადებლად იყენებენ.
გარდერობში ყველაზე მთავარი მისი კარია, ამიტომ მისი არჩევის დროს, ეს რჩევები გაითვალისწინეთ: ბოლო წლებში თეთრი, ღია ფერის ხისგან დამზადებული კარის დიზაინის დომინირებდა, თუმცა 2017 წლის ტრენდების მიხედვით, წამყვან პოზიციას მუქი ფერები იკავებს. ასე რომ, დაემშვიდობეთ ბუნებრივ, ჰაეროვან ფერებს და მათ ნაცვლად, შეეგებეთ მუხის, ტექისა და თხილის ხის მუქ ტონებს. კარადის კარისთვის ზურმუხტისფერი ჩრდილების დამატებით კი თქვენ მდიდრულ და მშვიდ ატსმოფეროს შექმნით. საძინებელ ოთახში ულტრათანამედროვე გარემოს შესაქმნელად, გირჩევთ, ტანსაცმლის კარადის კარი პრიალა ლამინატისგან დაამზადოთ. 1970-იანი წლების მერე ეს მბზინავი მასალა კვლავ პოპულარობის მწვერვალებს იპყრობს. ეს უკანასკნელი არა მარტო გაზრდის სივრცეს ვიზუალურად, არამედ ოთახში არსებულ ფერებსაც აირეკლავს. ეს განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვისაა მოსახერხებელი, რომლებსაც ინტერიერის ხშირი განახლება უყვართ. უბრალოდ შეცვალეთ თქვენი დეკორი ტრენდული ფერებითა და სტილით, თქვენი გარდერობი კი ამ ცვლილებებს აირეკლავს.
სარკიანი გარდერობის კარი კი კვლავ არ კარგავს პოპულარობას, რადგან მოდურობასთან ერთად ის ფუნქციურიცაა. მსგავსი მიდგომით ცალკე სარკის ყიდვა აღარ მოგიწევთ. ამას დამატებული, სრიალა კარი პატარა ფართის საძინებელი ოთახებისთვის არაჩვეულებრივია, რადგან ეს მეთოდი სივრცეს ზოგავს. ასევე, სარკიანი კარი ოთახს სიღრმეს შესძენს. რაც ყველაზე მთავარია, სარკიანი სრიალა კარი ინტერიერის დიზაინის თითქმის ყველა სტილს უხდება. 2017 წლის სხვა პოპულარული არჩევანი კი ელეგანტური, მინის სრიალა კარის სახით გვხვდება. ნახევრად გამჭვირვალე კარი ხელს უწყობს ოთახში სინათლის რაოდენობის გავრცელებას. თუმცა აქ ფრთხილად უნდა იყოთ: ამ შემთხვევაში კარადაში შელაგებული ტანსაცმელი ყველასთვის თვალსაჩინო იქნება.
ჩვენ გირჩევთ
სარკის როლი, შერჩევა და სწორი გამოყენება ინტერიერის დიზაინში
ყველა კულტურაში სარკეს ყოველთვის განსაკუთრებული, საკრალური დატვირთვა აქვს. ყოველდღიური დანიშნულების გარდა, სარკე დეკორატორებისა და ინტერიერის დიზაინერების საყვარელი მასალას წარმოადგენს.
როგორ მოვაწყოთ ერთოთახიანი ბინის დიზაინი ისე, რომ სივრცე მაქსიმალურად ავითვისოთ?
თუ ერთოთახიან ბინაში ცხოვრობთ, ალბათ გეცოდინებათ, რომ რემონტის დროს აუცილებელია სივრცის თითოეული დეტალი მაქსიმალურად, პრაქტიკულად და ეფექტურად გამოიყენოთ.
ჩატვირთვა
კონტაქტი
ოფისი:
ბამბის რიგი 7