ინტერიერი

ოთახი, რომელიც თქვენს შვილებთან ერთად "იზრდება"!

გთავაზობთ ინტერიერის გაფორმების პრაქტიკულ იდეებს, რომელთა დამსახურებითაც, თქვენ შვილებთან ერთად, მათ ოთახებიც "გაიზრდებიან"...

1416

ბავშვები ძალიან სწრაფად იზრდებიან და მათი ოთახიც მუდმივ ცვლილებებს განიცდის: დღეს საწოლიდან უმწეოდ იმზირებიან, ხვალ კი — მთელი სახლის კედლებს როკ-ჯგუფების პლაკატებით აჭრელებენ. თუ საბანკო ანგარიშზე იმდენი თანხა არ გეგულებათ, რომ ყოველ 3-წელიწადში ერთხელ ბავშვების ოთახი არემონტოთ და ახლებურად მოაწყოთ, ინტერიერის გაფორმების პრაქტიკულ იდეებს გთავაზობთ, რომელთა დამსახურებითაც, თქვენ შვილებთან ერთად, მათ ოთახებიც "გაიზრდებიან".

მოდერნისტული, ეკლექტიკური ოთახები ფერადოვანი და ამიტომაც პატარებისთვის საკმაოდ მიმზიდველია, თანაც, ბავშვების ზრდასა და მათი მოთხოვნილებების ცვლილებასთან ერთად, ტრანსფორმაციას ადვილად ექვემდებარება. ამასთანავე, ასეთი ინტერიერების დადებითი მხარე ისაა, რომ კლასიკური ავეჯის დამსახურებით, წლებთან ერთად, არც ძველმოდური ხდება. რაღათქმაუნდა, გარკვეული დროის შემდეგ, ფუმფულა სათამაშოების და ჩვილების საწოლის სხვა ავეჯით ჩანაცვლება მოგიწევთ, მაგრამ ინტერიერის გადასაკეთებლად გლობალური ცვლილებების განხორციელება არ დაგჭირდებათ.

რუხ და ვარდისფერში გადაწყვეტილი ოთახი იდეალურია პატარა გოგონასთვის, თუმცაღა, თუ საწოლს შეცვლით და სათამაშოების სათავსოებს დაამატებთ, უპრობლემოდ ტრანსფორმირდება მოზარდის სივრცედ.

ამ შემთხვევაში, დროთა განმავლობაში თაროებზე განლაგებული წიგნების და ხარა-ხურის შეცვლა მოგიწევთ, მაგრამ ნუ იდარდებთ რემონტზე! ნათელი ფერები, მრავალფუნქციური ავეჯი, ნეიტრალური კედლები და იატაკი თქვენი შვილების სასკოლო ასაკამდე მშვიდად მიგაღწევინებთ.

შავი კედელი მრავალფეროვანი გაფორმების საშუალებას იძლევა: იქ შეგიძლიათ საათი, სათამაშოები და თქვენი პატარების ნახატები ჩამოკიდოთ — მუქ ფონზე ყველანაირი ფერის აქსესუარი ეფექტურად ჩანს. ასევე, არსებობს სპეციალური საღაბავები, რომლებიც კედელს დაფის ფაქტურას აძლევს და მათი დამსახურებით, სახლში 2-იდან 18 წლამდე ბავშვებისთვის გრაფიტის უპრეცედენტო შესაძლებლობებს შექმნით.

ნათელი კედლები და სახალისო ფაქტურები თქვენი შვილებისთვის კარგა ხანს აქტუალური იქნება: ცნობილია, რომ შავ-თეთრ ფერებში გადაწყვეტილი ჭერი ჩვილი ბავშვის ტვინის სტიმულირებას ახდენს, თინეიჯერობის ასაკში კი, პანკ-როკის ინტერიერის შესაბამის, იდეალურ ფონს წარმოადგენს.

ამ ოთახის ინტერიერი მხიარული ფერების და კლასიკური ავეჯის ნაზავითაა შექმნილი. Taylor & Wood-ის ჩარჩოებიანი შპალერი თქვენ პატარებს ფანტაზიის განვითარებისთვის უსაზღვრო შესაძლებლობებს შესთავაზებს და კედელს ინტერაქტიულ, მუდმივად ცვალებად ტილოდ აქცევს.

ოთახი ნატურალური, მყუდრო და ამავდროულად ლაღია. ცნობილია, რომ ბავშვებს თავგადასავლები უყვართ და სახლში მუდმივად სადღაც ძვრებიან — სწორედ ამ დანიშნულებას ემსახურება კედელში ჩაშენებული საწოლი და თაროებისკენ მიმავალი მისაყუდებელი კიბე. მოცემულმა საძინებელმა ბავშვების გაზრდის შემდეგ, სტუმრების ოთახშის ფუნქციაც შეიძლება შეიძინოს, ან კი, სულაც სამრეცხაოსი.

კლასიკური სარწეველა სკამი (ბრენდი: Innit-ი) ყველა სახის ინტერიერში იდეალურად ინტეგრირდება. კედელზე დაპრინტული რუკა, როგორც სახალისო, ასევე საგანმანათლებლო დატვირთვისაა — ბავშვები თამაშის დროს ქალაქების და ქვეყნების ცნობასაც ისწავლიან.

ექსცენტრულ ატმოსფეროს რამდენიმე დადებით მხარე აქვს: Nina Campbell-ის პეპლებიანი შპალერი და შეტყუპებული საწოლები მეტი კომუნიკაციისთვის. შალები, ნოხი და ბალიშები იოლად ჩანაცვლდება სხვა ნივთებით, მოზარდი გოგონების კაპრიზები რომ დააკმაყოფილონ.

ესეც გოგონას ოთახია, რომელიც თქვენ შვილს მე-3 კლასიდან მოყოლებული, პირველი სამსახურის ჩათვლით, ყველა პერიოდში მოემსახურება და თანაც აქტუალურობას არ დაკარგავს. ვარდისფერი აქცენტები, კომფორტული ავეჯი და გოგონების შესაფერისი ფაქტურები ოთახს სახალისოს ხდიან, მეორეს მხრივ, ინტერიერში გამოყენებული არც ერთი დეტალი ბავშვური არ არის.

ეს კი, ნებისმიერი ბიჭის საოცნებო ოთახია: გიტარების კოლექციით და კონსტრუქტორებისთვის განკუთვნილი „სხვენით“.

სტატია მომზადებულია houzz.com-ის მასალებზე დაყრდნობით.

ჩვენ გირჩევთ

ინტერიერი

კალიფორნიული ლაუნჯი - ოთახი, სადაც თინეიჯერებთან ერთად მშობლებიც კარგ დროს ატარებენ

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ დენვილში - კალიფორნიაში მდებარე რანჩოს პატრონებს 200 კვადრატული მეტრის სივრცის ოთახის მკვეთრ, ფერადოვან სტილში გაფორმება უნდოდათ...

1362
ნახე მეტი
ინტერიერი

როგორ მოვაწყოთ საბავშვო ოთახი ჩვენი პატარებისთვის? საინტერესო რჩევები დიზაინერებისგან

შვილის ყოლა რთული და საპასუხისმგებლო საქმეა. თუმცა არსებობს ერთი რამ, რაც შედარებით მარტივია და სახალისოც - ეს ჩვილისთვის განკუთვნილი ოთახის მოწყობაა.

1784
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ბამბის რიგი 7

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575