ჰოლივუდის ვარსკვლავების აპარტამენტები და შემოქმედება მატერიალური შეზღუდვების გარეშე
„ჰოლივუდელებმა“ არ ისურვეს განსხვავებულობისთვის ხაზი ერთი გარკვეული სტილით გაესვათ და გათავისუფლდნენ ჩარჩოებისგან...
მიუხედავად იმისა, რომ მეოცე საუკუნის 30-იან წლებში გაჩნდა ცნება „ჰოლივუდური სტილის“ ინტერიერის დიზაინი, დღეს მას სულ სხვა დატვირთვა აქვს. დრო შეიცვალა და „ჰოლივუდელებმა“ არ ისურვეს განსხვავებულობისთვის ხაზი ერთი გარკვეული სტილით გაესვათ და გათავისუფლდნენ ჩარჩოებისგან. რა თქმა უნდა, ეს ბუნებრივია, საკუთარი თავის გამოხატვა ხომ ყველასთვის ასე მნიშვნელოვანია და როცა საქმე ვარსკვლავებს ეხებათ, ეს „მნიშვნელობა“ ორმაგდება. შეიძლება ყოველთვის გვსურდა რაიმე დიდი ექსპერიმენტის ჩატარება ჩვენს საცხოვრებელში, მაგრამ არ გვყოფნიდა თანხა ან გამბედაობა. მსგავსი პრობლემები თითქოს არ არსებობს მსახიობებისა და რეჟისორების სამყაროში, ამიტომ ყველას აინტერესებს მათი გემოვნება და გადაწყვეტილებები - ინტერიერი მატერიალური შეზღუდვების გარეშე.

ცოტა ხნის წინ ინტერნეტი დაიპყრო ჯონი დეპის აპარტამენტის სურათებმა, რომელიც ლოს ანჯელესში მდებარეობს და მსახიობი მის გაყიდვას 13 მილიონ დოლარად გეგმავს. პენტ ჰაუსი განთავსებულია Eastern Columbia -ს შენობაში, რომელიც 1930 წელს აშენდა, არტ-დეკოს სტილში და ლოს ანჯელესში ცნობილია როგორც „საათიანი კოშკი“. მიუხედავად იმისა, რომ ჯონი დეპის გემოვნებისგან დიზაინერები ეკლექტიკას ელოდნენ, აღმოჩნდა, რომ პენტ ჰაუსის დიზაინი სრულ ჰარმონიაში მოდის შენობის სტილსა და დატვირთვასთან.
1068 კვადრატული მეტრის ფართობის მქონე აპარტამენტში სულ 9 საძინებელი და 14 სველი წერტილია. აღმოჩნდა, რომ ჯონი დეპს ხელოვნების ნიმუშების დიდი კოლექცია აქვს და კედლის ზედაპირები ბრაზილიელი არტისტის, OSGEMEOS-ის ნამუშევრებითაა მორთული. მსახიობს 3 მთავარი ზონა აქვს გამოყოფილი მთელს პენტ ჰაუსში, ისინი კი ერთმანეთს დერეფნებით უკავშირდება. როგორც დეპის აგენტი ამბობს, უძრავი ქონების შეძენა შეგიძლიათ როგორც ერთიანად, ისე ნაწილ-ნაწილ.
ვუდი ალენის განსაკუთრებული დამოკიდებულება არქიტექტურის მიმართ მის თითქმის ყველა ნამუშევარში იგრძნობა. ამიტომ, გამორჩეულად საინტერესოა მისი მიდგომა საცხოვრებელი სივრცის მოწყობის მიმართ. აღმოჩნდა, რომ თავისი ცინიკური, ნიუ-იორკით გაჟღენთილი ფილმების ხასიათისგან თავად ვუდის საცხოვრებელი ძალიან განსხვავდება.
ერთადერთი, რაც რეჟისორის სახლს მის შემოქმედებასთან აკავშირებს, ირონიაა - ვუდი ალენი ვიქტორიანული სტილის აპარტამენტში ცხოვრობს. ნამუშვარი სტივენ შედლის ეკუთვნის, ინტერიერი დიზაინერს, რომელიც ჰოლივუდში ყველაზე პოპულარულია (მისი პროექტით მოეწყო ჯენიფერ ენისტონის სახლიც). მისი თქმით, ამ პროექტით, ეცადა ტრადიციული ინგლისური და ტრადიციული ამერიკული სტილის გაერთიანებით დრო შეეჩერებინა და სივრცე მისთვის არ დაექვემდებარებინა. სახლში არავითარი მოულოდნელობა არ გხვდებათ - დეკორიცა და ხელოვნების ნიმუშებიც მაქსიმალურად ვინტაჟურია.
მსგავსი, ვინტაჟური ტიპის ნიუ-იორკული „თავშესაფარი” აქვს ჯესიკა ჩესტეინსაც - რალფ ლოურენის ბრენდის შპალერითა და აზერბაიჯანული ავთენტური ხალიჩით გაწყობილი სივრცე თითქოს სიმყუდროვეს ისტორიაში ეძებს.
ზოგადად იმ ვილებითა და აპარტამენტებით, რომლებიც ვარსკლავების წრეში პოპულარულია, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მათი გემოვნება, მიუხედავად ინდივიდუალური გადაწყვეტილებებისა, მყუდრო, მაგრამ ფუფუნებით სავსე ინტერიერს ეძებს, შესაძლოა ამიტომაა მეცხრამეტე საუკუნის ხასიათი, ფერები და მატერია მათში ასე პოპულარული.
ჩვენ გირჩევთ
თავისუფალი და ლაკონური "ქონთემფორარი" სტილი ინტერიერში
ქონთემფორარი ეს არის ლაკონური სტილი, რომელსაც საზღვრები არ გააჩნია.
თანამედროვე სამზარეულო, მისი ინტერიერი და მოწყობის გზები
ბევრი ჩვენგანისთვის, სამზარეულო ფუნქციურ სივრცეზე მეტია. ის სახლის ცენტრია - ადგილი, სადაც მთელი ოჯახი ერთად იკრიბება ხოლმე.
ჩატვირთვა
კონტაქტი
ოფისი:
ბამბის რიგი 7