თანამედროვე და მინიმალისტური ნაცრისფერი დიზაინი მცირე ზომის სახლში
თანამედროვე დიზაინი, ფერთა გამის ნეიტრალური არჩევანი და მინიმალისტური გარემო - აი, როგორ შეიძლება მოაწყოთ თქვენი მცირე ზომის სახლი და აქციოთ ის მიმზიდველ საცხოვრებელ ადგილად.
თანამედროვე დიზაინი, ფერთა გამის ნეიტრალური არჩევანი და მინიმალისტური გარემო - აი, როგორ შეიძლება მოაწყოთ თქვენი მცირე ზომის სახლი და აქციოთ ის მიმზიდველ საცხოვრებელ ადგილად. თუ თქვენი პატარა ბინის განახლებას, ან გარემონტებას აპირებთ და გინდათ, რომ ის მარტივი და ამავდროულად მიმზიდველიც იყოს, მაშინ აუცილებლად გაეცანით ჩვენს სტატიას, სადაც განხილულია თუ, როგორ შეიძლება მოაწყო პატარა სახლი ნაცრისფერ ფერებში.
თანამედროვე დიზაინი, ფერთა გამის ნეიტრალური არჩევანი და მინიმალისტური გარემო - აი, როგორ შეიძლება მოაწყოთ თქვენი მცირე ზომის სახლი და აქციოთ ის მიმზიდველ საცხოვრებელ ადგილად. თუ თქვენი პატარა ბინის განახლებას, ან გარემონტებას აპირებთ და გინდათ, რომ ის მარტივი და ამავდროულად მიმზიდველიც იყოს, მაშინ აუცილებლად გაეცანით ჩვენს სტატიას, სადაც განხილულია თუ, როგორ შეიძლება მოაწყო პატარა სახლი ნაცრისფერ ფერებში.
ნაცრისფერი ფერი - ეს არის ახალი თეთრი ინტერიერის დიზაინში“, სწორედ ამ ლოზუნგით ხელმძღვანელობს ბევრი ინტერიერის დიზაინერი და მათ შორის ისინიც, ვინც ეს კონკრეტული ბინა მოაწყო. ნაცრისფერი იმ იშვიათ ნეიტრალურ ფერს მიეკუთვნება, რომლის უამრავი ელფერს შესწევს ძალა იყოს არაჩვეულებრივი ფონი, თანამედროვე სტილის სახლში. იმისათვის, რომ სივრცეში აქცენტირება კონკრეტულ ადგილებზე მოახდინო საკმარისია, რამდენიმე ნათელი ელფერი, რომლის ფონზე თეთრი ფერიც კი გამორჩეული იქნება და ყველას ყურადღებას მიიპყრობს. როგორც ფოტოზე ხედავთ სამზარეულოში ყველაფერს ერთი ელფერი დაკრავს, რაც აქაურობას მშვიდ, მინიმალისტურ ადგილად აქცევს. თუმცა იმისათვის, რომ სამზარეულო ზედმეტად მოსაწყენი არ ყოფილიყო, დიზაინერებმა იდეალურად შეარჩიეს ნათელი ყვითელი ფერი. ყვითელი ფუნქციური თაროები ახალისებს სამზარეულოს, ხოლო მაგიდის წყალობით ეს ოთახი ბუნებრივად შეერწყმის და ამავდროულად განცალკევებულია მისაღები ოთახისგან. ამ ნათელმა ფერებმა არამხოლოდ სასიამოვნო ფერადი აქცენტირება მოახდინეს, არამედ ოთახებს შემატეს სიახლე და პოზიტიური განწყობა.
დიზაინერების კიდევ ერთი ამოცანა იყო, მცირე ზომის ფართში შეექმნათ ფართო სპექტრის განცდა და ამისათვის, მათ გამოიყენეს გარვეული ტექნიკა. მაგალითად, მისაღები ოთახის ზონა საკმაოდ მინიმალისტურად მოაწყვეს, ჟურნალის მაგიდით და რამდენიმე მსუბუქი სავარძლით. აქ ვერ შეხვდებით მასიურ ავეჯს, დიდი კუთხის დივანს, ან რბილი ავეჯის მთელ ანსამბლს და ეს ბუნებრივიცაა. მასიური ავეჯი საკმაოდ დიდ ადგილს იკავებს და ისედაც პატარა ფართს, უფრო სულის მხუთავ ადგილად აქცევს. სწორედ ამავე მიზნით არაა იზოლირებული საძინებელი საერთო სივრცისგან.
ერთადერთი რამ, რაც მთლიანი სივრცისგანაა გამოყოფილი სააბაზანო ოთახია. ის ნათელი ფერებით და შუშით არის გაწყობილი, რაც აქაურობას მსუბუქ და თავისუფალ ადგილად აქცევს. როგორც სურათებზე ხედავთ, განათება მცირე ფართის ბინებში საკმაოდ დიდ როლს თამაშობს. სწორედ ამიტომაა საძინებელი უზარმაზარი ფანჯრით დამშვენებული. დღის შუქი და ბუნებრივი სინათლე სახლს ნათელ ადგილად აქცევს. თუ თქვენს პატარა ბინაში უფრო მცირე ზომის ფანჯრები გაქვთ გირჩევთ, ბინის გასაფორმებლად, ნაცრისფერის შედარებით ღია ელფერი აირჩიოთ.
ჩვენ გირჩევთ
როგორ შევარჩიოთ იატაკი? ძირითადი ტიპები და მათი დადებითი და უარყოფითი მხარეები
იატაკი უფრო მეტია ვიდრე დიზაინური ელემენტი თქვენს სათავსოში. მის სწორად შერჩევაში პროფესიონალი დიზაინერების ეს რჩევები გამოგადგებათ...
პატარა სამზარეულოს მოწყობისას გასათვალისწინებელი რჩევები
ჩვენი სახლი პირველ რიგში ფიზიკური თავშესაფარია. საცხოვრებელი ფუნქციების დაკმაყოფილება - ეს საცხოვრებლის პირველი და შეუცვლელი ფუნქციაა.
ჩატვირთვა
კონტაქტი
ოფისი:
ბამბის რიგი 7