ინტერიერი

ჰოლივუდური სტილი - გლამურული და მდიდრული დიზაინი, საცხოვრებელ გარემოში

ჰოლივუდის ოქროს ხანაში, ისეთი დიზაინერები, როგორიც არიან უილიამ ჰაინსი და დოროთი დრეიპერი, ინტერიერის დიზაინის განსაკუთრებულ სტილს ქმნიდნენ...

1616

ჰოლივუდის ოქროს ხანაში, ისეთი დიზაინერები, როგორიც არიან უილიამ ჰაინსი და დოროთი დრეიპერი, ინტერიერის დიზაინის განსაკუთრებულ სტილს ქმნიდნენ: ბრჭყვიალას, მდიდრულს და გადატვირთულს. სწორედ მათი წყალობით დაიბადა 1930-იან წლებში ახალი სტილი ინტერიერის დიზაინში. თუმცა, მათ ნამუშევრებსაც, ისევე როგორც ყველა სტილსა და მიმდინარეობას დიზაინში, ეპოქის სახასიათო „პრობლემატიკამ“ ჩაუყარა საფუძველი. საქმე ისაა, რომ ამერიკის დასავლეთით, ჰოლივუდში მცხოვრები კინოვარსკვლავები ცდილობდნენ მათი ახალი და განსხვავებული სტატუსი, შესაბამისი ცხოვრების სტილით წარმოეჩინათ. ისინი ცდილობდნენ მთლიანად მორგებოდნენ მაშინდელი მსოფლიოსთვის ჯერ კიდევ უცნობ, კინოვარსკვლავის სტატუსს. ინტერიერის ჰოლივუდური მოწყობის სტილმა, პოპულარობა მალევე მოიპოვა შესაბამის წრეებში.

წყარო: Antonia Hutt featuring William Haines
წყარო: Antonia Hutt featuring William Haines

ჰაინსი, რომელიც თავადაც იყო იმ დროისთვის ახალი და უჩვეულო, ჰოლივუდური ფენის წევრი, სპეციალურად კინოვარსკვლავებისა და რეჟისორებისთვის ქმნიდა საცხოვრებელ გარემოს. იგი თითქოს ცდილობდა, რომ მსახიობი და დეკორატორი ერთ პროფესიაში გაეერთიანებინა, სახლი და კინოსტუდია კი ერთ სივრცეში მოექცია. მან, საზოგადოების განსაკუთრებული წარმომადგენლებისთვის, ახალი სტილი ცამოაყალიბა. მიუხედავად იმისა, რომ იდეა არც ისე კეთილშობილურია, იგი ზუსტად ისე მალე გახდა პოპულარული მთელს ამერიკაში, როგორც თავად კინოვარსკვლავები. 
ზოგადად ეს სტილი 1930 წლის შემდეგ ძალიან შეიცვალა, თუმცა იდეა იგივე დარჩა: ყველა დეტალი პრიალა, ბრჭყვიალა და მდიდრულია. ყველა ნიუანსში ჩანს, რომ აქ ვარსკვლავი ცხოვრობს. თავის დროზე, ასეთი ხასიათი ინტერიერში დაბალი, რიტმული ხასიათის ავეჯით გამოიხატებოდა, რომელიც თავის მხრივ ძვირფასი მატერიითა და ფოჩებით იყო გაწყობილი. ჰაინსი ცდილობდა ღიობები გრაციოზული, მასშტაბური ფარდებით დაეფარა, სათავსო კი ძირითადად ხელოვნური განათებით გაენათებინა. ჰოლივუდურმა სტილმა, ფუფუნება თითქოს კლასიცისტური არქიტექტურისგან ისესხა და ეს ყველაფერი უფრო გულუბრყვილო და უშუალო, მაგრამ ამავე დროს არარეალური გახადა.

წყარო: Amoroso Design
წყარო: Amoroso Design

ტიპიურ, ჰოლივუდური სტილის სახლში ფართო სათავსოები, პრიალა ზედაპირები და უამრავი სარკეა. თუ გსურთ, რომ საკუთარ საცხოვრებელში კლასიკური ფილმის ვარსკვლავივით იგრძნოთ თავი, უბრალოდ რაც შეიძლება მეტი ზედაპირი დაამუშავეთ ლაქით და უხვად გამოიყენეთ დეკორაცია. არ არის აუცილებელი, რომ ძვირადღირებული ნივთები შეარჩიოთ, ჰოლივუდი უბრალოდ გლამურულობის სურვილსაც დასჯერდება. ასე რომ, შეგიძლიათ მისაღები მეორადი ავეჯის მაღაზიაში შეძენილი სავარძლებით მორთოთ - მთავარია, რაც შეიძლება მეტი რბილი ზედაპირით გააწყოთ იგი.

წყარო: Kelly Wearstler
წყარო: Kelly Wearstler

კლასიკური ჰოლივუდის გლამური ძალიან მიმზიდველია ამრეკელი ზედაპირებით, ბრჭყვიალა ქვებით მორთული დეკორაციითა და ნათელი ფერებით, თუმცა თუ გადაწყვეტთ, რომ ინტერიერი ამ სტილში გააფორმოთ, ეცადეთ წინ საკუთრი გლამურული და თამამი გადაწყვეტილებები წამოსწიოთ - არ შეუშინდეთ კონტრასტსა და მრავალფეროვნებას. საცხოვრებელი სივრცე მხოლოდ თქვენს განსაკუთრებულობას უნდა უსვამდეს ხაზს.

ჩვენ გირჩევთ

ინტერიერი

თბილისში აქტუალური ვინტაჟური სტილი - როგორ შევქმნათ ისტორიული ატმოსფერო ჩვენს სახლში

თბილისის ვინტაჟური კაფეებისა და შუშაბანდების პოპულარობა ქვეყნის საზღვრებს გასცდა. საინტერესოა, რამ განაპირობა სტილის ასეთი აქტუალობა ჩვენთან...

2208
ნახე მეტი
ინტერიერი

რა რჩევები უნდა გავითვალისწინოთ თანამედროვე მანსარდის ინტერიერში?

თუ თქვენს სახლში საცხოვრებელი სხვენი (მანსარდი) გაქვთ, გირჩევთ, ის ფუნქციურად დატვირთოთ.

4775
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ბამბის რიგი 7

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575