ინტერიერი

შეარჩიეთ თაროები სახლისთვის, დიზაინერების რჩევების მიხედვით

თუ გსურთ, რომ ეს ცარიელი სივრცე არამხოლოდ ლამაზი, არამედ ფუნქციურიც იყოს, მაშინ დროა თაროების შექმნაზე დაფიქრდეთ.

2178

ინტერიერში თავისუფალი სივრცის შევსება ძალიან ბევრი რამით არის შესაძლებელი. ეს შეიძლება იყოს დიდი ყვავილი, დეკორატიული ვაზა, სურათი და ა.შ. მაგრამ თუ გსურთ, რომ ეს ცარიელი სივრცე არამხოლოდ ლამაზი, არამედ ფუნქციურიც იყოს, მაშინ დროა თაროების შექმნაზე დაფიქრდეთ. თაროები შეიძლება იყოს მარტივი, ლაკონური, ასევე ორიგინალური და განსხვავებული. ნებისმიერ შემთხვევაში თქვენ უნდა ეცადოთ, რომ ისინი თქვენი ინტერიერის სტილს უხდებოდნენ, რომ ყველაფერი მაქსიმალურად ჰარმონიულად იყოს ერთმანეთთან შერწყმული. რა თქმა უდნა, თაროების შექმნა თავადაც შეგიძლიათ, თუმცა სანამ მათ შექმნით, ან იყიდით აუცილებლად უნდა ჩამოყალიბდეთ იმაზე თუ, როგორი თარო გსურთ ამშვენებდეს თქვენს კედლებს. ჩვენ მიერ წარმოდგენილი სურათებზე თანამედროვე, კრეატიული თაროებია ასახული, რომლებიც შეიძლება იყოს თქვენი ინსპირაციაც. იმედია, წარმოდგენილი სურათები შეგიმცირებთ დროსა და ენერგიას და გაგიადვილებთ არჩევანის გაკეთებას.

ალბათ თაროების ყველაზე პოპულარული ვარიანტი- კლასიკური თაროა. ასეთი თარო მაქსიმალურად მინიმალისტური და უბრალოა. ამიტომ ისინი კომფორტულია, როგორც დამონტაჟებისას, ისე გამოყენების დროს. ამისდა მიუხედავად თაროები შეიძლება ძალიან კრეატიულად და განსახვავებულად გამოიყურებოდნენ. დაკიდეთ სხვადახვა ზომის თაროები ერთად, ასიმეტრიულად და მათ მეტ ორიგინალურობას შესძენთ.

კიდევ ერთი საინტერესო ვარიანტი კუთხის თაროებია, რომლებიც განსხვავებულად მაგრდება. თუმცა სივრცის ათვისებაში მაქსიმალურად გვეხმარება.

აკიდული თაროებიც ძალიან ხშირად გამოიყენება ინტერიერის დიზაინში. თუმცა წინა ვარიანტებისგან განსხვავებით მათი დამონტაჟება ყველაზე მარტივია და დამოუკიდებლადაც შეგიძლიათ.

როდესაც თაროების ძირითად ტიპებს გაეცნობით და ჩამოყალიბდებით, თუ რომელი გინდათ დაკიდოთ კედელზე, შემდეგ აუცილებლად უნდა განსაზღვროთ, თუ რისთვის გინდათ ამ თაროების გამოყენება. მაგალითად თუ თაროებს წიგნებისთვის იყენებთ სჯობს ისინი გამძლე და საიმედო იყოს. ჩარჩოების, ან პატარა ქანდაკებების დასადები თარო კი შეიძლება შუშისაც იყოს.

მნიშვნელოვანია ასევე, ყურადღება გავამახვილოთ მატერიაზე, რომელსაც თაროს დასამზადებლად გამოვიყენებთ. თითოეულ მატერიას თავისი დადებითი და უარყოფითი მხარე აქვს. მაგალითად პლასტმასის თაროები ძალიან მარტივი მოსავლელი და დასამონტაჟებელია. მათი ძალიან ბევრ ვარიანტიც არსებობს, რომელთა უმეტესობაც გარეგნულად, ძალიან გავს ხეს.

რაც შეეხება მეტალის კონსტრუქციებს, ისინი უფრო მყარი და საიმედოა. თუმცა მათი დაყენება, კლასიკური სტილის ინტერიერის მქონე სახლში არ ღირს. ყველაზე მეტად ისინი მოდერნს და ჰაი-ტექს უხდება.

ჩვენ გირჩევთ

ინტერიერი

ელსი დე ვულფი - ქალი, რომელმაც ინტერიერის დიზაინში ყველა სტერეოტიპი დაანგრია

ამბობენ, რომ პროფესია ინტერიერის დიზაინერი დღევანდელი გაგებით, ქალმა ჩამოაყალიბა და ეს ქალი, ამერიკელი მსახიობი, ელსი დე ვულფი იყო.

1320
ნახე მეტი
ინტერიერი

ჯონათან ადლერი - ინტერიერის თანამედროვე დიზაინერის ექსცენტრიული ნამუშევრები

ჯონათან ადლერი ამერიკელი ინტერიერის დიზაინერია. დაიბადა 1966 წელს ნიუ ჯერსიში. მან სახელი თავისი ორიგინალური კერამიკული ნაწარმით გაითქვა,

1387
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ბამბის რიგი 7

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575