ინგმარ ბერგმანის საინტერესო სახლები და საცხოვრებელი გარემო, როგორც რეჟისორის შთაგონების წყარო
როცა ცნობილი რეჟისორი ინგმარ ბერგმანი გარდაიცვალა, მან აწმყოს დაუტოვა 3 აკადემიური ჯილდო, თავისი სახელი და სახლები შვედეთის პატარა კუნძულ ფაროზე.
როცა ცნობილი რეჟისორი ინგმარ ბერგმანი 2007 წლის 30 ივნისს გარდაიცვალა, მან აწმყოს დაუტოვა 3 აკადემიური ჯილდო, თავისი სახელი და სახლები შვედეთის ერთ პატარა კუნძულ ფაროზე. ფილმის „დაბურული შუშის მიღმა“ გადაღებების დაწყებამდე, შვედური ფილმის კომპანია ზედმეტ ხარჯებზე წუხდა. ზუსტად ამან გადააწყვეტინა ინგმარ ბერგმანს ფაროს კუნძულზე სახლის შეძენა. მან პირველი სახლი 1967 წელს ფაროს ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილში - ჰამარსში შეიძინა. აქ მასთან ერთად მისი ცოლი ლივ ულმანი და ქალიშვილი ლინი ცხოვრობდნენ. ეს სახლი ბერგმანის პირად სახლს წარმოადგენდა და აქ გარდაცვალებამდე იმყოფებოდა. სახლიდან ულამაზესი ხედი იშლება კლდოვან სანაპიროსა და ბალტიის ზღვაზე. მთლიანი შენობა ზღვით არის გარშემორტყმული. წლების განმავლობაში ბერგმანი სახლს აფართოვებდა. ზუსტად აქ მუშაობდა ხოლმე მის მთავარ ფილმებსა და სცენარებზე. შენობა ასევე მოიცავს მის ძალიან კარგად აღჭურვილ ბიბლიოთეკას.

ჰამარსიდან რამდენიმე ასობით მეტრის მოშორებით ანგენი მდებარეობს, სადაც ბერგმანმა სოლიდური და ლამაზი რეზიდენცია ააშენა. ეს არის კლასიკური გოთლანდური სტილის საცხოვრებელი, რომელშიც დიდი ოთახები, უზარმაზარი ბუხარი და საოჯახო სასტუმროა. სახლი გარშემორტყმულია ყვავილების მინდვრებით. სახლში ორი დიდი და ერთი პატარა საძინებელი, ფართო მისაღები ოთახი და სამზარეულოა. საოჯახო სასტუმრო, „Drängstugan“, კი მოიცავს საძინებელს, სამზარეულოს, პირად აბაზანასა და მისაღებ ოთახს ზედა სართულზე.
ინგმარ ბერგმანის კიდევ ერთი სახლი დამბაა. ის ადრე ფერმა იყო, ხოლო 1854 წელს ულამაზეს სახლად გადააკეთეს. ბალტიის ზღვიდან მასთან მისასვლელად მხოლოდ რამდენიმე წუთია საჭირო. ის გადაყურებს მდინარე „Dämba träsk“, რომელიც გამოირჩევა თავისი ულამაზესი ლანდშაფტით. ბერგმანმა აქ მდებარე ფარდული საკუთარ კინო-თეატრად გარდაქმნა, სადაც ის ყოველდღე ფილმებს უყურებდა. დამბას მთავარი სახლი ორ დიდ საძინებელს, ორ მისაღებ ოთახს და ორ სააბაზანოს მოიცავს. ქვის ღობეები და იასამნები, უჩვეულოდ აყვავებული ბაღი, ლამაზი ყვავილების საწოლი და ხეხილი სახლს ბეჭედივით არტყია. აქ ასევე შეხვდებით ძველ ქარის წისქვილსაც - „Kvarnen”. ის გემოვნებიანად გადაკეთდა საცხოვრებელ ადგილად. ამ ადგილიდან განსაკუთრებით ლამაზად ჩანს მდინარე და გარშემორტყმული მინდვრები. ბერგმანის მფლობელოში ასევე ერთი პატარა კოტეჯი იყო, რომელსაც შემოქმედებითი სამუშაოსთვის იყენებდა. კოტეჯის გარშემო ფაროსთვის დამახასიათებელი ქვის ღობეებია. 1973 წლის ფილმიდან „ სცენები ქორწინებიდან“, კოტეჯი ჯოანისა და მარიანის შერიგების სცენას ფონად განსდევს.
ბერგმანს სიცოცხლეშივე სურდა, რომ მისი სახლი შემდგომ გაეყიდათ. პრობლემა იყო ის, რომ მყიდველად ის მდიდარ ადამიანს ან კომპანიას წარმოიდგენდა. შვედეთის მთავრობა კი სახლის ყიდვით საერთოდ არ იყო დაინტერესებული. ამით მხოლოდ 2010 წელს დაინტერესდნენ. ნორვეგიელმა არქეოლოგმა ჰანს გიუდე გუდესენმა ბერგმანის სახლი 4 მილიონ ევროდ შეიძინა. დღესდღეობით კი ეს ადგილი მასპინძლობს რეჟისორებს, მსახიობებს, შემოქმედებს და ჟურნალისტებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
ჩვენ გირჩევთ
ორიგინალური და გამორჩეული არქიტექტურული ნამუშევრები, როგორც თავისუფალი სტილის გამოხატულება
თანამედროვე არქიტექტურა მხოლოდ კომფორტულ საცხოვრებელ სახლებს არ გვთავაზობს. ის შეიძლება ზედმეტად ორიგინალური და უცნაურიც კი იყოს.
Salone del Mobile 2018 - უახლესი ტრენდები ავეჯის დიზაინში
მილანის ავეჯის სალონი ევროპის ავეჯის ინდუსტრიაში უმნიშვნელოვანესი ღონისძიება გახლდათ.
ჩატვირთვა
კონტაქტი
ოფისი:
ბამბის რიგი 7